უაკ 638.24
ISBN 978-9941-20-925-3
227 გვერდი
დამტკიცების თარიღი 29.03.2017
დამხმარე სახელმძღვანელო მომზადებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ. მაგალითები შერჩეულია იმგვარად, რომ ესადაგება საინჟინრო მენეჯმენტის სასწავლო კურსის ყველა ძირითად ფაზას: საწარმოო პროცესების რეინჟინერინგს, მენეჯმენტს, მარკეტინგს, ინოვაციური ბიზნესპროცესის განხორციელების ორგანიზაციასა და ბიზნესის ეთიკას. კრებულში განხილულია სამეწარმეო ინტელექტური პოტენციალის გამოყენების წარმატებული პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყნის აღიარებული კომპანიების, მენეჯერებისა და მეწარმე ბიზნესმენების სამუშაო გამოცდილებიდან. კრებული დახმარებას გაუწევს პროფესორ-მასწავლებლებს, შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებს პრაქტიკულ მეცადინეობებზე სწავლება/სწავლის პროცესის ეფექტურად წარმართვაში. გამოადგება საინჟინრო მენეჯმენტის საკითხებით დაინტერესებულ პირებსაც.