უაკ: 004.65
სახელმძღვანელოში გადმოცემულია Microsoft SQL Server გარემოში მონაცემთა ბაზების დაპროექტებისა და პროგრამების შემუშავების საკითხები. დაწვრილებითაა განხილული Transact SQL ენის საფუძვლები, მონაცემთა ბაზებისა და ცხრილების მართვის საკითხები, ფუნქციებთან, შენახულ პროცედურებთან, ინდექსებთან, წარმოდგენებთან, კურსორებთან და ტრიგერებთან მუშაობის პრინციპები. განხილულია ოპერაციები სიმრავლეებზე, საერთო ცხრილური გამოსახულებები, მონაცემების რეორგანიზების საკითხები. გაშუქებულია ცხრილებს შორის კავშირები და ქვემოთხოვნები. გადმოცემულია ადმინისტრირების საშუალებები. მესამე გამოცემაში დამატებულია მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი. აღწერილია გრაფიკული საშუალებებით მონაცემთა ბაზებთან, ცხრილებთან, ფუნქციებთან, პროცედურებთან, წარმოდგენებთან, ინდექსებთან მუშაობის საკითხები. წიგნს ახლავს მაგალითები და სავარჯიშოები.
გამოცემა განკუთვნილია როგორც კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, ისე დაპროგრამების შემსწავლელთათვის.
უაკ: 624.012.35/46
სახელმძღვანელოში განხილულია რკინაბეტონის კონსტრუქციების გაანგარიშებისა და დაპროექტების ზოგიერთი სპეციფიკური საკითხი, კერძოდ, რკინაბეტონის თეორიის აქტუალური პრობლემები, სამშენებლო კონსტრუქციების ოპტიმალური დაპროექტება, შენობა-ნაგებობათა სეისმომედეგი კონსტრუქციები და მათი გაანგარიშება მოქმედი ეროვნული სეისმური ნორმების მიხედვით, აგრესიულ გარემოში მომუშავე სამშენებლო კონსტრუქციები, სტატიკურად ურკვევი კონსტრუქციების გაანგარიშების კლასიკური და თანამედროვე მეთოდები, ზღვრული წონასწორობის თეორია და სხვა.გამოცემა განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის. იგი ასევე დახმარებას გაუწევს მეცნიერებსა და ინჟინერ-დამპროექტებლებს.
უაკ: 347
სახელმძღვანელოში განხილულია კვლევის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, რომლებიც აუცილებელია საჯარო მართვის თანამედროვე პრობლემებისა და გამოწვევების გამოსაკვლევად. კურსი შეიცავს კვლევების მეთოდოლოგიურ საფუძვლებს და ძირითადი მეთოდების დეტალურ აღწერას, მათ შორის თვისებრივ, რაოდენობრივ და შერეულ მეთოდებს, კვლევის მეთოდების პრაქტიკაში გამოყენების სპეციფიკურ საკითხებს, მონაცემების შეგროვების, დამუშავების, ანალიზისა და ინტერპრეტაციის მეთოდებსა და კვლევის ანგარიშის გაფორმებისათვის საჭირო მოთხოვნებს. გამოცემა განკუთვნილია საჯარო მართვის სპეციალობის სტუდენტებისათვის, მაგრამ, იმავდროულად განხილული კვლევების მეთოდოლოგია სასარგებლო იქნება ახალგაზრდა მკვლევრთათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კვლევებით როგორც საჯარო მართვის ამოცანების, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების პრობლემათა გამოსაკვლევად სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ბიზნესის სფეროებში.
უაკ: 51
სახელმძღვანელოში „ლებეგის ზომა“ მოცემულია ლებეგის ზომის კლასიკური აგების მეთოდები და შესაბამისი დამხმარე მასალა. წიგნი განკუთვნილია მათემატიკის სპეციალობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისათვის.
უაკ: 54,66
სახელმძღვანელოში მკითხველი გაეცნობა საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტების ფართო სპექტრს, ამ მიმართულების სასაქონლო პროდუქტის ხარისხის განმსაზღვრელ მაჩვენებლებს, წარმოების ზოგად ტექნოლოგიურ ხედვებს. წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური დეპარტამენტის სტუდენტებისათვის და ყველა დაინტერესებული პირისათვის.სახელმძღვანელო გამოსაცემად მომზადებულია მისი ერთ-ერთი ავტორის, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის, პროფესორ დინარა ბასილაიას გარდაცვალების შემდეგ. ამ გამოცემით, პატივს მივაგებთ უნიჭიერესი მეცნიერისა და უსათნოესი ქალბატონის ხსოვნას.
უაკ: 535.23:621.039.553
სახელმძღვანელოში განხილულია რადიაციული უსაფრთხოების საკითხები; განმარტებულია რადიოაქტიურობის არსი, რადიაციის სახეები, ნივთიერებასა და ცოცხალ ორგანიზმზე მათი ზემოქმედების ფიზიკური ასპექტები; მოცემულია რადიაციის სპეციალური საზომი ერთეულები და მათ შორის დამოკიდებულება; მოყვანილია დასხივების დასაშვები ზღვრული დოზები, რადიოაქტიური დასხივების რისკის დონეები. სახელმძღვანელოში განიხილება ბირთვული იარაღის გამოცდები, ატომური ენერგეტიკა, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. აღწერილია ბირთვული რეაქტორისა და ატომური ელექტროსადგურების მუშაობის პრინციპი. მოყვანილია რადიოაქტიური დასხივების უსაფრთხოების ზომები მოსახლეობისათვის, დასხივების შეზღუდვის ღონისძიებათა ჩამონათვალი, სანქციები რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და წესების მოთხოვნების დარღვევისთვის; განხილულია თანამედროვეობის ორი დიდი კატასტროფის „ჩერნობილისა“ (1986 წ) და „ფუკუშიმა I-ის“ (2011წ) აეს-ების ავარიის გამომწვევი მოზეზები და შედეგები. გამოცემა განკუთვნილია სხვადასხვა ტექნიკური დარგის სტუდენტებისათვის; ნაშრომი საინტერესო იქნება საზოგადოების ფართო წრეებისთვისაც.
უაკ: 62.505
სახელმძღვანელოს მეორე ნაწილში გარკვეული ადგილი ეთმობა მართვადობისა და დაკვირვებადობის კრიტერიუმებისა და შესაბამისი მათემატიკური აპარატის განხილვას. ნაჩვენებია უწყვეტი და დისკრეტული არაწრფივი სისტემების პარამეტრული იდენტიფიკაცისას კვაზიგაწრფევების მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა.განხილულია წრფივი და არაწრფივი დაკვირვებადი სისტემების პარამეტრებისა და მდგომარეობის ერთდროული თანამიმდევრული შეფასებისთვის ინვარიანტული ჩადგმის მეთოდის გამოყენების თავისებურებები.წრფივი არასტაციონარული სისტემების იდენტიფიკაციის ამოცანები განხილულია სინუსოიდურ სიგნალზე რეაქციის საფუძველზე და დიფერენციალური განტოლებების ამოხსნის შებრუნებულ ამოცანებთან დაკავშირებით.არაწრფივი დინამიკური სისტემების სტრუქტურული და პარამეტრული იდენტიფიკაციის ამოცანები განხილულია უწყვეტ ბლოკურად ორიენტირებულ მოდელთა სიმრავლეზე. სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, მეცნიერი მუშაკების, ინჟინრებისა და მკითხველთა იმ წრისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სისტემების იდენტიფიკაციის, მართვისა და მოდელირების საკითხებით.
უაკ: 681.3
სახელმძღვანელოში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა სპეციფიკაცია, ვერიფიკაცია, ვალიდაცია, კორექტულობა, ალგორითმის კომპლექსურობა და სტრუქტურული ბლოკ-სქემები, ხისა და გრაფის წარმოდგენა. მთლიანად მასალის აღსაქმელად საკმარისია მხოლოდ სკოლის მათემატიკის ელემენტარული კურსის მინიმალური ცოდნა და მკითხველის სიბეჯითე. ალგორითმების ჩასაწერად გამოყენებულია ბლოკ-სქემები.სახელმძღვანელო განკუთვნილია დამწყებთათვის, რომელთაც არ იციან არც დაპროგრამება და არც ინფორმატიკა.