image-1
ვ. ფირცხალავა, გ. მუხიაშვილი

კონსტრუქციები არქიტექტურაში II ნაწილი

უაკ: 721.021.22

სალექციო კურსში განხილულია სამოქალაქო შენობების ძირითადი არქიტექტურულ-კონსტრუქციული სისტემები და გეგმარებითი სქემები. დეტალურადაა გაანალიზებული მრავალსართულიანი და მაღლივი საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებში გამოყენებული კონსტრუქციული სისტემები, თანამედროვე საფასადე სისტემები და მასალები. განხორციელებული არქიტექტურული ობიექტების მაგალითებზე განხილულია ფასადისა და არქიტექტურულ-კონსტრუქციული ელემენტების მოწყობის კვანძები.
განკუთვნილია არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1


უახლესი ეკონომიკური ლექსიკონი

უაკ: 801.3

უახლესი ეკონომიკური ლექსიკონი შეიცავს 3000-ზე მეტ ტერმინს. მასში ფართოდ არის მოცემული ეკონომიკური, იურიდიული, ტექნიკური, ტექნოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური და სხვა სიტყვათა განმარტებები.
ლექსიკონი დახმარებას გაუწევს როგორც მეცნიერ-ეკონომისტებს, ისე პრაქტიკოსებს, ბაკალავრებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

 

 

image-1
შ. კელეპტრიშვილი

ზოგადი სტრატიგრაფია

უაკ: 551.7

სალექციო კურსში განხილულია სტრატიგრაფიის ადგილი სხვა გეოლოგიურ მეცნიერებებს შორის, მისი ისტორიის ძირითადი ეტაპები. სალექციო კურსი ეძღვნება  სტრატიგრაფიული მეთოდების პრაქტიკული გამოყენების საკითხებს, რომელიც დაფუძნებულია შრეებრივი ქანების შედგენილობაზე, მათ ფიზიკურ და ქიმიურ მახასიათებლებზე და მათში დაცული უძველესი ორგანიზმების ნაშთებზე. სპეციალური თავი ეძღვნება  სტრატიგრაფიაში დროის საერთო პრინციპებსა და პრობლემას. დეტალურადაა განხილული თეორიული საფუძვლები, თითოეული მეთოდის, მათ შორის თანამედროვე, პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები და მათი შეზღუდვები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სტრატიგრაფიის წამყვან მეთოდს – ბიოსტრატიგრაფიულს და შემთხვევებს, რომლებიც ართულებენ სტრატიგრაფიულ აგებებში პალეონტოლოგიური მასალის გამოყენებას. ცალკეული თავები ეძღვნება სტრატიგრაფიული დანაყოფების განხილვას, მისი კლასიფიკაციის საკითხებს და ტერმინოლოგიას.
სალექციო კურსი განკუთვნილია გეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის. სასარგებლო იქნება ასევე გეოლოგების ფართო წრისათვის, რომლებიც სწავლობენ შრეებრივ დასტებს.

 

 

image
ნ. იმნაძე

არქიტექტურის თეორია და პრაქტიკა, კვლევა-განზოგადება

უაკ: 72

სალექციო კურსში  განხილულია არქიტექტურის თეორია და მისი ინტერპრეტაციის პრაქტიკა, თანამედროვე არქიტექტურის ძირითადი კონცეფციები და ამა თუ იმ თეორიული მიდგომის გამოყენების შესაძლებლობა კონკრეტული ობიექტის ანალიზისას. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული არქიტექტურული შემოქმედების ფსიქოლოგიურ და სოციალურ ასპექტებზე.
სალექციო კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: შემოქმედებითი ჰიპოთეზები, ტრადიცია და თანამედროვეობა, რეგიონალიზმი არქიტექტურაში, ისტორიზმის ფაქტორი XXI საუკუნის არქიტექტურაში, ახალი შენობა ისტორიულ და ლანდშაფტურ გარემოში; კონტექსტი და კონტრასტი, ინდუსტრიული არქეოლოგია და სხვა.
ნაშრომი განკუთვნილია სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრანტებისთვის. იგი გამოადგება დაინტერესებულ პირებსაც.

 

 

image-1
ე. ხუციშვილი

ზოგადი ასტრონომია

უაკ: 5236

სალექციო კურსში განხილულია კლასიკური და თანამედროვე ასტრონომიის საკითხები, შინაარსი ზოგადი ასტრონომიის საფუძვლების აუცილებელი მინიმუმის მასალას მოიცავს. ასტრონომიულ ცნებებსა და მოვლენებში ჩაწვდომა ძირითადად მოითხოვს კარგად განვითარებულ სივრცულ წარმოდგენებს. ამ მიზნით მოცემულია მრავალი თვალსაჩინოება, ნახაზი და სხვა; სალექციო კურსში მოცემულია სფერული და პრაქტიკული ასტრონომიის ელემენტები, ასევე მზისა და მთვარის ხილული და ნამდვილი მოძრაობა, დედამიწისა და პლანეტების მზის გარშემო მოძრაობა, მზისა და მთვარის დაბნელება, ცის სფერო და მისი მახასიათებლები, ციური კოორდინატები და მათი გარდაქმნები, კალენდარული სისტემების აგება, ასტრონომიული ინსტრუმენტები, მნათობამდე მანძილის განსაზღვრა, ვარსკვლავთა ზოგადი დახასიათება, ვარსკვლავის სპექტრული კლასიფიკაცია, ჩვენი და გარე გალაქტიკის ობიექტთა ზოგადი დახასიათება. მოყვანილია კონკრეტული ამოცანების ამოხსნის ნიმუშები და შესაბამისი მეთოდიკური მითითებები.
სალექციო კურსი განკუთვნილია სტუ-ის მათემატიკის დეპარტამენტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
მ. ოქროსაშვილი, ნ. კენჭიაშვილი

მასალათმცოდნეობა ლექციების კურსი

უაკ: 620.22:669.2/.8

სალექციო კურსში განხილულია ტექნიკაში გამოყენებული შავი და ფერადი ლითონების, არალითონური და კომპოზიციური საკონსტრუქციო მასალების აგებულება, თვისებები, გამოყენების სფეროები და ნაკეთობის თვისებათა სასურველი მიმართულებით შეცვლის ხერხები და საშუალებები. ყურადღება გამახვილებულია ელექტროტექნიკასა და ენერგეტიკაში გამოყენებული სპეციალური დანიშნულების მასალებზე, მათ სტრუქტურასა და თვისებებს შორის კავშირზე.
განკუთვნილია ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ჯ. შენგელია

ელექტროქიმიური ტექნოლოგიების თეორიული საფუძვლები

უაკ: 541.13

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ელექტროქიმიური სისტემების არსი და ელექტროქიმიური თერმოდინამიკისა და კინეტიკის ძირითადი დებულებები. ყურადღება ეთმობა თეორიული ელექტროქიმიის კანონზომიერებების კავშირს გამოყენებითი ელექტროქიმიის პრობლემებთან.
მასალის უკეთესად ათვისების მიზნით დამხმარე სახელმძღვანელოში შეტანილია ტექნიკური ელექტროლიზის მატერიალური და ენერგეტიკული პარამეტრების გაანგარიშების მაგალითები ამოხსნილი ამოცანებითურთ.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის  ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

 

 

image-1
ნ. რატიანი

შრომის ფსიქოლოგია

უაკ: 615.851

სალექციო კურსში განხილულია შრომის ფსიქოლოგიის ზოგადი საფუძვლები, კვლევის მეთოდები, შრომისუნარიანობის განმსაზღვრელი ფაქტორები, საწარმოო შრომის პირობებში წარმოქმნილი გარემო ფიზიკური პარამეტრების გავლენა ადამიანის ფსიქოფიზიოლოგიურ შესაძლებლობებზე, შრომითი ქცევის თავისებურებები, პროფესიული ვარგისობის ფსიქოდიაგნოსტირების მეთოდები, მართვის სისტემებში ადამიანისა და მანქანის ფუნქციათა განაწილების პრინციპი, ადამიანი-ოპერატორის სანდოობა და შეცდომები, „ადამიანი-მანქანა“ სისტემის ძირითადი მახასიათებლები, პროფესიული სტრესის განვითარების სტადიები და ადაპტაციის ფაზები,მრეწველობაში არსებული მძიმე სამუშაო გარემო პირობების გავლენა ადამიანის ფსიქოფიზიოლოგიურ მახასიათებლებზე, დაღლილობის ფსიქოანალიზური თეორიები და შრომის ორგანიზაციის ძირითადი მოთხოვნები.
ასევე მოცემულია, ექსტრემალურ პირობებში ადამიანის მოქმედების თავისებურებები, ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების ფსიქოლოგიური გავლენა ადამიანზე, ექსპერიმენტული მუშაობის მეთოდიკა ოპერატორის ფსიქოფიზიოლოგიური ფაქტორების განსაზღვრისათვის.
სალექციო კურსი, განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის „საინჟინრო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების მართვის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის. იგი შედგენილია აღნიშნული საბაკალავრო პროგრამის შესაბამისი სილაბუსის მიხედვით.
ის დიდ დახმარებას გაუწევს შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს.

 

 

image-1
გ. ნაცვლიშვილი

სამრეწველო შენობების არქიტექტურული კონსტრუქციები

უაკ: 725.4

სალექციო კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტებს სამრეწველო შენობების არქიტექტურული კონსტრუქციები, ამ კონსტრუქციების ელემენტები და მათი შეერთების კვანძები. სალექციო კურსს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა, მოყვანილია სამრეწველო შენობების გეგმარებითი და კონსტრუქციული გადაწყვეტის მაგალითები.
სალექციო კურსი განკუთვნილია არქიტექტურისა და სამშენებლო ფაკულტეტების სტუდენტებისათვის.