უაკ 62-5
ISBN 978-9941-14-923-8
60 გვერდი
დამტკიცების თარიღი 16.12.2010
პროექტების მართვა წარმოადგენს საქმიანობის სხვადასხვა სფეროში თანამედროვე მენეჯმენტის განხორციელების ეფექტურ ინსტრუმენტს. შემოთავაზებული კურსი განკუთვნილია პროექტების მართვის თეორიული საფუძვლების საკითხების პრაქტიკაში გამოყენების ცოდნის და უნარ-ჩვევების შესაძენად. მისი მიზანია პროექტების დაგეგმვის მართვის საკითხების პრაქტიკული შესწავლა, იმ აქტუალური პროგრამული უზრუნველყოფის ასათვისებლად, რომელიც მართვის გადაწყვეტილებების მხარდაჭერის და რეალიზაციისათვის გამოიყენება.მეთოდური მითითებების ამოცანაა სტუდენტებისათვის MS Project-ის პაკეტის პროგრამული გარემოს და ინსტრუმენტარიის შესწავლა, დაგეგმვის რეალური უნარების შეძენა ორგანიზაციებში პროექტების დაგეგმვის და მართვის ამოცანების პრაქტიკული რეალიზაციისათვის.კურსი განკუთვნილია Microsoft Office Project 2007 გარემოში პროექტების მართვის ტექნოლოგიის იმ ძირითადი ეტაპების ასათვისებლად, როგორიცაა: რესურსების და ამოცანების დაგეგმვა, პროექტის ანალიზი, მისი მიმდინარეობის დაკვირვება და სხვ.ლაბორატორიული სამუშაოების ამოცანების განლაგება შეესაბამება პროექტების მართვის ეტაპების თანამიმდევრობას. ლაბორატორიული სამუშაოების მასალა მოიცავს: MS Project-ის ცხრილების ტიპების და ქსელური დიაგრამების სახეების გაცნობას, ქსელური დიაგრამების, განტის დიაგრამის აგებას; რესურსების დიაგრამაზე საპროექტო მონაცემების რედაქტირებას, ამოცანებისა და რესურსების გამოყენების დიაგრამის აგებას და ა.შ. ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება სარეცენზიო დამხმარე მეთოდური მასალების გამოყენებით ხელს შეუწყობს MS Project პროგრამაზე მუშაობისას მიღებული ცოდნის და პროფესიული ჩვევების ფორმირებას პრაქტიკული გამოყენებისათვის.