უაკ: 54
კრებულში მასალა შეტანილია ზოგადი ქიმიის სწავლების არსებული სილაბუსის მიხედვით და ძირითადად განკუთვნილია სტუდენტთა ელექტრონული სწავლებისათვის, თუმცა მისი გამოყენება შესაძლებელია სწავლების ნებისმიერ ფორმატში.
ლაბორატორიული სამუშაოების ვირტუალურად ჩატარებისას სტუდენტი შეძლებს ვირტუალურად დააკვირდეს სხვადასხვა ქიმიური პროცესის მიმდინარეობას, გაეცნოს საძიებო კითხვას, ჩამოაყალიბოს ჰიპოთეზა, გაეცნოს ექსპერიმენტული სამუშაოს უსაფრთხოებას, ჩაატაროს ექსპერიმენტი, შეაგროვოს და გააანალიზოს მონაცემები ააგოს შესაბამისი გრაფიკები და გააკეთოს სათანადო დასკვნები. წარმოდგენილი ნაშრომი მოიცავს 11 სამუშაოს. პირველ სამუშაოში მოცემულია ქიმიური აღჭურვილობის აღწერა და შესაბამისი დავალება. მეორე და მესამე სამუშაო ეთმობა ექსპერიმენტულ ამოცანებს. დანარჩენი ლაბორატორიული სამუშაოები ექსპერიმენტულია და მოიცავს საკითხებს: ქიმიური ბმა და ელექტროგამტარობა, კომპლექსური ნაერთები, ქიმიური რეაქციის სიჩქარეზე მოქმედი ფაქტორები, ქიმიური წონასწორობის გადანაცვლება, იონური რეაქცები ხსნარებში, მარილთა ჰიდროლიზი, ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები და სხვა.
,,ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების კრებული ზოგად ქიმიაში“ სხვა სასწავლო-მეთოდურ ლიტერატურასთან კომპლექტში დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს პროგრამული მასალის უკეთ ათვისებაში.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არაქიმიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. ნაშრომი საშუალებას მისცემს სტუდენტებს ქიმიური ექსპერიმენტები ჩაატარონ სწავლების ერთ-ერთი გავრცელებული - ვირტუალური მეთოდით. კრებული შედგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტში შექმნილი ვირტუალური სამუშაოების ბაზაზე.
Workbook "Laboratory Works in General Chemistry" is intended for students of the non-chemical faculty of the Georgian Technical University, which is filled in by the student in the form of a documentary material.
The paper is interesting both from an experimental and practical point of view and envisages the performance of quantitative calculations based on the experiment, includes relevant theoretical material, is rich in visual material.
Through the workbook, the student will be able to get acquainted with the safety of experimental work, characterize the conducted experiment, formulate a search question and hypothesis, collect data, analyze data, build appropriate graphs and make appropriate conclusions.
The paper serves and promotes the development of the following skills: Demonstrate knowledge, understanding and application of the issue; Read and organize data; Data transfer from one type to another (read-fill-out-build tables, graphs, charts); Analyze and evaluate data; Establishing cause-and-effect relationships; Problem solving.
The workbook includes 11 works. The first work provides a description of the chemical equipment and the corresponding assignment. The other 10 laboratory works are experimental.
The use of the student workbook " Laboratory work in general chemistry" will be effective in both distance and hybrid and face-to-face teaching and will be of great help to students to better master the experimental material. "laboratory work in general chemistry" in combination with other teaching-methodological literature will help students to better master the program material. It can be used at secondary schools and a high schools as well.
სტუდენტის რვეული საინტერესოა როგორც ექსპერიმენტული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით და ითვალისწინებს ექსპერიმენტის საფუძველზე რაოდენობრივი გამოთვლების შესრულებას, მოიცავს შესაბამის თეორიულ მასალას, მდიდარია ვიზუალური მასალით. სამუშაო რვეულის საშუალებით სტუდენტი შეძლებს გაეცნოს ექსპერიმენტული სამუშაოს უსაფრთხოებას, დაახასიათოს ჩატარებული ექსპერიმენტი, ჩამოაყალიბოს საძიებო კითხვა და ჰიპოთეზა, შეაგროვოს და გააანალიზოს მონაცემები ააგოს შესაბამისი გრაფიკები და გააკეთოს სათანადო დასკვნები.
ნაშრომი ემსახურება და ხელს უწყობს შემდეგი უნარების განვითარებას: საკითხის ცოდნის, გაგების და გამოყენების დემონსტრირება; მონაცემების წაკითხვა და ორგანიზება; მონაცემების გადაყვანა ერთი სახიდან მეორეში (ცხრილების, გრაფიკების, სქემების წაკითხვა-შევსება-აგება), მონაცემების ანალიზი და შეფასება; მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა; პრობლემის გადაჭრა.
სამუშაო რვეული მოიცავს 11 სამუშაოს. პირველ სამუშაოში აღწერილია ქიმიური აღჭურვილობა და მოცემულია შესაბამისი დავალება. დანარჩენი 10 ლაბორატორიული სამუშაო ექსპერიმენტულია.
სტუდენტის რვეულის გამოყენება ეფექტური იქნება როგორც დისტანციური, ისე ჰიბრიდული და პირისპირ სწავლების დროს და დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს ჩატარებული ექსპერიმენტული მასალის უკეთ ათვისებაში.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არაქიმიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, რომელსაც შევსებული ფორმით სტუდენტი წარმოადგენს დოკუმენტური მასალის სახით.
უაკ: 621.5
სალექციო კურსში განხილულია სამაცივრო დანადგარის დაპროექტების სტანდარტები. დეტალურადაა აღწერილი სამაცივრო კამერების სამშენებლო-საიზოლაციო კონსტრუქციები, მოცემულია თბოიზოლაციის გაანგარიშება, სივრცითი დაგეგმარების პირობები, მაცივარი დანადგარის ძირითადი კვანძების: კომპრესორის, საორთქლებლის, კონდენსატორის და დამხმარე მოწყობილობების შერჩევის მეთოდიკა; სამაცივრო ციკლის შერჩევისა და გაანგარიშების საფუძვლები.
ნაშრომი განკუთვნილია საკვები პროდუქტების წარმოება-გადამუშავებისა და სამაცივრო მოწყობილობების საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. აგრეთვე შეიძლება გამოიყენონ ამავე პროგრამის შემსწავლელმა მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა.
უაკ: 622
მეთოდიკური მითითებები შედგენილია დისციპლინის - „წიაღისეულის მოპოვების პროცესების ავტომატიზაცია“ სასწავლო გეგმის (სილაბუსის) მიხედვით.
ნაშრომში დეტალურადაა აღწერილი სამთო მრეწველობაში გამოყენებული სასარ-გებლო წიაღისეულის კარიერული და მიწისქვეშა წესით მოპოვების პროცესების ავტომატური მართვის ხერხები, ცალკეული პროცესის ავტომატური მართვის საშუალებები. კერძოდ, მოცემულია კარიერული საბურღი დანადგარებისა და ექსკავატორების, ნახშირმომპოვებელი კომბაინების, ავტომატიზებული გვირაბგამყვანი კომპლექსებისა და საკონვეიერო ტრანსპორტის ავტომატური მართვის სტრუქტურული სქემები, საშახტო რკინიგზისა და ამწევი მანქანის ავტომატიზაციის აპარატურის განლაგების სქემები, წყალამოსაღვრელი დანადგარების მართვის აპარატურის, მთავარი და ადგილობრივი განიავების სავენტილატორო დანადგარების ავტომატიზაციის საშუალებების, შახტის ატმოსფეროში მეთანის კონცენტრაციის ავტომატური კონტროლის აპარატურის განლაგების სქემები და მათი მოქმედების პრინციპები.
თითოეული სამუშაოს ბოლოს მოცემულია საკონტროლო კითხვები, რაც დაეხმარება სტუდენტს მასალის უკეთ ათვისებასა და საგამოცდო ტესტირებისათვის მომზადებაში.
მეთოდიკური მითითებები განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო და გეოინჟინერიის სპეციალობის მაგისტრანტებისათვის.
უაკ: 615
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საკითხები ფარმაცევტული საქმიანობის ორგანიზაციის სალექციო და პრაქტიკული სამუშაოებისთვის. სახელმძღვანელოს თან ერთვის გამოყენებული ტერმინების განმარტებების ლექსიკონი, რომელშიც ასახულია ფარმაცევტული საქმიანობის სამართლებრივი წარმართვისთვის აუცილებელი მოთხოვნები.
წიგნი განკუთვნილია ფარმაცევტული სპეციალობის მაგისტრატურის, ბაკალავრიატის სტუდენტებისა და დარგის სპეციალისტებისთვის.