უაკ: 641.4.037
სალექციო კურსში მოცემულია კვების პროდუქტების სიცივით დამუშავებისა და შენახვის ძირითადი ხერხები და პრინციპები. განხილულია კვების პროდუქტების თბოფიზიკური თვისებები მათი სიცივით დამუშავების ყველა სტადიაზე: გაცივების, გადაცივების, გაყინვის, აგრეთვე, გაცივებულ ან გაყინულ მდგომარეობაში შენახვის პირობებში. გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „საკვები პროდუქტების წარმოების პროცესების მართვის“ საგანმანათლებლო პროგრამა „სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 658.841.4:684.13
სალექციო კურსში აღწერილია კვების მრეწველობაში გამოყენებული ფხვიერი, პლასტიკური და ცალობითი პროდუქტების თანამედროვე დამფასოებელ-შემფუთავი ავტომატები. მოყვანილია მათი სტრუქტურული, კონსტრუქციული და კინემატიკური სქემები. მოცემულია გაანგარიშების თეორიული საფუძვლები. გამოცემა განკუთვნილია კვების მრეწველობის პროფილის სპეციალობების მაგისტრანტებისათვის, აგრეთვე კვების მრეწველობის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის.
უაკ: 621.56/57
სალექციო კურსში განხილულია სამაცივრო ტექნიკაში გამოყენებული როტაციული ტიპის კომპრესიული მანქანები. მოცემულია როტაციული ფირფიტებიანი და სითხის რგოლიანი კომპრესორების მუშა პროცესის გაანგარიშების თერმოდინამიკური საფუძვლები და ძირითადი კონსტრუქციული თანაფარდობების დადგენა. წარმოდგენილია როტაციული კომპრესორების კონსტრუქციები, მათი მუშაობის თავისებურებანი. აღწერილია როტაციული კომპრესორების მუშაობაზე სხვადასხვა გეომეტრიული და ფიზიკურ-მექანიკური პარამეტრის გავლენა და მოცემულია მათი გაანგარიშების თანამიმდევრობა. სალექციო კურსი განკუთვნილია სამაცივრო ტექნოლოგიისა და ტექნიკის პროფილის სპეციალობების ბაკალავრიატისა (სასწავლო კურსი „მაცივარი მანქანები“) და პროფესიული სწავლების (სასწავლო კურსი „სამაცივრო ტექნიკა“) სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოიყენონ მაგისტრანტებმა და სამაცივრო ტექნიკასთან დაკავშირებულმა ინჟინერ-ტექნიკურმა პერსონალმა.
უაკ: 551.1/.4
The conference is dedicated to the 130th anniversary of Alexsandre Janelidze and Kalistrate Gabunia and 110th anniversary of Giorgi Zaridze and Ioseb Buachidze - famous Georgian geologists and public figures.
უაკ: 711.14
სალექციო კურსში გაანალიზებულია ზოგადი მიწათმოქმედების მიზანი და ამოცანები, მისი განვითარების ეტაპები, მცენარის სასიცოცხლო ფაქტორები. განხილულია სარეველა მცენარეები, მათი კლასიფიკაცია და მათთან ბრძოლის ღონისძიებები. ჩამოყალიბებულია მინდვრად „თესლბრუნვა“, ნიადაგის „ძირითადი“ და „ზედაპირული“, ასევე „თესვისწინა“ და „თესვისშემდგომი“ დამუშავება, ნიადაგის „ეროზია“, მათი სახეები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. განმარტებულია „მიწათმოქმედების სისტემები“. სალექციო კურსი განკუთვნილია სოფლის მეურნეობის სპეციალობის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 33
სალექციო კურსში განხილულია მიკროეკონომიკის საკითხები პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით. ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და ეკონომიკის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის. Robert E. Hall, Marc Lieberman. Microeconomics: Principles and Applications წიგნის მიხედვით.
უაკ: 621.8
სალექციო კურსში განხილულია ჰაერის კონდიცირების ტექნოლოგიური საკითხები; აღწერილია ჰაერის მდგომარეობის დამახასიათებელი ძირითადი პარამეტრები და მათი ცვლილების შემთხვევები, კონდიცირების სისტემაში ჰაერის დამუშავების, ძირითადი და დამხმარე ელემენტების გაანგარიშების მეთოდები; ასევე განხილულია ცენტრალური და ადგილობრივი კონდიციონერების დაპროექტების საკითხები; მოყვანილია კომპიუტერული პროგრამები და ჰაერის კონდიცირების სისტემის დასაპროექტებლად მათი გამოყენების მეთოდები. სალექციო კურსი განკუთვნილია კვების ინდუსტრიის დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროგრამა „კვების ინჟინერიის“ სპეციალობის ბაკალავრებისათვის.
უაკ: 624.05
სალექციო კურსში აღწერილია სამშენებლო წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც განსაკუთრებით გამოიყენება უკანასკნელ ხანებში მშენებლობის მსოფლიო პრაქტიკაში. განხილულია ახალი მასალებისა და კონსტრუქციების გამოყენების, მათი მონტაჟის და ექსპლუატაციის გამარტივების საკითხები. წარმოდგენილია მშენებლობის სამომავლო ტექნოლოგიებიც, რომელთა რეალიზაცია სულ მალე განხორციელდება.სალექციო კურსი განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისა და სამშენებლო დარგის სპეციალისტებისათვის.