უაკ 620.9
ISBN 978-9941-20-779-2
130 გვერდი
დამტკიცების თარიღი 27.12.2016
სახელმძღვანელოში განხილულია ჰიდროენერგეტიკის ჰიდროლოგიური საფუძვლები, კერძოდ, მდინარის ჩამონადენი წყლის ბალანსი, ჩამონადენის მახასიათებლები, მდინარეთა კლასიფიკაცია კვების ტიპების მიხედვით, მდინარის ჩამონადენი როგორც ალბათური პროცესი და მისი ფორმირების ფაქტორები, უზრუნველყოფის ემპირიული და თეორიული მრუდები, მდინარის ჩამონადენის რყევის ძირითადი მათემატიკური მოდელები, შემთხვევითი პროცესების სტატისტიკური მოდელირება ჰიდროლოგიაში, ჰიდროლოგიური პროგნოზების სახეები და მისთვის აუცილებელი საწყისი ჰიდროლოგიური ინფორმაციის ფორმირების პრინციპები. სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუ-ის საბაკალავრო პროგრამის "ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია" მოდულის "ჰიდროელექტროენერგეტიკა" სტუდენტებისათვის.