უაკ: 069:622
მეთოდიკური ნაშრომი შედგენილია პირველად. მნიშვნელოვანია სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგია-მინერალოგიის, მათი მადნების გენეტიკური და სტრუქტურულ-ტექსტურული თვისებების პრაქტიკული შესწავლის უზრუნველსაყოფად.
შავი, ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი მეტალური სასარგებლო წიაღისეულის და სამთამადნო, ქიმიური, კერამიკული, სამშენებლო, ენერგეტიკული და სხვა არამეტალური სასარგებლო წიაღისეულის მახასიათებელი ნიმუშების ფერადი ფოტოები ნაშრომში წარმოდგენილია მყარი სასარგებლო წიაღისეულის საბადოების კლასიფიკაციის კლასიკური სისტემის მიხედვით.
ნაშრომი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გეოლოგიის სპეციალობის სტუდენტების თეორიული და პრაქტიკული სწავლების პროცესში. ის ხელს შეუწყობს ლაბორატორიულ კვლევებს მეტალური და არამენტალური მადნების ნივთიერი და მინერალური შედგენილობის, ფიზიკურ-მექანიკური თვისებებისა და გამოყენების სფეროს განსაზღვრაში. შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქვეყნის მინერალური რესურსების პოტენციალის წარმოსაჩენად ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად.
წიგნი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. ის დააინტერესებს არა მარტო მადნიანი გეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს, არამედ პრაქტიკოს გეოლოგებსაც.
უაკ: 550.85
ნაშრომი „სტუდენტთა საველე-გეოლოგიური პარაქტიკის მეგზური (ბოლნისის მადნიანი რაიონი) შედგენილია იმ ცოდნის გასაღრმავებლად, რომელიც სტუდენტებს მიღებული აქვთ თეორიულ კურსში, ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებზე.
წიგნში აღწერილია წიაღისეულ საბადოებსა და მადანგამოვლინებებზე საველე დაკვირვებების ჩატარების და ფიქსირების სპეციალური მეთოდები.
საველე პრაქტიკის ჩასატარებლად შერჩეულია ბოლნისის მადნიანი რაიონის სხვადასხვა ტიპის მეტალური და არამეტალური საბადოები (მადანგამოვლინებები), მოცემულია შესაბამისი რუკები და ჭრილები. აღწერილია ათ საველე დღეზე გათვლილი 9 მარშრუტი, მათ შორის ერთი ორდღიანი მარშრუტის ჩატარება ღამის თევით, საველე ბანაკის მოწყობის თავისებურებების სწავლებით.
მარშრუტებში გათვალისწინებულია აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების დათვალიერება, მოცემულია მათი ფოტოები და არქიტექტურული სქემები.
გამოცემა გამოადგება არა მარტო მადნეულის გეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს, არამედ პრაქტიკოს გეოლოგებსაც.
უაკ: 620.16:551.576
სალექციო კურსში გადმოცემულია თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების ახალი მიმართულების განვითარების ძირითადი პრინციპები. კერძოდ, ის იწყება ამ ტექნოლოგიების ბაზისურ ოპერაციულ სისტემა ლინუქსთან „შელის“ ბრძანებებისა და ამ ოპერაციული სისტემით სხვადასხვა სერვერის გამართვის შესწავლით. კურსში ნათლადაა გადმოცემული კონკრეტული პრაქტიკული რეალიზაციები, რომელიც გრძელდება ღრუბლოვან და გრიდ ტექნოლოგიებში ფართოდ გამოყენებული ვირტუალიზაციის პროგრამული პლატფორმებისა და პროექტების მიმოხილვით. შემოთავაზებულია ოპერაციული სისტემის დონეზე ვირტუალიზაციის მატრიცის თვალსაჩინო მაგალითები. ასევე, განხილულია ვირტუალიზაციის სახეები. ამის შემდეგ სტუდენტი ეცნობა განაწილებული და პარალელური გამოთვლების პრინციპებს და სახეობებს. განხილულია უსაფრთხოების საკითხები ღრუბლოვან და გრიდ ტექნოლოგიებში მუშაობისას, ამოცანის აღწერის ენა JDL. სალექციო კურსში გაანალიზებულია დავალებების შესრულებისათვის აუცილებელი მოთხოვნების სპეციფიკა.
აღსანიშნავია, რომ სალექციო კურსი ისეა აგებული, რომ თეორიულ ნაწილთან ერთად შერწყმულია პრაქტიკული, კონკრეტული მაგალითები, რაც სტუდენტს საშუალებას მისცემს უფრო კარგად აღიქვას კურსში გადმოცემული საკითხები.
სალექციო კურსი განკუთვნილია საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების „კომპიუტერული ინჟინერია“ და „ინფორმატიკა“ სტუდენტებისათვის.
უაკ: 539.3:539.52:559.376
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილული ყველა ძირითადი საკითხი შეესაბამება დრეკადობის, პლასტიკურობისა და ცოცვადობის გამოყენებითი თეორიების მაგისტრატურისათვის ამჟამად მოქმედ ნუსხას (სილაბუსს).ნაშრომში გამახვილებულია ყურადღება ზოგადად რეალური მოვლენის მოდელირებისადმი და კერძოდ, მყარი დეფორმირებადი სხეულის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის მოდელირების სახეებისადმი: გეომეტრიული, ფიზიკური დატვირთვის და სხეულის სივრცეში დამაგრების მოდელებისადმი. სხეულის დაძაბულ-დეფორმირებულ მდგომარეობაზე ერთიანი წარმოდგენა იქმნება ამ მოდელების გათვალისწინებით დრეკადობის, პლასტიკურობისა და ცოცვადობოს თეორიების აღწერისას.ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 72.01
Представленные методические рекомендации адресованы студентам бакалавриата программы «архитектура», факультета архитектуры, урбанистики и дизайна, по дисциплине «Проектирование интерьера 3» для выполнения курсового проекта. Определены цели и задачи проектирования интерьеров детских дошкольных образовательных учреждений, дан алгоритм, который объясняет порядок выполнения проектных решений и правила технического оформления курсового проекта.
Представленные методические рекомендации адресованы студентам бакалавриата программы «архитектура», факультета архитектуры, урбанистики и дизайна, по дисциплине «проектирование интерьера 2» для выполнения курсового проекта. Определены цели и задачи проектирования, дан алгоритм, который объясняет порядок выполнения проектных решений и правила технического оформления курсового проекта.
უაკ: 519.53
სალექციო კურსში „ზომა და ალბათობა“ გადმოცემულია ზომის თეორიის ზოგადი პრინციპები. მოყვანილია ზომის თეორიისა და ალბათობის თეორიის ურთიერთკავშირი და ალბათობის თეორიისათვის მნიშვნელოვანი წინადადებები ჩამოყალიბებულია ზომის თეორიის ტერმინებით.გამოცემა განკუთვნილია მაგისტრატურის სწავლების ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის, ასევე წმინდა მათემატიკის მიმართულების სტუდენტებისათვის.
უაკ: 65.011.56
Основой разработки проектов реконструкции существующих или строительства новых объектов технического обслуживания автомобилей является расчёт их производственно-технических баз (ПТБ).
Настоящее методическое пособие, составленное по тематике практических занятий, представленное в силлабусе учебного курса «Проектирование объектов сухопутного транспорта», содержит методику расчёта производственно-технической базы объектов технического обслуживания (ТО) автомобилей, условные справочные материалы по пробегам и трудоёмкостям технических воздействий ТО и текущего ремонта (ТР) автомобилей, эксплуатируемых в типичных условиях и способствует развитию практических навыков расчёта ПТБ объектов ТО автомобилей.
Пособие расчитано для студентов обучающихся по просветительной программе бакалавриата «Транспорт».
უაკ: 338.1
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ლოგისტიკის არსი, ამოცანები, ფუნქციები, განვითარების ეტაპები, ასევე ლოგისტიკის ფუნქციური სფეროები: მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების, საწარმოო, სადისტრიბუციო, სასაწყობო, ნარჩენების რეალიზაციის, სატრანსპორტო, საინფორმაციო. გამოცემა განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისათვის.