უაკ: 711.14
სალექციო კურსი ითვალისწინებს სახნავი მიწების დაცვისა და მათი ეფექტიანი გამოყენების საკითხებს, რათა გაიზარდოს ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტების მიღების შესაძლებლობა. მასში ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება, ჯანსაღი პროდუქტის მიღება, გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, პროდუქციის წარმოებისას უახლესი აგროტექნოლოგიური მეთოდების გამოყენება, მიწათსარგებლობის აქტუალური საკითხების გონივრულად მართვა. ნაშრომი განკუთვნილია აგროტექნოლოგიური და აგროსაინჟინრო სპეციალობების სტუდენტებისათვის. იგი გარკვეულწილად საინტერესოა ფერმერებისა და საკვებწარმოების დარგის სპეციალისტებისათვის.
უაკ: 634.0.6
სალექციო კურსი „სატყეო მეურნეობის ეკონომიკა“ დაწერილია საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად. მასში გათვალისწინებულია დარგის ცნობილი მეცნიერების მოსაზრებები. განხილულია საქართველოს ბუნებრივი და სხვა სახის რესურსების პოტენციალი და თავისებურებანი, დეტალურადაა განხილული და წარმოდგენილი ტყის მნიშვნელობასახალხო მეურნეობისთვის, სატყეო მეურნეობის საწარმოო პოტენციალი, ძირითადი ეკონომიკური პარამეტრები სატყეო მეურნეობაში, ძირითადი და საბრუნავი ფონდები, ტყის მართვაში ეფექტიანი სამეურნეო გადაწყვეტილებების ეკონომიკური შეფასება და ა. შ. სალექციო კურსი განკუთვნილია საგანმანათლებლო პროგრამა „სატყეო საქმის“ სტუდენტებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.
უაკ: 72.03
Курс лекций „История технического дизайна“ составлен в соответствии с программой (силабусом) учебного курса, который обучает истории технического дизайна, как всесторонне важной сферы. На примере развитых стран изучает истоки формирования и этапов развития технического дизайна, его современных тенденций, основных направлений и характерных особенностей.„История технического дизайна“ будет интересна русскоязычным студентам бакалавриата в вышем учебном заведении.
უაკ: 621.798.1:676.826
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ბეჭდვითი მედიისა და, განსაკუთრებით, სარეკლამო ხელოვნების მნიშვნელობა ზოგადსაკაცობრიო კულტურის განვითარებაში. ნაშრომში ნათლადაა ნაჩვენები შესაფუთი მასალების კონსტრუირებისა და დიზაინის სწორი შერჩევის დიდი როლი სარეკლამო ინდუსტრიაში.მოცემულია როგორც ძირითადი, ისე დამხმარე ეკოლოგიურად უვნებელი შესაფუთი მასალები და საღებავები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება შესაფუთ საშუალებებზე ბეჭდვისას. ჩამოყალიბებულია გამოყენებული მასალების ოპტიმალურად შერჩევის რეკომენდაციები.დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სამრეწველო ინჟინერიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 528
სალექციო კურსში დეტალურადაა აღწერილი გეოდეზიური სამუშაოების როლი მიწათმოწყობის დროს. განხილულია მიწათმოწყობის სამუშაოების გეოდეზიური უზრუნველყოფისათვის საჭირო მაღალი ხარისხის გეგმურ-კარტოგრაფიული მასალების დამზადებისა და მიწათმოწყობის პროექტების ნატურაში გადატანის საკითხები. ნაშრომი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საინჟინრო გეოდეზიის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. ის დიდ დახმარებას გაუწევს ამ დარგში დასაქმებულ სპეციალისტებს.
უაკ: 519.21:681.3
სალექციო კურსის შესწავლის საგანია მიღებული ინფორმაციის დამუშავება – გარკვეულ თანამიმდევრულ მოქმედებათა ალგორითმების დახმარებით ერთი რაიმე საინფორმაციო ობიექტის შესახებ ინფორმაციის გარდაქმნის საფუძველზე სხვა საინფორმაციო ობიექტზე ინფორმაციის მიღება. დამუშავება არის ერთ-ერთი ძირითადი ოპერაცია ინფორმაციებზე და ემსახურება რეალობის ადეკვატური მმართველობითი გადაწყვეტილების მიღებას. დასახული მიზნის მიღწევისათვის წინამდებარე სალექციო კურსის შესწავლის ძირითადი საგანია ალბათობის თეორიის იმ ელემენტების, მათი თვისებებისა და მათზე მოქმედებების შესწავლა, რომლებიც საშუალებას იძლევიან ბაიესის ქსელის გამოყენებით გადაწყდეს მრავალი ფინანსური და სხვა პრაქტიკული ამოცანა. ყოველ თეორიულ მსჯელობას თან ახლავს პრაქტიკული მაგალითები და სავარჯიშოები, რომელთა ამოხსნები უფრო განამტკიცებს მიღებულ თეორიულ ცოდნას. სალექციო კურსი სასარგებლო იქნება სტუდენტებისთვის და ინფორმატიკის პრობლემებით დაინტერესებული ყველა პირისთვის.
უაკ: 721.011.8
სალექციო კურსის ათვისება სტუდენტს შესძენს მარტივი გეგმარებითი სტრუქტურის მქონე საცხოვრებლის ინტერიერის დაგეგმარების თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. მას ჩამოუყალიბდება შემოქმედებითი აზროვნება და წარმოსახვა. გამოცემა განკუთვნილია პროგრამა „არქიტექტურის“ ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 577.4
სალექციო კურსი „უნარჩენო ტექნოლოგიის საფუძვლები“ მოიცავს უნარჩენო და მცირენარჩენიანი წარმოების არსს, მისი განვითარების ეტაპებს, აგრეთვე წარმოების ნარჩენების კლასიფიკაციას, მყარი ნარჩენების გადამუშავების მეთოდებს. განხილულია წარმოების სხვადასხვა დარგის საწარმოთა მყარი ნარჩენებისგან ნივთიერებათა რეკუპერაციის ტექნოლოგიური პროცესები. სალექციო კურსი განკუთვნილია გარემოს დაცვის ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 389.351.822
В книге рассматриваются вопросы, связанные с осуществлением технических измерений, обеспечением единства измерений и требований законодательной метрологии и используются, в основном, по отношению к измерениям по качеству, испытанию и контролю в целом. Качество измерений понятие более широкое, чем точность измерений. Оно характеризует совокупность свойств средств измерений (СИ), обеспечивающих получение в установленный срок результатов измерений с требуемыми точностью (размером допускаемых погрешностей), достоверностью, правильностью, сходимостью и воспроизводимостью. Курс лекции рассчитан для студентов, магистрантов и специалистов широкого профиля занимающихся вопросами количественного анализа в разных отраслях.