image-1
თ. მეგრელიძე, ზ. ჯაფარიძე, გ. გოლეთიანი, გ. გუგულაშვილი

სამრეწველო საწარმოთა დაპროექტება

უაკ: 664

სალექციო კურსში განხილულია საწარმოთა დაპროექტებისას გასათვალისწინებელი ძირითადი საკითხები, ტექნოლოგიურ ხაზში შემავალი მანქანების მუშაობის შეთანხმებულობა, მშენებლობის აუცილებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, დაპროექტების ტექნოლოგიური ნაწილი, სადაც მოცემულია დასაგეგმარებელი საწარმოს ტექნოლოგიური მოწყობილობის შერჩევისა და გაანგარიშების მაგალითები პურისა და ჩაის წარმოებებში, ტექნოლოგიური გაანგარიშების შედეგად შერჩეული მოწყობილობის საწარმოო საამქროებში ოპტიმალურად განლაგება, საწარმოს დაპროექტების სამშენებლო, სანიტარიულ-ტექნიკური, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის ღონისძიებანი, საწარმოს დაპროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური ნაწილი.
ნაშრომი განკუთვნილია კვების მრეწველობის მექანიკური და ტექნოლოგიური ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისა და კვების მრეწველობასთან დაკავშირებული ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის.

 

 

image-1
თ. მეგრელიძე, ზ. ჯაფარიძე, გ. გუგულაშვილი, გ. ბერუაშვილი, გ. გოლეთიანი, ე. სადაღაშვილი

სამრეწველო საწარმოთა საერთო დანიშნულების მოწყობილობები

უაკ: 621.86

სალექციო კურსში განხილულია სამრეწველო საწარმოთა მექანიზაციის მოწყობილობების ფუნქციური დანიშნულება, მათი ტექნოლოგიური და კინემატიკური გაანგარიშების თეორიული საფუძვლები.
ნაშრომი განკუთვნილია პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად საგანში „წარმოების მექანიზაციის საშუალებები“ მანქანათმშენებლობის დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოიყენონ, აგრეთვე, პროფესიული სწავლების სტუდენტებმა, მაგისტრანტებმა და ინჟინერ-ტექნიკურმა პერსონალმა.
თავები: 1, 8, 13 შესრულებულია თ. მეგრელიძის მიერ; 2, 9, 14 – ზ. ჯაფარიძის მიერ; 3, 10, 15 – გ. გუგულაშვილის მიერ; 4, 11 – გ. ბერუაშვილის მიერ; 5, 6 – გ. გოლეთიანის მიერ; 7, 12 – ე. სადაღაშვილის მიერ.

 

 

image
თ. მეგრელიძე, ზ. ჯაფარიძე, გ. გოლეთიანი, გ. გუგულაშვილი, გ. ბერუაშვილი, თ. ისაკაძე

სამაცივრო დანადგარების დაპროექტების საფუძვლები

უაკ: 621.565

სალექციო კურსში განხილულია სამაცივრო დანადგარის დასაპროექტებლად საჭირო საწყისი მონაცემები; აღწერილია მისი სამშენებლო-საიზოლაციო კონსტრუქციები და თბოიზოლაციის გაანგარიშება, სივრცითი დაგეგმარების პირობები; მაცივრისათვის კომპრესორის, საორთქლებლის, კონდენსატორის და დამხმარე მოწყობილობის შერჩევის მეთოდიკა; სამაცივრო დანადგარის სქემის შერჩევისა და დაპროექტების საფუძვლები.
ნაშრომი განკუთვნილია კვების მრეწველობის ინჟინერია და ტექნოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა „სამაცივრო დანადგარების, ჰაერის კონდიცირების და თბური ტუმბოების სისტემების“ ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის; ის გამოადგება ამავე პროგრამის შემსწავლელ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.
თავები: 1, 2, 15 შესრულებულია თ. მეგრელიძის მიერ; 3, 4 – ზ. ჯაფარიძის მიერ; 5, 6 – გ. გოლეთიანის მიერ; 7, 8, 14 – გ. გუგულაშვილის მიერ; 9, 10 – გ. ბერუაშვილის მიერ; 11, 12, 13 – თ. ისაკაძის მიერ.

 

 

image-1
თ. მეგრელიძე, გ. გოლეთიანი, გ. გუგულაშვილი, თ. ისაკაძე, გ. ბერუაშვილი

მაცივარი მანქანების თეორიული საფუძვლები

უაკ: 664

სალექციო კურსში მოცემულია მაცივარი მანქანების თერმოდინამიკური საფუძვლები. განხილულია თერმოდინამიკური სისტემა, შექცევადი და შეუქცევი პროცესები, კარნოს პირდაპირი და შექცევადი ციკლები, სიცივის მიღების თბოფიზიკური პრინციპები. აღწერილია ერთსაფეხურიანი, მრავალსაფეხურიანი და კასკადური მაცივარი მანქანების მუშაობის ციკლები. გაანალიზებულია კომპრესორიანი, აბსორბციული, აირის, ორთქლეჟექტორული მაცივარი მანქანების მუშაობის პრინციპი და მათში მიმდინარე თერმოდინამიკური პროცესები.
გამოცემა განკუთვნილია „სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ საგანმანათლებლო პროგრამა „სამაცივრო ტექნიკისა და ტექნოლოგიის“ სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
თ. მეგრელიძე, გ. გოლეთიანი, გ. გუგულაშვილი, თ. ისაკაძე, გ. ბერუაშვილი

მაცივარი მანქანების თბოგადამცემი აპარატები

უაკ: 621.57

სალექციო კურსში განხილულია სამაცივრო ტექნიკაში გამოყენებული მაცივარი მანქანების თანამედროვე თბოგადამცემი აპარატები. მოყვანილია მათი კონსტრუქციები შესაბამისი სქემებით. აღწერილია მათი კონსტრუქციული და საექსპლუატაციო თავისებურებანი. მოცემულია გაანგარიშებათა თეორიული საფუძვლები საჭირო ფორმულებით, ცხრილებით და დიაგრამებით.
გამოცემა განკუთვნილია სამაცივრო ტექნოლოგიისა და ტექნიკის პროფილის სპეციალობების მაგისტრანტებისათვის, აგრეთვე ამ დარგში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის.

 

 

image
თ. მეგრელიძე, რ. გახოკიძე, გ. გუგულაშვილი, ე. სადაღაშვილი, გ. გრძელიშვილი

კვების პროდუქტების თბოფიზიკური თვისებები სიცივით დამუშავების პროცესში

უაკ: 641.4.037

სალექციო კურსში მოცემულია კვების პროდუქტების სიცივით დამუშავებისა და შენახვის ძირითადი ხერხები და პრინციპები. განხილულია კვების პროდუქტების თბოფიზიკური თვისებები მათი სიცივით დამუშავების ყველა სტადიაზე: გაცივების, გადაცივების, გაყინვის, აგრეთვე, გაცივებულ ან გაყინულ მდგომარეობაში შენახვის პირობებში.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „საკვები პროდუქტების წარმოების პროცესების მართვის“ საგანმანათლებლო პროგრამა „სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image
ზ. ჯაფარიძე, თ. მეგრელიძე, გ. გოლეთიანი, გ. გუგულაშვილი, გ. ბერუაშვილი

კვების პროდუქტების დამფასოებელ-შემფუთავი ავტომატები

უაკ: 658.841.4:684.13

სალექციო კურსში აღწერილია კვების მრეწველობაში გამოყენებული ფხვიერი, პლასტიკური და ცალობითი პროდუქტების თანამედროვე დამფასოებელ-შემფუთავი ავტომატები. მოყვანილია მათი სტრუქტურული, კონსტრუქციული და კინემატიკური სქემები. მოცემულია გაანგარიშების თეორიული საფუძვლები.
გამოცემა განკუთვნილია კვების მრეწველობის პროფილის სპეციალობების მაგისტრანტებისათვის, აგრეთვე კვების მრეწველობის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის.

 

 

image
გ. გუგულაშვილი

მაცივარი მანქანები მაცივარი მანქანების როტაციული კომპრესორები

უაკ: 621.56/57

სალექციო კურსში განხილულია სამაცივრო ტექნიკაში გამოყენებული როტაციული ტიპის კომპრესიული მანქანები. მოცემულია როტაციული ფირფიტებიანი და სითხის რგოლიანი კომპრესორების მუშა პროცესის გაანგარიშების თერმოდინამიკური საფუძვლები და ძირითადი კონსტრუქციული თანაფარდობების დადგენა. წარმოდგენილია როტაციული კომპრესორების კონსტრუქციები, მათი მუშაობის თავისებურებანი. აღწერილია როტაციული კომპრესორების მუშაობაზე სხვადასხვა გეომეტრიული და ფიზიკურ-მექანიკური პარამეტრის გავლენა და მოცემულია მათი გაანგარიშების თანამიმდევრობა.
სალექციო კურსი განკუთვნილია სამაცივრო ტექნოლოგიისა და ტექნიკის პროფილის სპეციალობების ბაკალავრიატისა (სასწავლო კურსი „მაცივარი მანქანები“) და პროფესიული სწავლების (სასწავლო კურსი „სამაცივრო ტექნიკა“) სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოიყენონ მაგისტრანტებმა და სამაცივრო ტექნიკასთან დაკავშირებულმა ინჟინერ-ტექნიკურმა პერსონალმა.

 

 

 

image-1
ORGANIZING COMMITTEE

POWER OF GEOLOGY IS THE PRECONDITION FOR REGENERATION OF ECONOMICS

უაკ: 551.1/.4

The conference is dedicated to the 130th anniversary of Alexsandre Janelidze and Kalistrate Gabunia and 110th anniversary of Giorgi Zaridze and Ioseb Buachidze - famous Georgian geologists and public figures.