image-1
მ. წიქარიშვილი, გ. მეტრეველი

მშენებლობის შეფასება

უაკ: 69.01

სალექციო კურსში განხილულია მშენებლობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად შედგენილი მეთოდოლოგია. ნაჩვენებია დაპროექტებიდან ექსპლუატაციის პერიოდში, ყველა ეტაპზე, განსახორციელებელი სამუშაოების ჩატარების სპეციფიკა და მოყვანილია შენობა-ნაგებობების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მეთოდოლოგია.

გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამა „მშენებლობის“ ბაკალავრებისთვის.

 

 

image-1


BOOK OF ABSTRACTS
DYNAMICS AND RECENT TRENDS OF VARY INDUSTRIES IN EU AND GEORGIA: ICTS ADOPTION IN SUPPLY CHAIN MANAGEMENT

უაკ:

 

 

image-1
ნ. ბუაჩიძე, მ. გეგეჭკორი

გამოყენებითი ინფორმატიკა
ლაბორატორიული სამუშაოები ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

უაკ: 004.9

დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს ქიმიური და ფარმაცევტული პროფილის შინაარსის 15 ლაბორატორიულ სამუშაოს, რომელთა პროგრამული რეალიზაცია სრულდება Microsoft Office-ის პროგრამული პროდუქტის - Excel-ის საფუძველზე.
ნაშრომში მოყვანილი და განხილული ამოცანები სტუდენტებს საშუალებას მისცემს დაეუფლონ ინფორმატიკის გამოყენების საფუძვლებს, რათა შეძლონ სპეციალიზაციის მიმართულებით დასმული ამოცანების კომპიუტერული გაანგარიშება, ანალიზი და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.
ლაბორატორიული სამუშაოები განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ი. გორგიძე, ნ. იაშვილი, თ. კაიშაური, თ. ლომინაძე, ქ. მახაშვილი, მ. მეძმარიაშვილი, ხ. უნგიაძე, მ. ხართიშვილი

საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან

უაკ: 008

ჩვენი უნივერსიტეტის საგამომცემლო სახლში კიდევ ერთ კარგ წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი - დაიწყო თემატური გამოცემები. თქვენ წინაშეა ამ სერიის პირველი წიგნი.
უდავოდ ჭეშმარიტებაა, რომ მეცნიერებისა და ტექნიკის ისტორიის სიღრმისეული დაუფლება უმნიშვნელოვანესია როგორც წარსულის შეფასების, ისე მომავლის გაუმჯობესების თვალსაზრისით. წარსულის გაანალიზებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვისაც.
ქართველთა საკუთარი პოტენციალი და, ასევე, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის შედეგად ნიჭი, შრომა და შემოქმედება მიმართული იყო თითოეული ეპოქის დამახასიათებელი აღმშენებლობისათვის.
არტეფაქტები მოწმობს, რომ ჩვენში უძველესი დროიდან მოიპოვებდნენ, გადაამუშავებდნენ და მიზნობრივადაც იყენებდნენ სპილენძსა და ოქროს, ხალიბების მიერ გამოდნობილი ფოლადი ლეგირებული იყო, ჰქონდა ბრწყინვალე თვისებები, ქვითხუროები მაღალ მთებზე აშენებდნენ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, იქმნებოდა კულტურის მატერიალური ძეგლები და შესანიშნავი საინჟინრო ნაგებობები.
ტექნიკური პროგრესის ახალ ერაში კი ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო მიღწევათა კვალდაკვალ იარა ისტორიის ძნელ გზებზე, შეიქმნა შესანიშნავი საინჟინრო სკოლა, რომლის წარმომადგენლებიც თვალსაჩინონი იყვნენ და არიან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოში საინჟინრო ტექნიკური უმაღლესი განათლებისა და მეცნიერული კვლევების ლიდერი, ევროპული ტიპის საგანმანათლებლო სამეცნიერო-სასწავლო ცენტრია. დღეს იგი ასევე არის ინფორმატიზაცის, ინფორმაციული სისტემების, საკომუნიკაციო არხების, ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის, ინფორმაციის მართვის ავტომატიზებული სისტემების სწავლების ლიდერი საქართველოში.
წიგნში დახასიათებულია ჩვენს ქვეყანაში ინფორმატიზაციის ეპოქის ყველა საფეხური. გადმოცემულია საქართველოში ავტომატიზაციისა და ხელსაწყოთმშენებლობის ორგანიზაციების, ასევე გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის დარგების შექმნის ისტორია.

ავტორ-შემდგენლები მადლიერებით მიიღებენ ყველა კონსტრუქციულ შენიშვნას, წინადადებას და გაითვალისწინებენ შემდგომ გამოცემებში.

 

 

image-1


მასალათა გამძლეობა
ლაბორატორიული პრაქტიკუმის ანგარიშის ჟ უ რ ნ ა ლ ი

უაკ: 539.3/.8

 

 

image-1
რ. გოგალაძე, ე. წვერავა

პროგრამა AutoCAD-ის თეორიული საფუძვლები საინჟინრო და სასწავლო-სამეცნიერო გრაფიკული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 76

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია საინჟინრო გრაფიკის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მასალა და პრაქტიკული სამუშაოების მაგალითები.
ნაშრომში წარმოდგენილია ზოგიერთი გრაფიკული ამოცანის გადაჭრის ინდივიდუალური ვერსიები, რომელთა მეთოდიკა დაფუძნებულია „AutoCAD“-ის პროგრამულ უზრუნველყოფასა და გარკვეულ ლოგიკურ მოქმედებებზე.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების სტუდენტებისათვის და იმ პედაგოგებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დამოუკიდებლად აითვისონ პროგრამა „AutoCAD“-ი, რომ გამოიყენონ ის როგორც საინჟინრო, ისე ნებისმიერი სხვა გრაფიკული გამოსახულების (სქემა, დიაგრამა და სხვ.) აგებისათვის.

 

 

image-1


დინამიკური ტუმბოების კონსტრუქციის შესწავლა და გამოცდა
ლაბორატორიული სამუშაოების ჟურნალი

უაკ: 621.65

 

 

image-1
დ. ნოზაძე

ახალი მასალები და ნანოტექნოლოგიები

უაკ: 620.3699

სალექციო კურსში განხილულია ახალი ნანომასალების შექმნის ისტორია, მათი მიღების ტექნოლოგიები, განმასხვავებელი თვისებები და გამოყენების სფეროები.
გამოცემა განკუთვნილია მასალათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრებისთვის. ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს ახალგაზრდა სპეციალისტებს.

 

 

image-1
ქ. მახაშვილი

ზოგადი ქიმია
ლაბორატორიული პრაქტიკუმი

უაკ: 54

დამხმარე სახელმძღვანელოში აღწერილია ქიმიის ლაბორატორიაში მუშაობისა და უსაფრთხოების წესები, გამოყენებული ხელსაწყოები, ქიმიური ჭურჭელი. სახელმძღვანელო შედგენილია შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის მიხედვით და შედგება 20 ლაბორატორიული სამუშაოსაგან. თითოეულს წინ უძღვის მოკლე თეორიული მასალა.
გამოცემა განკუთვნილია სტუდენტების, ლაბორანტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.