უაკ: 577.4:62
ლექციების კურსი აგებულია უნივერსიტეტის სასწავლო დისციპლინის–„საინჟინრო ეკოლოგიის ზოგადი კურსი“, საუნივერსიტეტო პროგრამის შესაბამისად. აღნიშნული კურსი განიხილავს თანამედროვე პირობებში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს, რომლებიც უკავშირდება სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტრანსპორტის, კერძოდ: საავტომობილო, სარკინიგზო, საავიაციო ძრავების გამონაბოლქვი ტოქსიკური მინარევების ატმოსფეროში დასაშვები კონცეფციის მექანიზმებს, ატმოსფეროს გაჭუჭყიანების შემცირების ღონისძიებებს, ეკოლოგიური უსაფრთხოების თანამედროვე ასპექტებს.
უაკ: 62-5
სახელმძღვანელოში მოცემულია მთავარი ცნობები მრავალმომხმარებლიანი ოპერაციული სისტემა LINUX - ის ორგანიზების პრინციპებისა და ფუნქციონირების შესახებ. განიხილება ფაილური სისტემის სტრუქტურა, დამუშავების ფუნქციები და მონაცემთა მართვა, ასევე ბრძანების ფაილების შექმნა და შესრულება. ხდება LINUX - ის გარე მოწყობილობებთან ურთიერთქმედების პრინციპებისა და სისტემური და ინსტალაციური დისკოების ჩამოყალიბების შესწავლა. შეისწავლება როგორც პროცესების შესრულების მრავალამოცანიანი რეჟიმი, ისე მომხმარებლური და პროგრამული ოპერაციული სისტემის ინტერფეისი. პრაქტიკული შესწავლა სისტემის ფუნქციური განსაკუთრებულობისა ნაჩვენებია მონაცემთა დამუშავების მარტივი და რთული ბრძანებების ჩამოყალიბების მაგალითებით. მოცემულია სამუშაოების შესრულების მეთოდიკა და თანამიმდევრობა. წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ასევე ოპერაციული სისტემა LINUX - ით დაინტერესებული ყველა პირისთვის.
უაკ: 621.9.02
სახელმძღვანელოში აღწერილია მჭრელი იარაღის დამზადების პროცესები, როგორც ინდივიდუალური (ცალობით), ისე სერიული წარმოების პირობებში. განხილულია იარაღის წარმოების ტიპობრივი ტექნოლოგია და მოცემულია გაანგარიშების მეთოდიკა კომპლექსური ტექნოლოგიური პროცესების შესამუშავებლად, რომელიც მოიცავს ნამზადის მიღების, მისი დამუშავებისა და აწყობის პროცესებს. წიგნში აღწერილია, როგორც ჩვენი, ისე საზღვარგარეთის მეცნიერების გამოცდილება; სისტემატიზებული და განზოგადებულია მასალები ავტორებისა, რომლებიც მიღებულია თეორიული და ექსპერიმენტული კვლევების შედეგად. სასწავლო პროგრამის შეზღუდული პირობებიდან გამომდინარე, სახელმძღვანელოში ყურადღება ძირითად ნაწილზეა გამახვილებული. ნათქვამის გათვალისწინებით ისინი ასეთი თანამიმდევრობითაა მოცემული: იარაღის დაპროექტების საფუძვლები, ნამზადის შერჩევა და დამუშავების მეთოდები; მექანიკური დამუშავება მასთან დაკავშირებული საჭირო მასალით; იარაღების დამზადების სამარშრუტო და უნიფიცირებული ტექნოლოგია. თვალსაჩინოებისათვის მოყვანილია საჭრისების, ბურღების, ზენკერების, ფრეზების, საწელავებისა და სხვა ხშირად გამოყენებული იარაღების დამზადების საწარმოო პროცესები. სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუ-ის მექანიკის ინჟინერიის ბაკალავრებისა და მონათესავე სპეციალობების სტუდენტებისათვის.
უაკ: 550.8.02:658.382.3
სახელმძღვანელოში წარმოდგენილია შრომის კანონმდებლობის, შრომის უსაფრთხოების სამედიცინო-ბიოლოგიური და სანიტარიულ-ჰიგიენური საფუძვლები, საწარმოებში შრომის პირობების გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა სისტემა, განხილულია შრომის ფსიქოლოგიისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის შრომისდაცვითი ასპექტები, მავნე ფაქტორების მახასიათებლები და მათგან დაცვის საშუალებები, გეოლოგიური პროფილის საწარმოების საჰაერო გარემო და ვენტილაცია, სამედიცინო-სანიტარიული და საკომპენსაციო პროფილაქტიკა, საწარმოო ტრავმატიზმი, ელექტროუსაფრთხოების საფუძვლები, მოწყობილობების, ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და დამხმარე სამუშაოების წარმართვის უსაფრთხოება, გეოლოგიურ საწარმოებში მიმდინარე სხვადასხვა სახის სპეციალური სამუშაოების უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები, აგრეთვე სახანძრო უსაფრთხოების საფუძვლები. ნაშრომი გათვალისწინებულია ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის „გეოლოგიის“ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსწავლე ბაკალავრებისათვის.
სახელმძღვანელოში განხილულია პროექტების მართვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სისტემა Ms Project. მისი ინტერფეისი, ძირითადი პარამეტრები, შემადგენელი ელემენტები, პროექტის დაგეგმვის პროცედურა, ამოცანების და რესურსების შედგენის, შესრულების და მართვის საკითხები, კრიტიკული გზების და საბაზისო გეგმის შედგენის, რისკის დონეები და მათი დადგენის მეთოდები.სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, პრაქტიკოსი სპეციალისტებისა და იმ მკითხველებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან პროექტის მართვის საკითხებით.
უაკ: 339.15
სახელმძღვანელო ეძღვნება თანამედროვე ბიზნესპროცესების მართვის ამოცანებში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას. ნაშრომი შეიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. თეორიულ ნაწილში განმარტებულია ბიზნესის და მარკეტინგის, როგორც ბიზნესის წარმართვის ეფექტური ინსტრუმენტის ძირითადი ცნებები და კონცეფციები. აღწერილია მათემატიკური მეთოდები და მოდელები ბიზნესისა და მარკეტინგის ამოცანებისათვის. პრაქტიკული ნაწილი მოიცავს აღწერილი მათემატიკური მეთოდებისა და მოდელების შესაბამისი კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტას MS Excel-ში. სახელმძღვანელო განკუთვნილია ტექნიკური და ეკონონომიკური უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.
უაკ: 624
სახელმძღვანელო „სამშენებლო მასალათმცოდნეობა“ გამოდის ორ წიგნად. პირველ წიგნში მოცემულია სამშენებლო მასალათმცოდნეობის მეცნიერული საფუძვლები, გამოყენებითი ხასიათის მონაცემებთან კავშირში, როგორიცაა საშენი მასალების წარმოების ტექნოლოგია. თეორიული საკითხები გადმოცემულია ფუნდამენტურ მეცნიერებებზე (ფიზიკა, ქიმია, მექანიკა) დაყრდნობით. პირველ წიგნში განხილულია მერქანი და მერქნისაგან დამზადებული მასალები, ბუნებრივი ქანები და ქვის საშენი მასალები, კერამიკული მასალები და ნაკეთობები, შემკვრელი ნივთიერებები. მათი დამზადების ტექნოლოგია და გამოყენების სპეციფიკა. მეორე წიგნში განიხილება ბეტონი, ბეტონის კლასიფიკაცია, რკინაბეტონის ნაკეთობები და ახალი თანამედროვე სამშენებლო მასალები. სახელმძღვანელოს შინაარსი აგებულია კურსის პროგრამით და მიღებული კლასიფიკაციით. თითოეული თავი აერთიანებს მასალების განსაზღვრულ ჯგუფს, რაც საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ მათი თვისებების ჩამოყალიბების საერთო კანონზომიერებები და ფიზიკურ-ტექნიკური პარამეტრები. სახელმძღვანელოში მოცემულია დარგის განვითარების ძირითადი მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საშენი მასალების ეფექტურობის და ხარისხის უზრუნველყოფის, მრეწველობის ნარჩენების გამოყენებას, ახალი მასალებისა და ტექნოლოგიების, შრომითი და სათბობ-ენერგეტიკული რესურსების ყაირათიანი ხარჯვის საკითხებს. განკუთვნილია სტუ-ის სტუდენტებისათვის.
უაკ: 664.0.66.02
სახელმძღვანელოში განხილულია საკვები პროდუქტების წარმოების და სიცივის მიღების ტექნოლოგიური პროცესების და შესაბამისი მანქანა-აპარატების მუშაობის თეორიული საფუძვლები, ტექნოლოგიური პროცესებისა და აპარატების გაანგარიშების მეთოდები. სახელმძღვანელო განკუთვნილია „კვების ინდუსტრიის იჟინერიის და ტექნოლოგიის“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოიყენონ აღნიშნული სპეციალობის მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებმა, აგრეთვე კვებისა და სამაცივრო საწარმოებთან დაკავშირებულმა ინჟინერ-ტექნიკურმა პერსონალმა. სახელმძღვანელო მთლიანად გადამუშავებული და არსებითად შევსებულია. მეორე გამოცემაში გასწორებულია შემჩნეული უზუსტობანი.
უაკ: 72
ამ საგნისათვის გამოყოფილი სალექციო-პრაქტიკულ-საკურსო მეცადინეობისათვის ცხრილით დაშვებულია საათების შეზღუდული რაოდენობა. ამის გათვალისწინებით, წარმოდგენილ სახელმძღვანელოში შეტანილია ქალაქთმშენებლობის შეზღუდული, მაგრამ ისეთი უმთავრესი საკითხები, რომელთა ნაწილი სტუდენტებს წაეკითხებათ ლექციებზე, ნაწილი კი დამოუკიდებელი შესწავლისათვისაა გამიზნული. ეს სახელმძღვანელო გამოადგებათ არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებსაც, მიუხედავად იმისა, რომ მათი სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს ქალაქთდაგეგმარების სპეციალურ საგნებსაც, რადგან, ჯერ ერთი, წინამდებარე სახელმძღვანელოში შეტანილია მთიანი ქვეყნის ეკონომიკური რაიონისა და ქალაქთდაგეგმარების რიგი ისეთი საკითხებისა, რომლებიც არ არის გაშუქებული, აქამდე ცნობილ, არც ერთ სახელმძღვანელოში და, ამის გამო, ის მეთოდურ დახმარებას გაუწევს პრაქტიკოს არქიტექტორებსაც. მეორე იმიტომაც, რომ აქ მოკლედაა წარმოდგენილი ქალაქთმშენებლობის უმთავრესი საკითხები ანუ სტუდენტის ყურადღების კონცენტრაცია მოხდება მთავარზე და არა წვრილმან დეტალებზე. მესამე იმიტომაც, რომ აქ წარმოდგენილია შენობის ტერიტორიასთან ჰორიზონტალური და ვერტიკალური მისადაგების ის მეთოდები, რომელსაც ვერ შეხვდება სხვა სახელმძღვანელოში, თუმცა საჭიროა ნებისმიერი გენერალური გეგმის დამუშავებისას და, ამდენად, გამოადგებათ ხუროთმოძღვრების შემსწავლელ ყველა სპეციალობის სტუდენტს საწყის ეტაპზე. სახელმძღვანელო შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი დათმობილი აქვს რაიონული დაგეგმარების უმთავრეს საკითხებს. მეორე ნაწილი ეძღვნება ქალაქთდაგეგმარების თანამედროვე პრაქტიკას, მოდელებსა და მეთოდებს, მათ შორის მთიანი ქვეყნის მიწის ფონდის რაციონალურ-კომპლექსური ათვისებისა და მთის კონკურენტუნარიანი (ბარის ანალოგებთან შედარებით) ხუროთმოძღვრების სტრატეგიის კონცეფციას. სახელმძღვანელო განკუთვნილია, ძირითადად, სამშენებლო სპეციალობის სტუდენტებისათვის, რომლებსაც ეკითხებათ საგანი – „შენობათა არქიტექტურა და ქალაქთმშენებლობა“. ავტორი გულისყურით განიხილავს სპეციალისტის ყოველგვარ გამოხმაურებას, ვინც ნებისმიერი ფორმით გამოხატავს თავის აზრს და წინასწარმადლობას მოახსენებს განხილვის აქტიურ მონაწილეს.