image-1
ნ. რატიანი

შრომის ფსიქოლოგია

უაკ: 615.851

სალექციო კურსში განხილულია შრომის ფსიქოლოგიის ზოგადი საფუძვლები, კვლევის მეთოდები, შრომისუნარიანობის განმსაზღვრელი ფაქტორები, საწარმოო შრომის პირობებში წარმოქმნილი გარემო ფიზიკური პარამეტრების გავლენა ადამიანის ფსიქოფიზიოლოგიურ შესაძლებლობებზე, შრომითი ქცევის თავისებურებები, პროფესიული ვარგისობის ფსიქოდიაგნოსტირების მეთოდები, მართვის სისტემებში ადამიანისა და მანქანის ფუნქციათა განაწილების პრინციპი, ადამიანი-ოპერატორის სანდოობა და შეცდომები, „ადამიანი-მანქანა“ სისტემის ძირითადი მახასიათებლები, პროფესიული სტრესის განვითარების სტადიები და ადაპტაციის ფაზები,მრეწველობაში არსებული მძიმე სამუშაო გარემო პირობების გავლენა ადამიანის ფსიქოფიზიოლოგიურ მახასიათებლებზე, დაღლილობის ფსიქოანალიზური თეორიები და შრომის ორგანიზაციის ძირითადი მოთხოვნები.
ასევე მოცემულია, ექსტრემალურ პირობებში ადამიანის მოქმედების თავისებურებები, ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების ფსიქოლოგიური გავლენა ადამიანზე, ექსპერიმენტული მუშაობის მეთოდიკა ოპერატორის ფსიქოფიზიოლოგიური ფაქტორების განსაზღვრისათვის.
სალექციო კურსი, განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის „საინჟინრო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების მართვის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის. იგი შედგენილია აღნიშნული საბაკალავრო პროგრამის შესაბამისი სილაბუსის მიხედვით.
ის დიდ დახმარებას გაუწევს შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს.

 

 

image-1
გ. ნაცვლიშვილი

სამრეწველო შენობების არქიტექტურული კონსტრუქციები

უაკ: 725.4

სალექციო კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტებს სამრეწველო შენობების არქიტექტურული კონსტრუქციები, ამ კონსტრუქციების ელემენტები და მათი შეერთების კვანძები. სალექციო კურსს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა, მოყვანილია სამრეწველო შენობების გეგმარებითი და კონსტრუქციული გადაწყვეტის მაგალითები.
სალექციო კურსი განკუთვნილია არქიტექტურისა და სამშენებლო ფაკულტეტების სტუდენტებისათვის.

 

 

 

image
გ. წულუკიძე

ავეჯის დიზაინი

უაკ: 72.03

წიგნში განხილულია ავეჯის დაპროექტების ძირითადი პრინციპები, წარმოშობის ისტორია, ეტაპები და სტილები. კურსის მიზანია სტუდენტს ასწავლოს სხვადასხვა დანიშნულების მქონე ინტერიერისთვის განკუთვნილი ავეჯის ინდივიდუალური და კომპლექსური დაპროექტება.
სალექციო კურსი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

 

 

image-1
გ. ძიძიგური

ორგანიზაციული მართვის ინფორმაციული ტექნოლოგიები

უაკ: 008

სალექციო კურსში განხილულია ორგანიზაციულ მართვასთან და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები, ორგანიზაციის სტრუქტურის შექმნისა და მართვის პრინციპები, გამოყენებითი ინფორმატიკის, ინფორმატიზაციის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების საშუალებით მმართველობითი ამოცანების გადაწყვეტის მეთოდები, ორგანიზაციის მართვის თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების შექმნისა და ფუნქციონირების საკითხები.
თითქმის ყველა სფეროს განვითარების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი არის თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების ფართო გამოყენება. საქმიანობის მნიშვნელოვან და ფართოდ გავრცელებულ სფეროს, სადაც ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება გადამწყვეტ როლს ასრულებს, წარმოადგენს მართვის სფერო. მართვის პროცესში ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად ძირეულად იცვლება მართვის ტექნოლოგია (გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, მათი შესრულების ორგანიზაცია და ა.შ.), მაღლდება მმართველობაში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და მოტივაცია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მართვისა და, შესაბამისად, საქმიანობის ეფექტიანობას.
ლექციების კურსი შექმნილია სასწავლო კურსისთვის, „ორგანიზაციული მართვის ინფორმაციული ტექნოლოგიები“ და შედეგად სტუდენტები გაეცნობიან მართვის პროცესების თეორიულ საკითხებს, ორგანიზაციის სტრუქტურების შექმნის პრინციპებსა და მახასიათებლებს, ინფორმაციას თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების შესახებ.

 

 

image-1
ლ. ბოჭორიშვილი, მ. თოფურია

საწარმოს ეკონომიკური ინფორმაციის დამუშავება და ფინანსური ანგარიშგების შედგენა
მეთოდური მითითებები საკურსო სამუშაოს შესასრულებლად

უაკ: 338.24

მეთოდური მითითება შედგენილია სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მიხედვით საგანში – „ენერგეტიკის ეკონომიკის ინფორმაციული მენეჯმენტი“. ნაშრომში თანამიმდევრულად არის ჩამოყალიბებული სამეურნეო აღრიცხვის სახეები და მათი მნიშვნელობა ენერგეტიკის ეკონომიკაში. მოცემულია აღრიცხვის ობიექტების კლასიფიკაცია, ფინანასური ანგარიშგების კონცეპტუალური საფუძვლები, სააღრიცხვო ციკლის ეტაპები და შედეგად მიღებული ფინანსური ანგარიშგება და მისი ანალიზი.
მასალა მოიცავს სამეურნეო აღრიცხვის, ანგარიშსწორების ურთიერთდაკავშირებულ საკითხებს. მასში განიხილება ანგარიშგების ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვის მეთოდები, მოცემულია მათი შედარება და განსხვავებები.
აღრიცხვის ინფორმაციული სისტემის ახსნისა და თანამიმდევრული აღწერის შემდეგ მოცემულია სტუდენტთათვის განკუთვნილი საკურსო სამუშაოს მასალა, დავალება, საჭირო ცხრილებისა და ფორმატების თანხლებით.
ნაშრომი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ენერგეტიკის მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის, გარდა ამისა, იგი სასარგებლო იქნება სხვა სპეციალობის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის.

 

 

image-1
Т. Чигогидзе

Проектирования интерьера 1

უაკ: 72.01

Лекционный курс „Проектирования интерьера 1“ даст студентам теоретические и прак­тические навыки проектирования жилого интерьера несложной планировочной струк­туры. А также даст возможность развиться творческому мышлению и воображению.

 

 

image-1
Т. Чигогидзе

Стили интерьера

უაკ: 72.01

После освоения лекционного курса „Стили в интерьере“ студент будет знать эпо­хальные, этнические и тематические стилистические тенденции интерьера зданий, их особенности и этапы развития. А также применение мебели и аксессуаров в соответствии с разными стилистическими решениями. Учебный курс даст возможность развиться твор­ческому мышлению и воображению.

 

 

image-1
Т. Чигогидзе

Текстиль и аксессуары в архитектурном дизайне

უაკ: 677-48:677.06

Лекционный курс „Текстиль и аксессуары в архитектурном дизайне“ поможет студентам освоить назначение, роль и место, а также методы и пути функционального и декоративного подбора текстиля и аксессуаров. Даст возможность развиться творческому мышлению и воображению.

 

 

image-1
მ. ოქროსაშვილი

ელექტრონულ-სხივური ტექნოლოგიები

უაკ: 621.9.048

სალექციო კურსში განხილულია ლითონებისა და შენადნობების ელექტრონული სხივით აორთქლებისა და ორთქლის ნაკადის შემდგომი კონდენსაციის გზით ნაკეთობის ზედაპირზე ლითონური და არალითონური დანაფარების მიღების ტექნოლოგიური პროცესები. ყურადღება გამახვილებულია ორთქლის მდგომარეობიდან ფაზათა წარმოქმნის მექანიზმებზე, აგრეთვე ძირითადი ტექნოლოგიური ფაქტორების გავლენა სტრუქტურის ჩამოყალიბების პირობებზე და ორთქლის ფაზიდან კონდენსირებული არაორგანული მასალების სტრუქტურისა და თვისებების ფორმირების პროცესებზე. გამოკვეთილია ელექტრონულ-სხივური ტექნოლოგიის გამოყენების ზოგიერთი ახალი მიმართულება.
ნაშრომი განკუთვნილია მასალათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს, აგრეთვე, ახალი მასალებისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ახალგაზრდა სპეციალისტებს.