image-1
პ. კოღუაშვილი, ჯ. ფანჩულიძე

მიწის მმართველობა

უაკ: 525:333.33:711.14(-43)

სახელმძღვანელო მომზადებული და შედგენილია თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების მიხედვით და მიწის მმართველობის პრობლემებზე უახლესი ზოგადი ხედვებისა და მიდგომების გათვალისწინებით.
მასში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მიწის რესურსების აღრიცხვას, მისი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასებას, მიწის სისტემური მართვისა და სხვა აქტუალურ საკითხებს.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, აგრეთვე მიწის მართვის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის.

 

 

image-1
რ. დიაკონიძე

ჰიდრომეტრია

უაკ: 627.133

სახელმძღვანელო „ჰიდრომეტრია“ შედგენილია ჰიდროტექნიკური, ჰიდროლოგიური, ჰიდრომელიორაციული, სამდინარო ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდროენერგეტიკული სპეციალობის სტუდენტებისათვის. ის შეიძლება ასევე გამოიყენოს საგზაო ინსტიტუტების სტუდენტებმაც, წყალსადინრებზე ხიდური გადასასვლელების შესწავლის დროს.
წიგნში მოცემულია ჰიდრავლიკურ და ჰიდროლოგიურ გაზომვათა თეორია და პრაქტიკა, მათ შორის ზღვის ჰიდრომეტრიული სამუშაოების მოკლე აღწერა.
სახელმძღვანელო დაეხმარება ზემოაღნიშნული სპეციალობების პრაქტიკოს ინჟინრებსა და ტექნიკოსებს, რომლებიც ასრულებენ ჰიდრომეტრიულ სამუშაოებს მდინარეებსა და წყალსაცავებზე, სარწყავ არხებსა და ზღვაზე.

 

 

image-1
რ. დიაკონიძე

ჰიდრომეტრია

უაკ: 627.133

სახელმძღვანელო „ჰიდრომეტრია“ შედგენილია ჰიდროტექნიკური, ჰიდროლოგიური, ჰიდრომელიორაციული, სამდინარო ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდროენერგეტიკული სპეციალობის სტუდენტებისათვის. ის შეიძლება ასევე გამოიყენოს საგზაო ინსტიტუტების სტუდენტებმაც, წყალსადინრებზე ხიდური გადასასვლელების შესწავლის დროს.
წიგნში მოცემულია ჰიდრავლიკურ და ჰიდროლოგიურ გაზომვათა თეორია და პრაქტიკა, მათ შორის ზღვის ჰიდრომეტრიული სამუშაოების მოკლე აღწერა.
სახელმძღვანელო დაეხმარება ზემოაღნიშნული სპეციალობების პრაქტიკოს ინჟინრებსა და ტექნიკოსებს, რომლებიც ასრულებენ ჰიდრომეტრიულ სამუშაოებს მდინარეებსა და წყალსაცავებზე, სარწყავ არხებსა და ზღვაზე.

 

 

image-1
ზ. აზმაიფარაშვილი, ო. ტომარაძე

სენსორები და ინტელექტუალური საზომი საშუალებები

უაკ: 621.38

სახელმძღვანელოში აღწერილია სენსორები და ინტელექტუალური საზომი სისტემები, განხილულია მათი გამოყენების სფეროები. ნაჩვენებია, რომ ინტელექტუალური სენსორები ოცნება კი არ არის, არამედ ისინი უკვე შემოვიდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათი დამუშავება და წარმოება არის ხელსაწყოთმშენებლობის ერთ-ერთი დამოუკიდებელი ქვედარგი.  ყოველ თემას ექსპერიმენტის სახით ერთვის ეფექტური ილუსტრაციები, სავარჯიშოები და საკონტროლო კითხვა-პასუხები.
წიგნი განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების სტუდენტებისათვის. ის შეიძლება წარმატებით  გამოიყენოს აგრეთვე იმ მსმენელმა, ვისთვისაც აღნიშნული საგანი  დამხმარე დისციპლინაა. ესენია: მომავალი ფიზიკოსები, ინჟინრები, ქიმიკოსები, ბიოლოგები და ექიმები. რა თქმა უნდა, იგი  სამაგიდო წიგნი იქნება გაზომვების სფეროში მომუშავეთათვის.

 

 

image-1
ზ. ეზუგბაია, ი. ქვარაია, ი. ირემაშვილი, ნ. მსხილაძე

სამშენებლო წარმოების ტექნოლოგია

უაკ: 624.05

სახელმძღვანელოში განხილულია ყველა ის სამშენებლო პროცესი, რომელიც ახლავს შენობა-ნაგებობების აგებას, მოცემულია ტექნოლოგიური პროცესების განხორციელების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიების საფუძვლები.
გამოცემა განკუთვნილია სამშენებლო, არქიტექტურული, სამთო-გეოლოგიური და სატრანსპორტო ფაკულტეტების სტუდენტებისათვის საგნის მაღალ დონეზე შესასწავლად. წიგნში მოცემული მასალები გამოადგება, აგრეთვე, მოქმედ პროფესიონალ მშენებლებს.

 

 

image-1
ლ. მძინარიშვილი, ნ. კაჭახიძე, დ. უგულავა, ნ. ხომერიკი

დისკრეტული მათემატიკა

უაკ: 519.45

წიგნი დაწერილია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დისკრეტული მათემატიკის მოქმედი სილაბუსის მიხედვით და შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: სიმრავლეთა თეორია, კომბინატორიკა, გრაფთა თეორია, ბულის ალგებრა, მათემატიკური ლოგიკა, ალბათობის თეორია, ალგებრული სტრუქტურები და რიცხვთა თეორია.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ა. სამადაშვილი

ბიზნესპროცესების ინჟინერინგი და მენეჯმენტი

უაკ: 638.244

სახელმძღვანელოში განხილულია ბიზნესის პროცესების ორგანიზების საკითხები, სამეწარმეო გარემოს ცვლილებებთან მეტი მისადაგების მიზნით. წიგნის შინაარსის მიმდევრობა ისეთივეა, რა მიმდევრობითაც ატარებენ ბიზნესის რეორგანიზებას აღნიშნული მიზნის მისაღწევად.
წიგნში აღწერილია მიზეზები, რომლებიც დაუყოვნებლივ რეორგანიზებისკენ უბიძგებს დღევანდელ ბიზნესს, ასევე ის სტრატეგიული მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს ბიზნესის რეორგანიზებას. შემდეგ მოცემულია ტაქტიკური ფაქტორები: სამეწარმეო კომპანიების სტრუქტურირება, ბიზნესპროცესების ნაირსახეობები, მათი მოდელირება და ორგანიზაციის მუშაობის სიმულაცია ამ მოდელების გამოყენებით.
განკუთვნილია სტუ-ის მენეჯერული და ეკონომიკური სპეციალობების სტუდენტებისთვის, ასევე შესაბამისი მიმართულებით მომუშავე პრაქტიკოსებისთვის.

 

 

image-1
ზ. არაბიძე, ა. აბშილავა

ნახშირმამდიდრებელი ფაბრიკების ტექნოლოგიური დაპროექტება

უაკ: 661.183.2

სახელმძღვანელოში განხილულია ნახშირის გამდიდრების თანამედროვე ტექნოლოგიური სქემები და მოცემულია: მათი ანალიზი, რეკომენდაციები ნახშირის სხვადასხვა მეთოდით გამდიდრების ტექნოლოგიური სქემების შერჩევისა და გაანგარიშების შესახებ, ნახშირის გამდიდრების პროცესში გამოყენებული აპარატურის შერჩევისა და ტექნოლოგიური პარამეტრების გაანგარიშების საკითხები. სახელმძღვანელოში აგრეთვე განხილულია ნახშირმამდიდრებელი ფაბრიკის ტექნოლოგიური დაპროექტების ნორმები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო და გეოინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. იგი დახმარებას გაუწევს სამთო დარგში მომუშავე ახალგაზრდა სპეციალისტებს.

 

 

image-1
ს.ა. ხომენკო, ე.ე. ცვეტკოვა, ი.მ. ბასოვეცი

სამეცნიერო-ტექნიკური ტექსტების ინგლისური ენიდან თარგმანის თეორიისა და პრაქტიკის საფუძვლები

უაკ: 82.03

სახელმძღვანელო „სამეცნიერო-ტექნიკური ტექსტების ინგლისური ენიდან თარგმანის თეორიისა და პრაქტიკის საფუძვლები“ შედგენილია ბელორუსის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის თანამშრომლების ს.ა. ხომენკოს, ე.ე. ცვეტკოვას, ი.მ. ბასოვეცის სახელმძღვანელოს საფუძველზე.
წიგნი შედგება ხუთი ნაწილისგან, განიხილულია თარგმანის ლინგვისტური ასპექტები, მოიცავს სავარჯიშოებს თარგმანის უნარ-ჩვევების განვითარებისათვის, ავთენტურ სამეცნიერო და ტექნიკურ ტექსტებს, რომელთა მიზანია შესწავლილი ხერხების კომპლექსური გამოყენება თარგმანზე მუშაობისას.
გამოცემა განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრებისათვის, რომელთა დამატებითი სპეციალობაა „ტექნიკური თარგმანი“.
სახელმძღვანელო ადაპტირებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების თამარ მებუკის და ნინო ჯანჯღავას მიერ ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურის თარგმანის სწავლებისათვის.