გ. იაშვილი, თ. იაშვილი, ბ. შერაზადიშვილი
დროის მენეჯმენტი – თეორია და
პრაქტიკული სავარჯიშოები
უაკ 638.24
ISBN 978-9941-20-807-2
144 გვერდი
დამტკიცების თარიღი 27.12.2016
ყოველ ადამიანს აქვს ძვირფასი კაპიტალი – დრო. მისი ატრიბუტია შეუქცევადობა, რაც ნიშნავს, რომ დრო მომდინარეობს მხოლოდ ერთი მიმართულებით – წარსულიდან მომავლისკენ. დროის კაპიტალის აღდგენა შეუძლებელია. მას ვერასდროს, ვერანაირი ოპერაციის შედეგად ვერ მოიპოვებ, ვერ შეინახავ, ვერ დააგროვებ, ვერ გაამრავლებ, ვერ გაასხვისებ. ერთადერთი, რაც ძალგვიძს, ჩვენ ხელთ არსებული უძვირფასესი რესურსის რაციონალური გამოყენებაა.
დროის მართვის საფუძვლების ცოდნა, იმის კონტროლი, თუ რას, როგორ და როდის ვაკეთებთ, დაგვეხმარება გავზარდოთ ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობა, ამასთან გავითვალისწინოთ, რომ კონტროლი არ ნიშნავს ცხოვრების მკაცრ რეჟიმს, რომლის მიხედვით, თვით ყველაზე უმნიშვნელო გადახვევაც კი დაუშვებელია.
ნაშრომი მომზადებულია უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლების სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენ მიერ წარმოდგენილი თეორიული მასალა და პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც ქართველი და უცხოელი სპეციალისტების დიდ გამოცდილებას ეყრდნობა, ვფიქრობთ, კარგი დამხმარე იქნება „დროის მენეჯმენტის“ სფეროთი დაინტერესებული ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, აგრეთვე, საინტერესო იქნება ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები
- მომსახურების სფეროს მენეჯმენტი – თ. იაშვილი, ე. ბარათაშვილი, გ. იაშვილი, შ. დოღონაძე
- კვლევის მეთოდების საფუძვლები საჯარო მმართველობის ამოცანებში – გ. ბაღათურია, ო. ბაღათურია, შ. დოღონაძე, გ. იაშვილი, თ. იაშვილი
- მცირე და საშუალო ბიზნესის მართვა – გ. იაშვილი, თ. იაშვილი, ბ. შერაზადიშვილი
- ბრენდ-მენეჯმენტი – გ. იაშვილი, ლ. ქოქიაშვილი