უაკ: 528
სალექციო კურსში დეტალურადაა აღწერილი გეოდეზიური სამუშაოების როლი მიწათმოწყობის დროს. განხილულია მიწათმოწყობის სამუშაოების გეოდეზიური უზრუნველყოფისათვის საჭირო მაღალი ხარისხის გეგმურ-კარტოგრაფიული მასალების დამზადებისა და მიწათმოწყობის პროექტების ნატურაში გადატანის საკითხები. ნაშრომი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საინჟინრო გეოდეზიის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. ის დიდ დახმარებას გაუწევს ამ დარგში დასაქმებულ სპეციალისტებს.
უაკ: 519.21:681.3
სალექციო კურსის შესწავლის საგანია მიღებული ინფორმაციის დამუშავება – გარკვეულ თანამიმდევრულ მოქმედებათა ალგორითმების დახმარებით ერთი რაიმე საინფორმაციო ობიექტის შესახებ ინფორმაციის გარდაქმნის საფუძველზე სხვა საინფორმაციო ობიექტზე ინფორმაციის მიღება. დამუშავება არის ერთ-ერთი ძირითადი ოპერაცია ინფორმაციებზე და ემსახურება რეალობის ადეკვატური მმართველობითი გადაწყვეტილების მიღებას. დასახული მიზნის მიღწევისათვის წინამდებარე სალექციო კურსის შესწავლის ძირითადი საგანია ალბათობის თეორიის იმ ელემენტების, მათი თვისებებისა და მათზე მოქმედებების შესწავლა, რომლებიც საშუალებას იძლევიან ბაიესის ქსელის გამოყენებით გადაწყდეს მრავალი ფინანსური და სხვა პრაქტიკული ამოცანა. ყოველ თეორიულ მსჯელობას თან ახლავს პრაქტიკული მაგალითები და სავარჯიშოები, რომელთა ამოხსნები უფრო განამტკიცებს მიღებულ თეორიულ ცოდნას. სალექციო კურსი სასარგებლო იქნება სტუდენტებისთვის და ინფორმატიკის პრობლემებით დაინტერესებული ყველა პირისთვის.
უაკ: 721.011.8
სალექციო კურსის ათვისება სტუდენტს შესძენს მარტივი გეგმარებითი სტრუქტურის მქონე საცხოვრებლის ინტერიერის დაგეგმარების თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. მას ჩამოუყალიბდება შემოქმედებითი აზროვნება და წარმოსახვა. გამოცემა განკუთვნილია პროგრამა „არქიტექტურის“ ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 577.4
სალექციო კურსი „უნარჩენო ტექნოლოგიის საფუძვლები“ მოიცავს უნარჩენო და მცირენარჩენიანი წარმოების არსს, მისი განვითარების ეტაპებს, აგრეთვე წარმოების ნარჩენების კლასიფიკაციას, მყარი ნარჩენების გადამუშავების მეთოდებს. განხილულია წარმოების სხვადასხვა დარგის საწარმოთა მყარი ნარჩენებისგან ნივთიერებათა რეკუპერაციის ტექნოლოგიური პროცესები. სალექციო კურსი განკუთვნილია გარემოს დაცვის ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 389.351.822
В книге рассматриваются вопросы, связанные с осуществлением технических измерений, обеспечением единства измерений и требований законодательной метрологии и используются, в основном, по отношению к измерениям по качеству, испытанию и контролю в целом. Качество измерений понятие более широкое, чем точность измерений. Оно характеризует совокупность свойств средств измерений (СИ), обеспечивающих получение в установленный срок результатов измерений с требуемыми точностью (размером допускаемых погрешностей), достоверностью, правильностью, сходимостью и воспроизводимостью. Курс лекции рассчитан для студентов, магистрантов и специалистов широкого профиля занимающихся вопросами количественного анализа в разных отраслях.
უაკ: 626/627
სალექციო კურსში განხილულია ჰიდროტექნიკურ მშენებლობათა განვითარების მოკლე ისტორიული საკითხები; მოცემულია აგროინჟინერიის საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული ძირითადი სასწავლო კურსების მოკლე მიმოხილვა; მიმოხილულია წყლის რესურსები, მათი გამოყენებისა და დაცვის საკითხები; განხილულია მორწყვითი, დაშრობითი და დამლაშებული ნიადაგების მელიორაციის საკითხები; ნიადაგის ეროზიის და მასთან ბრძოლის ღონისძიებები; ჩატარებულია საქართველოს ძირითადი ჰიდრომელიორაციული ობიექტების მოკლე მიმოხილვა; განხილულია სამდინარო და შიგასასისტემო ჰიდროტექნიკური ნაგებობები, ასევე ჰიდრომელიორაციული სისტემების ექსპლუატაციისა და ავტომატიზაციის საკითხები.სალექციო კურსი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერიგნის ფაკულტეტის აგროინჟინერიის სპეციალობის სტუდენტებისათვის და იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ჰიდროინჟინერიის, ჰიდროტექნიკური მელიორაციის, სასოფლო-სამეურნეო წყალმომარაგების, ჰიდროლოგიის განხრით.
უაკ: 621.65+621.51
В работе рассмотрены вопросы, связанные с эксплуатацией тех насосных и компрессорных установок, которые применяются в нефтяной и газовой промышленности. Представлены: классификация, область применения и принцип действия насосных и компрессорных установок, их технические показатели, а также вопросы выбора и регулирования установок.Курс лекций предназачен для студентов бакалавриата горно-геологического факультета Грузинского технического университета.
უაკ: 622.675
სალექციო კურსში გაშუქებულია ვერტიკალური გვირაბების მშენებლობის ტექნოლოგიური პროცესები. აღწერილია ჭაურის პირის გაყვანისა და გამაგრების ძირითადი პროცესები, მოცემულია ჭაურის აგების სქემები. ნაშრომში დიდი ადგილი აქვს დათმობილი ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს, სანგრევის განიავებას, ქანის დატვირთვას და მის განტვირთვას დღისეულ ზედაპირზე, წყალამოღვრას და მუდმივი სამაგრის ამოყვანის სამუშაოებს. ასევე განხილულია ჭაურების აგების თანამედროვე მოწყობილობები და კომპლექსები.ნაშრომში, გარდა ჭაურების მშენებლობის ძირითადი პროცესებისა, დეტალურად არის გადმოცემული ჭაურების რეკონსტრუქციის (ჩაღრმავების) ტექნოლოგიური პროცესები. აღწერილია ჭაურების რეკონსტრუქციის ზევიდან ქვევით და ქვევიდან ზევით ჩაღრმავების ხერხები, მათი თანმხლები პროცესები და თანამედროვე მოწყობილობათა კომპლექსები.ნაშრომი დიდად შეუწყობს ხელს სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტუდენტებს საგნის ცოდნისა და გაცნობიერების ამაღლებაში.
უაკ: 622.235
სალექციო კურსში მოცემულია ქანების აფეთქებით რღვევის წინააღმდეგობის საერთო შეფასება, ქანების ბურღვადობა; გაშუქებულია აფეთქების მოვლენის ფიზიკური არსი; გადმოცემულია ფეთქებად ნივთიერებათა დეტონაციის თეორიის საფუძვლები; აღწერილია ქიმიური ფეთქებადი ნივთიერებებისა და სამრეწველო ფეთქებადი ნივთიერებების ძირითადი მახასიათებლები და გამოყენების პირობები. განმარტებულია აფეთქებით ქანის დანგრევის მექანიზმი, ასაფეთქებელი სამუშაოების ხერხები და მეთოდები. აღნიშნული ნაშრომი დიდად შეუწყობს ხელს სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტუდენტებს საგნის ცოდნისა და გაცნობიერების ამაღლებაში.