უაკ: 331.015.11
В лекционном курсе обсуждён и рассмотрен предмет эргономики, его основные на-правления - антропометрия, инженерная психология, физиология труда и гигиена труда. Цель курса - помочь учащимся научиться правильно осознать эргономику как научную дисциплину, полностью освоить учебные материалы и использовать их в практике (проектировании). Материал декций предназначен для факультета архитектуры, градостроительства и дизайна Грузинского технического университета - для студентов бакалавриата и магистратуры, которые в процессе учёбы изучают курс эргономики.
უაკ: 546:621.311
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ენერგოქიმიურ-ტექნოლოგიური სისტემების შექმნის ძირითადი პრინციპები; წარმოდგენილია ენერგოტექნოლოგიური კვანძის ძირითადი ელემენტების დანიშნულება და მათში მიმდინარე პროცესების თერმოდინამიკური ანალიზი. მოცემულია რეკომენდაციები საკურსო სამუშაოს შესასრულებლად და მოყვანილია ანგარიშები კონკრეტული თემების მაგალითზე.დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის არაორგანულ ნივთიერებათა და საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტების ტექნოლოგიის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. ნაშრომი დახმარებას გაუწევს ქიმიურ ტექნოლოგიაში გამოყენებულ ენერგოტექნოლოგიურ სისტემებზე მომუშავე სპეციალისტებს.
უაკ: 621.643.2:536.24
სალექციო კურსში მოცემულია თბური, გრიგალური და პულსაციური მილების თეორიის საფუძვლები, მათი ნაირსახეობების კონსტრუირების, დამზადებისა და გამოცდის ანალიზი. აღწერილია თითოეული მათგანის მუშაობის რესურსის გამოცდის შედეგები. მოყვანილია თბური, გრიგალური და პულსაციური მილების გამოყენებისა და დაპროექტებისათვის საჭირო მონაცემები. გამოცემა განკუთვნილია ენერგეტიკის (თბოენერგეტიკა), მანქანათმშენებლობის (სამაცივრო ტექნოლოგია და ტექნიკა) და სამშენებლო ინჟინერიის (თბო- და აირმომარაგება) სფეროს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 664
სალექციო კურსში განხილულია საწარმოთა დაპროექტებისას გასათვალისწინებელი ძირითადი საკითხები, ტექნოლოგიურ ხაზში შემავალი მანქანების მუშაობის შეთანხმებულობა, მშენებლობის აუცილებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, დაპროექტების ტექნოლოგიური ნაწილი, სადაც მოცემულია დასაგეგმარებელი საწარმოს ტექნოლოგიური მოწყობილობის შერჩევისა და გაანგარიშების მაგალითები პურისა და ჩაის წარმოებებში, ტექნოლოგიური გაანგარიშების შედეგად შერჩეული მოწყობილობის საწარმოო საამქროებში ოპტიმალურად განლაგება, საწარმოს დაპროექტების სამშენებლო, სანიტარიულ-ტექნიკური, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის ღონისძიებანი, საწარმოს დაპროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური ნაწილი.ნაშრომი განკუთვნილია კვების მრეწველობის მექანიკური და ტექნოლოგიური ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისა და კვების მრეწველობასთან დაკავშირებული ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის.
უაკ: 621.86
სალექციო კურსში განხილულია სამრეწველო საწარმოთა მექანიზაციის მოწყობილობების ფუნქციური დანიშნულება, მათი ტექნოლოგიური და კინემატიკური გაანგარიშების თეორიული საფუძვლები.ნაშრომი განკუთვნილია პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად საგანში „წარმოების მექანიზაციის საშუალებები“ მანქანათმშენებლობის დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოიყენონ, აგრეთვე, პროფესიული სწავლების სტუდენტებმა, მაგისტრანტებმა და ინჟინერ-ტექნიკურმა პერსონალმა.თავები: 1, 8, 13 შესრულებულია თ. მეგრელიძის მიერ; 2, 9, 14 – ზ. ჯაფარიძის მიერ; 3, 10, 15 – გ. გუგულაშვილის მიერ; 4, 11 – გ. ბერუაშვილის მიერ; 5, 6 – გ. გოლეთიანის მიერ; 7, 12 – ე. სადაღაშვილის მიერ.
უაკ: 621.565
სალექციო კურსში განხილულია სამაცივრო დანადგარის დასაპროექტებლად საჭირო საწყისი მონაცემები; აღწერილია მისი სამშენებლო-საიზოლაციო კონსტრუქციები და თბოიზოლაციის გაანგარიშება, სივრცითი დაგეგმარების პირობები; მაცივრისათვის კომპრესორის, საორთქლებლის, კონდენსატორის და დამხმარე მოწყობილობის შერჩევის მეთოდიკა; სამაცივრო დანადგარის სქემის შერჩევისა და დაპროექტების საფუძვლები. ნაშრომი განკუთვნილია კვების მრეწველობის ინჟინერია და ტექნოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა „სამაცივრო დანადგარების, ჰაერის კონდიცირების და თბური ტუმბოების სისტემების“ ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის; ის გამოადგება ამავე პროგრამის შემსწავლელ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. თავები: 1, 2, 15 შესრულებულია თ. მეგრელიძის მიერ; 3, 4 – ზ. ჯაფარიძის მიერ; 5, 6 – გ. გოლეთიანის მიერ; 7, 8, 14 – გ. გუგულაშვილის მიერ; 9, 10 – გ. ბერუაშვილის მიერ; 11, 12, 13 – თ. ისაკაძის მიერ.
სალექციო კურსში მოცემულია მაცივარი მანქანების თერმოდინამიკური საფუძვლები. განხილულია თერმოდინამიკური სისტემა, შექცევადი და შეუქცევი პროცესები, კარნოს პირდაპირი და შექცევადი ციკლები, სიცივის მიღების თბოფიზიკური პრინციპები. აღწერილია ერთსაფეხურიანი, მრავალსაფეხურიანი და კასკადური მაცივარი მანქანების მუშაობის ციკლები. გაანალიზებულია კომპრესორიანი, აბსორბციული, აირის, ორთქლეჟექტორული მაცივარი მანქანების მუშაობის პრინციპი და მათში მიმდინარე თერმოდინამიკური პროცესები.გამოცემა განკუთვნილია „სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ საგანმანათლებლო პროგრამა „სამაცივრო ტექნიკისა და ტექნოლოგიის“ სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 621.57
სალექციო კურსში განხილულია სამაცივრო ტექნიკაში გამოყენებული მაცივარი მანქანების თანამედროვე თბოგადამცემი აპარატები. მოყვანილია მათი კონსტრუქციები შესაბამისი სქემებით. აღწერილია მათი კონსტრუქციული და საექსპლუატაციო თავისებურებანი. მოცემულია გაანგარიშებათა თეორიული საფუძვლები საჭირო ფორმულებით, ცხრილებით და დიაგრამებით.გამოცემა განკუთვნილია სამაცივრო ტექნოლოგიისა და ტექნიკის პროფილის სპეციალობების მაგისტრანტებისათვის, აგრეთვე ამ დარგში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის.
უაკ: 641.4.037
სალექციო კურსში მოცემულია კვების პროდუქტების სიცივით დამუშავებისა და შენახვის ძირითადი ხერხები და პრინციპები. განხილულია კვების პროდუქტების თბოფიზიკური თვისებები მათი სიცივით დამუშავების ყველა სტადიაზე: გაცივების, გადაცივების, გაყინვის, აგრეთვე, გაცივებულ ან გაყინულ მდგომარეობაში შენახვის პირობებში. გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „საკვები პროდუქტების წარმოების პროცესების მართვის“ საგანმანათლებლო პროგრამა „სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.