უაკ 517.958
ISBN 99940-57-16-2 (ყველა ტომი), 978-9941-20-209-4 (მეექვსე ტომი)
158 გვერდი
დამტკიცების თარიღი 18.01.2013
ნაშრომი ეძღვნება თანამედროვე არაწრფივი სისტემის თეორიისა და ქაოსის შესწავლის რთულ პრობლემებს. დღეს ფაქტობრივად არ მოიძებნება ანალოგიური თემატიკის სახელმძღვანელო ქართულ ენაზე, რამაც ამ სფეროში მუშაობის სტიმული მოგვცა. ნაშრომში განხილულია არაწრფივი დიფერენციალური განტოლების განსაკუთრებული წერტილების გამოკვლევისა და კლასიფიკაციის ამოცანები და ჰამილტონის სისტემების აგების ტექნიკა. შესწავლილია ქაოსის წარმოქმნისა და არაწრფივი სისტემის თვითორგანიზაციის ამოცანების მოდელირების მეთოდები. ყოველი თავის ბოლოს დართულია შესაბამისი პრაქტიკული სავარჯიშოები. სახელმძღვანელო განკუთვნილია ხელსაწყოთმშენებლობის, ავტომატიზაციისა და მართვის სისტემების პროგრამით დაკავებული მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს ინჟინრებსა და არაწრფივი სისტემების მოდელირებაზე მომუშავე მკვლევრებს.