ე. ჩხიკვაძე, მ. გაბრიჩიძე, მ. დონაძე
ჰიდროელექტრომეტალურგია
მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოშვება
უაკ 669.053.4
ISBN 978-9941-20-570-5
160 გვერდი
დამტკიცების თარიღი 28.04.2015
სახელმძღვანელოს მე-2 გამოცემაში ყურადღება გამახვილებულია სამამულო ნედლეულზე; დამატებულია მონაცემები მანგანუმის მადნების ქიმიური მეთოდით დამუშავებაზე; შეტანილია კეთილშობილი ლითონების მეტალურგიის საკითხები, კერძოდ, ციანირების და ოქროს ამოღების მეთოდები; განხილულია ჩამდინარე (ნარჩენი) წყლების გაუვნებლების ტექნოლოგია და სხვა პროცესები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ელექტროქიმიისა და ფერადი ლითონების სპეციალობების სტუდენტებისათვის როგორც ბაკალავრის, ისე უმაღლესი ხარისხის (მაგისტრი, დოქტორი) მაძიებელი პირებისათვის. ასევე სასარგებლო და საინტერესო იქნება სამთო საქმის სპეციალისტებისთვის, სახელდობრ, „სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების“ სპეციალობის სტუდენტებისთვის.