უაკ: 72.03
წიგნში განხილულია ავეჯის დაპროექტების ძირითადი პრინციპები, წარმოშობის ისტორია, ეტაპები და სტილები. კურსის მიზანია სტუდენტს ასწავლოს სხვადასხვა დანიშნულების მქონე ინტერიერისთვის განკუთვნილი ავეჯის ინდივიდუალური და კომპლექსური დაპროექტება. სალექციო კურსი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.
უაკ: 008
სალექციო კურსში განხილულია ორგანიზაციულ მართვასთან და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები, ორგანიზაციის სტრუქტურის შექმნისა და მართვის პრინციპები, გამოყენებითი ინფორმატიკის, ინფორმატიზაციის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების საშუალებით მმართველობითი ამოცანების გადაწყვეტის მეთოდები, ორგანიზაციის მართვის თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების შექმნისა და ფუნქციონირების საკითხები.თითქმის ყველა სფეროს განვითარების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი არის თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების ფართო გამოყენება. საქმიანობის მნიშვნელოვან და ფართოდ გავრცელებულ სფეროს, სადაც ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება გადამწყვეტ როლს ასრულებს, წარმოადგენს მართვის სფერო. მართვის პროცესში ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად ძირეულად იცვლება მართვის ტექნოლოგია (გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, მათი შესრულების ორგანიზაცია და ა.შ.), მაღლდება მმართველობაში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და მოტივაცია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მართვისა და, შესაბამისად, საქმიანობის ეფექტიანობას.ლექციების კურსი შექმნილია სასწავლო კურსისთვის, „ორგანიზაციული მართვის ინფორმაციული ტექნოლოგიები“ და შედეგად სტუდენტები გაეცნობიან მართვის პროცესების თეორიულ საკითხებს, ორგანიზაციის სტრუქტურების შექმნის პრინციპებსა და მახასიათებლებს, ინფორმაციას თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების შესახებ.
უაკ: 338.24
მეთოდური მითითება შედგენილია სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მიხედვით საგანში – „ენერგეტიკის ეკონომიკის ინფორმაციული მენეჯმენტი“. ნაშრომში თანამიმდევრულად არის ჩამოყალიბებული სამეურნეო აღრიცხვის სახეები და მათი მნიშვნელობა ენერგეტიკის ეკონომიკაში. მოცემულია აღრიცხვის ობიექტების კლასიფიკაცია, ფინანასური ანგარიშგების კონცეპტუალური საფუძვლები, სააღრიცხვო ციკლის ეტაპები და შედეგად მიღებული ფინანსური ანგარიშგება და მისი ანალიზი.მასალა მოიცავს სამეურნეო აღრიცხვის, ანგარიშსწორების ურთიერთდაკავშირებულ საკითხებს. მასში განიხილება ანგარიშგების ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვის მეთოდები, მოცემულია მათი შედარება და განსხვავებები.აღრიცხვის ინფორმაციული სისტემის ახსნისა და თანამიმდევრული აღწერის შემდეგ მოცემულია სტუდენტთათვის განკუთვნილი საკურსო სამუშაოს მასალა, დავალება, საჭირო ცხრილებისა და ფორმატების თანხლებით.ნაშრომი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ენერგეტიკის მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის, გარდა ამისა, იგი სასარგებლო იქნება სხვა სპეციალობის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის.
უაკ: 72.01
Лекционный курс „Проектирования интерьера 1“ даст студентам теоретические и практические навыки проектирования жилого интерьера несложной планировочной структуры. А также даст возможность развиться творческому мышлению и воображению.
После освоения лекционного курса „Стили в интерьере“ студент будет знать эпохальные, этнические и тематические стилистические тенденции интерьера зданий, их особенности и этапы развития. А также применение мебели и аксессуаров в соответствии с разными стилистическими решениями. Учебный курс даст возможность развиться творческому мышлению и воображению.
უაკ: 677-48:677.06
Лекционный курс „Текстиль и аксессуары в архитектурном дизайне“ поможет студентам освоить назначение, роль и место, а также методы и пути функционального и декоративного подбора текстиля и аксессуаров. Даст возможность развиться творческому мышлению и воображению.
უაკ: 621.9.048
სალექციო კურსში განხილულია ლითონებისა და შენადნობების ელექტრონული სხივით აორთქლებისა და ორთქლის ნაკადის შემდგომი კონდენსაციის გზით ნაკეთობის ზედაპირზე ლითონური და არალითონური დანაფარების მიღების ტექნოლოგიური პროცესები. ყურადღება გამახვილებულია ორთქლის მდგომარეობიდან ფაზათა წარმოქმნის მექანიზმებზე, აგრეთვე ძირითადი ტექნოლოგიური ფაქტორების გავლენა სტრუქტურის ჩამოყალიბების პირობებზე და ორთქლის ფაზიდან კონდენსირებული არაორგანული მასალების სტრუქტურისა და თვისებების ფორმირების პროცესებზე. გამოკვეთილია ელექტრონულ-სხივური ტექნოლოგიის გამოყენების ზოგიერთი ახალი მიმართულება.ნაშრომი განკუთვნილია მასალათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს, აგრეთვე, ახალი მასალებისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ახალგაზრდა სპეციალისტებს.
უაკ: 531/534
სალექციო კურსში განხილულია სასრული თავისუფლების ხარისხის მქონე მექანიკური სისტემების თავისუფალი რხევები; სეისმური დატვირთვების განსაზღვრის უახლესი მეთოდი; მთის ქანების ფერდოს მდგრადობის დაკარგვის ძირითადი სახეები და მეწყერ-ჩამონაქცევების მოძრაობის ზედაპირების ფორმების გამოკვლევა; ფერდოს მასივის საშიში დაცურების წირის აღწერა ახალი წმინდა ანალიზური მეთოდით; მთის ქანებისა და მეწყერ-ჩამონაქცევების პრიზმული მასივების ძვრაზე მდგრადობის პირობის შეფასების ახალი მეთოდები, ძვრაზე მდგრადობის კოეფიციენტის განსაზღვრა; სხვადასხვა პროფილის მქონე (ჩაზნექილი, ამოზნექილი და ბრტყელი) ფერდოების გაანგარიშება მდგრადობაზე; მეწყრის სტაბილიზაციის ღონისძიებები ადგილობრივი ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით; გამაგრებითი საინჟინრო ღონისძიებები, გამაგრების საშუალებები და მათი გამოყენების პირობები.წიგნის მიზანია სტუდენტს დაეხმაროს ტექნიკური მექანიკის როგორც სამეცნიერო დისციპლინის სწორად გააზრებაში და შეასწავლოს: სამშენებლო კონსტრუქციების, სამოქალაქო და სამრეწველო ნაგებობების და ფერდოების მდგრადი წონასწორობის მდებარეობის გამოკვლევის ამოცანები; მეწყერ-ჩამონაქცევის სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად ოპტიმალური საინჟინრო ღონისძიებების შერჩევა. შეძენილი ცოდნის სამეცნიერო კვლევებსა და პრაქტიკაში გამოყენება.სალექციო კურსში ახალი მიდგომებითაა განხილული მრავალი მნიშვნელოვანი საინჟინრო ამოცანა.გამოცემა განკუთვნილია სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, რომლებიც შეისწავლიან ტექნიკური მექანიკის კურსს.
უაკ: 656:061.5
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ფირმის ორგანიზაციისა და მართვის საკითხები, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფირმების ბიზნესისა და ადმინისტრირების სპეციალობის კურსდამთავრებულმა.სასწავლო დისციპლინა მიზნად ისახავს დაეხმაროს ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტის) მიმართულების საბაკალავრო სწავლების სტუდენტებს, მიიღონ სათანადო ცოდნა ფირმის ორგანიზების, სამეწარმეო ფირმების სივრცობრივი და დროში მოწყობის, ორგანიზაციის და მართვის საფუძვლების შესახებ.დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტებისა და ბიზნესის სფეროში მომუშავეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ის გამოადგება მეწარმეებს, ფირმის ხელმძღვანელებსა და იმ პირებს, რომლებმაც ახლა დაიწყეს ბიზნესი.ავტორები მადლიერებით მიიღებენ და გაითვალისწინებენ სამართლიან შენიშვნებს.