image-1
მ. ბალიაშვილი, ნ. ოთხოზორია

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მართვა

უაკ: 004.05

სახელმძღვანელოში მოცემულია ხარისხის მართვის ზოგადი მოდელის ძირითადი ცნებები. განმარტებულია პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მართვის კონკრეტული თავისებურებები.

დიდი ადგილი აქვს დათმობილი პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების საკითხებს, როგორიცაა: ტესტირების დონეები, ტესტური გეგმა, ტესტ დიზაინის მეთოდები, მოთხოვნების შესაბამისობის მატრიცა, ტესტ ქეისი და სხვ., მოტანილია მაგალითები.

მოცემულია ინფორმაცია საკუთრივ პროგრამული უზრუნველყოფისა და ტესტირების პროცედურის ჩამტარებელი პერსონალის სერტიფიკაციის შესახებ. განხილულია კიბერუსაფრთხოებაზე სერტიფიცირების საკითხები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. ის შესაძლოა საინტერესო იყოს პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მართვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვისაც.

 

 

image
მ. ქიტოშვილი

პროფესიული კომუნიკაციები

უაკ: 622:622.26:550.85

სახელმძღვანელოში განხილულია: ძირითადი ცნებები და ტერმინები ინფორმაციის შესახებ, მისი სახეები და წყაროები, ფორმალური და არაფორმალური ურთიერთობები, კომუნიკაციის კვლევა ორგანიზაციაში, იდეის წარმოშობა, ინფორმაციის გადაცემის არხების შერჩევა, გადაწყვეტილების მიღების ფორმები და სახეები, კომპიუტერული მეცნიერებების როლი ინფორმაციის წარმატებით მოპოვებასა და გადაცემაში, კომუნიკაციური ჩვევების გამომუშავება და ა.შ.

გამოცემა განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ბაკალავრიატის პროგრამის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
გრ. ჭელიძე, მ. კახიანი

ამწე-სატრანსპორტო მანქანები

უაკ: 621.86

სახელმძღვანელოში „ამწე-სატრანსპორტო მანქანები“ მოცემულია სახალხო მეურნეობის დარგების ნორმალური ფუნქციონირებისათვის სა-ჭირო ამწე-სატრანსპორტო მანქანების სახეები და მუშაობის მახასიათებლები. განხილულია მათი კლასიფიკაცია, კონსტრუქციული ელემენტები, ამწევი და გადასაადგილებელი მექანიზმები.

წიგნი განკუთვნილია მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ო. ქართველიშვილი, ს. ხოშტარია

მიკროპროცესორული სისტემები
II ნაწილი მიკროპროცესორული სისტემების დაპროექტება

უაკ: 004.4

სახელმძღვანელოში განხილულია მიკროკონტროლერის ბაზაზე გამოთვლითი სისტემების დაგეგმარება. ეს სისტემები გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მონიტორინგისა და მართვისათვის. მათი კომპაქტური ზომების გამო ისინი ხშირად ობიექტში ჩაშენებული სისტემებია. ვინაიდან მიკროკონტროლერის სისტემის დაგეგმარება გულისხმობს როგორც სქემური ნაწილის, ისე მიკროკონტროლერის მართვის პროგრამის შექმნას, სახელმძღვანელოში განხილულია მაღალი დონის დაპროგრამების ენაზე მიკროკონტროლერის პროგრამის შედგენის პრინციპები, C ენის მაგალითით განხილულია ტრანსლატორთან მუშაობა და ტრანსლირებული პროგრამის ჩაწერა მიკროკონტროლერში.

ნაშრომი ფაქტობრივად არის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის სტუდენტებისთვის შემოღებული ახალი დისციპლინის - „ჩაშენებული სისტემები“ - სალექციო კურსი.

სახელმძღვანელოს მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა მიკროპროცესორული სიტემების მაგალითების განხილვას.

გამოცემა გათვალისწინებულია კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სპეციალობების სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
გ. ჩიტაიშვილი, ნ. ნოზაძე, ა. ჩიტაიშვილი

კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკა AutoCAD 2019

უაკ: 76:62

სახელმძღვანელოში აღწერილი და განხილულია ყველა სიახლე, რომელიც „AutoCAD 2019-ის“ ვერსიაში არის მოცემული, მათ შორის - collaborate (თანამშრომლობა), ასევე AutoCAD Web & Mobile-ში შენახვა, შენახული ფაილების გახსნა და ამ სიახლეებთან მუშაო¬ბის პრინციპი. AutoCAD 2019 საშუალებას გვაძლევს მოდელირების შედეგები პირდაპირ გავაგზავნოთ 3D პრინტერზე, შესაძლებელია 3D სკანერთან მუშაობაც.

სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლიათ აგრეთვე ინჟინრებს, რომლებიც ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და აქვთ კომპიუტერთან მუშაობის მინიმალური უნარ-ჩვევები. გარდა ამისა, სახელმძღვანელო დაეხმარება ყველას, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით არის დაინტერესებული.

 

 

image-1
ა. კობიაშვილი

მონაცემთა დამუშავების ენები (Oracle SQL)

უაკ: 800.8:681.3

სახელმძღვანელო მიზნად ისახავს Oracle SQL ენის ძირითადი DML, DDL, DჩL კომპონენტების შესწავლას. მასში განხილულია მონაცემთა ძირითადი ტიპები, რიცხვითი, სტრიქონული და თარიღის ტიპის ოპერაციები, მონაცემთა აგრეგირება, ცხრილების შეერთება, მონაცემთა წარმოდგენა იერარქიული სახით, ქვემოთხოვნების შედგენა, მონაცემთა განახლების ოპერაციები და მონაცემთა ბაზის ადმინისტრირების ზოგიერთი საშუალება. მასში ასევე გადმოცემულია მონაცემთა ბაზის აგების ძირითადი პრინციპები, მონაცემთა დამუშავების ენაზე გამოკითხვების შედგენის ძირითადი კონცეფციები და ტერმინოლოგია, ეფექტური გამოკითხვების კონსტრუირების გზები.
გამოცემა განკუთვნილია ინფორმატიკის პროგრამის სტუდენტებისათვის. წიგნი სასარგებლო იქნება როგორც თეორიული საკითხების გაცნობისა და ათვისებისათვის, ისე პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით პრაქტიკულ დავალებას სავარჯიშოების სახით.

 

 

 

image-1
ლ. კლიმიაშვილი, დ. გურგენიძე, ა. ჩიქოვანი

ცემენტები, ტექნიკური მოთხოვნები.
გამოცდის მეთოდები ევროპულ სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობით

უაკ: 666.994(075.8)

სახელმძღვანელოში განხილულია საქართველოს, ევროპული და რუსეთის სტანდარტებისა და სამშენებლო ნორმების ძირითადი დებულებები, რომლებიც ეხება ცემენტებისადმი წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს, მათი გამოცდის მეთოდებს. აქვეა ამ მოთხოვნებისა და მეთოდების შედარებითი ანალიზი, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ მასალის ხარისხი. მოცემულია ძირითადი დებულებების განმარტებები, ნორმატიული დოკუმენტების ჩამონათვალი.
წიგნი განკუთვნილია მაგისტრანტებისათვის „სამშენებლო ნორმების საფუძვლების“ კურსის შესასწავლად, გამოადგებათ სამშენებლო დარგის სპეციალისტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ აიმაღლონ ცოდნა ევროპულ ნორმატიულ სამშენებლო დოკუმენტაციაში.

 

 

image-1
გ. დურგლიშვილი

მიწისქვეშა ჰიდრომექანიკის თეორიული და პრაქტიკული საწყისები

უაკ: 532

სახელმძღვანელოში განხილულია შემდეგი საკითხები: სითხეებისა და გაზების ფილტრაცია, დარსის კანონი და მისი მოქმედების საზღვრები, უკუმშველი სითხეების ერთგანზომილებიანი ფილტრაცია წყალწნევითი რეჟიმის პირობებში, სითხის ბრტყელი დამყარებული ფილტრაცია, ჭაბურღილების ინტერფერენცია, ეკვივალენტური ფილტრაციული წინააღმდეგობის მეთოდი, ჭაბურღილის ჰიდროდინამიკური არასრულყოფილების გავლენა დებიტზე, სითხის უდაწნეო ფილტრაცია ფოროვან გარემოში, უწყლო ნავთობის მოპოვება იზოტროპული ფენიდან, სითხის ფილტრაცია არაერთგვაროვანი შეღწევადობის ფენაში, კუმშვადი სითხეებისა და გაზების დამყარებული ფილტრაცია, ჭაბურღილის გამოკვლევა სითხის მოდენის დამყარებულ და არადამყარებულ რეჟიმში.
თითოეულ თეორიულ საკითხზე მოცემულია ამოცანები და მათი ამოხსნის თანამიმდევრობა.
სახელმძღვანელოში განხილული ამოცანები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნავთობისა და გაზის საბადოს დამუშავების დაპროექტებისას, ასევე დიდ დახმარებას გაუწევს ნავთობ გაზმომპოვებელ მრეწველობაში დასაქმებულ სპეციალისტებს.

 

 

image-1
ზ. სიმონგულაშვილი, ნ. წერეთელი

ფეროშენადნობები

უაკ: 669.168

წიგნში ახალი სასწავლო გეგმის შესაბამისად გადმოცემულია ელექტროთერმული პროცესებით ფეროშენადნობების მიღების თეორიული და პრაქტიკული საკითხები. განხილულია ელემენტებისა და მათი ნაერთების თვისებები, ლითონური და ოქსიდური სისტემების მდგომარეობის დიაგრამები, ოქსიდების აღდგენის კარბოთერმული და ლითონთერმული რეაქციების თერმოდინამიკა და კინეტიკა. მოყვანილია ფეროშენადნობების მიღების თანამედროვე პროცესების კლასიფიკაცია და მათი სტანდარტიზაციის პრინციპები. აღწერილია სხვადასხვა დიდი და მცირე, ფეროშენადნობისა და ტექნიკურად სუფთა ლითონების გამოდნობის ტექნოლოგიები მძლავრ და საშუალო სიმძლავრის დახურულ მადანაღმდგენელ ღუმლებში.
მოცემულია ფეროშენადნობთა წარმოებაში გამოყენებული ნედლი მასალების და აღმდგენლების დახასიათება და მათი ხარისხის შეფასების კრიტერიუმები, შენადნობების მიღების ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები და წარმოების ეფექტურობის გაზრდის ძირითადი მიმართულებები. ნაშრომში დიდი ყურადღება ეთმობა უკანასკნელ წლებში ავტორთა მიერ ჩატარებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რომლებიც ეხება ფეროშენადნობებში წამყვანი ელემენტების სასარგებლო გამოყენების გაზრდას და დნობის პროცესების ოპტიმიზაციას.
სახელმძღვანელო განკუთვნილია მეტალურგიის სპეციალობის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოადგეს ამ დარგში მომუშავე საინჟინრო-ტექნიკურ და სამეცნიერო პერსონალს.