image-1
ტ. კვიციანი

მყარი დეფორმადი სხეულის მექანიკა

უაკ: 531/534

სალექციო კურსში განხილულია სასრული თავისუფლების ხარისხის მქონე მექანიკური სისტემების თავისუფალი რხევები; სეისმური დატვირთვების განსაზღვრის უახლესი მეთოდი; მთის ქანების ფერდოს მდგრადობის დაკარგვის ძირითადი სახეები და მეწყერ-ჩამონაქცევების მოძრაობის ზედაპირების ფორმების გამოკვლევა; ფერდოს მასივის საშიში დაცურების წირის აღწერა ახალი წმინდა ანალიზური მეთოდით; მთის ქანებისა და მეწყერ-ჩამონაქცევების პრიზმული მასივების ძვრაზე მდგრადობის პირობის შეფასების ახალი მეთოდები, ძვრაზე მდგრადობის კოეფიციენტის განსაზღვრა; სხვადასხვა პროფილის მქონე (ჩაზნექილი, ამოზნექილი და ბრტყელი) ფერდოების გაანგარიშება მდგრადობაზე; მეწყრის სტაბილიზაციის ღონისძიებები ადგილობრივი ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით; გამაგრებითი საინჟინრო ღონისძიებები, გამაგრების საშუალებები და მათი გამოყენების პირობები.
წიგნის მიზანია სტუდენტს დაეხმაროს ტექნიკური მექანიკის როგორც სამეცნიერო დისციპლინის სწორად გააზრებაში და შეასწავლოს: სამშენებლო კონსტრუქციების, სამოქალაქო და სამრეწველო ნაგებობების და ფერდოების მდგრადი წონასწორობის მდებარეობის გამოკვლევის ამოცანები; მეწყერ-ჩამონაქცევის სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად ოპტიმალური საინჟინრო ღონისძიებების შერჩევა. შეძენილი ცოდნის სამეცნიერო კვლევებსა და პრაქტიკაში გამოყენება.
სალექციო კურსში ახალი მიდგომებითაა განხილული მრავალი მნიშვნელოვანი საინჟინრო ამოცანა.
გამოცემა განკუთვნილია სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, რომლებიც შეისწავლიან ტექნიკური მექანიკის კურსს.

 

 

image-1
ჯ. კანკაძე, ჯ. შანიძე, თ. ქამხაძე, ი. ამანათაშვილი, გ. ტაბატაძე, †ზ. ბალიაშვილი

ფირმის ორგანიზაცია და მართვა
(მეორე შევსებული გამოცემა)

უაკ: 656:061.5

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ფირმის ორგანიზაციისა და მართვის საკითხები, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფირმების ბიზნესისა და ადმინისტრირების სპეციალობის კურსდამთავრებულმა.
სასწავლო დისციპლინა მიზნად ისახავს დაეხმაროს ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტის) მიმართულების საბაკალავრო სწავლების სტუდენტებს, მიიღონ სათანადო ცოდნა ფირმის ორგანიზების, სამეწარმეო ფირმების სივრცობრივი და დროში მოწყობის, ორგანიზაციის და მართვის საფუძვლების შესახებ.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტებისა და ბიზნესის სფეროში მომუშავეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ის გამოადგება მეწარმეებს, ფირმის ხელმძღვანელებსა და იმ პირებს, რომლებმაც ახლა დაიწყეს ბიზნესი.
ავტორები მადლიერებით მიიღებენ და გაითვალისწინებენ სამართლიან შენიშვნებს.

 

 

image-1
ი. ელერდაშვილი-ლომიძე

ჰიდრომოწყობილობების მონტაჟი, გაწყობა და ტექნიკური ექსპლუატაცია

უაკ: 69.057.1

სალექციო კურსში თავმოყრილია მანქანათმშენებლობის სფეროში არსებული გამოცდილებები ჰიდრავლიკური ამძრავის და მოწყობილობების საიმედოობასა და უსაფრთხოებაზე ჰიდროამძრავების გაწყობის, ექსპლუატაციისა და რემონტის დროს. მოყვანილია საიმედოობის და უსაფრთხოების გაზრდის საკითხები.
წიგნში განხილულია ჰიდროამძრავებისა და მისი ელემენტების კონსერვაციისათვის, მონტაჟისთვის მომზადებისა და მონტაჟის საკითხები. აღწერილია ჰიდრომოწყობილობების მუშაობაში გაუმართაობის შესაძლო ვარიანტები და ამ გაუმართაობის აღმოფხვრის მეთოდები. განხილულია ჰიდროამძრავების მომსახურებისა და რემონტის, ჰიდროსისტემის მუშა სითხეში ჰაერის და წყლის შემცველობის შემცირების საკითხები.
ნაშრომი განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის.

 

 

image-1
მ. მორბედაძე, ი. ელერდაშვილი-ლომიძე

ურთიერთშეცვლადობა სტანდარტიზაცია და ტექნიკური გაზომვები

უაკ: 621:389.63:681.2

სალექციო კურსში განხილულია ურთიერთშეცვლადობისა და ტექნიკური გაზომვების ძირითადი პრინციპები მანქანათმშენებლობაში; ტიპური შეერთებების ჩასმები და დაშვებები სტანდარტებისა და სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანოს რეკომენდაციების შესაბამისად; განხილულია სტანდარტიზაციის სისტემის ძირითადი პრინციპები და მისი მეცნიერულ-ტექნიკური საფუძვლები.
გამოცემა განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების სხვადასხვა საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლიათ აგრეთვე მანქანათმშენებელ ქარხნებში, საკონსტრუქტორო ბიუროებსა და საპროექტო ორგანიზაციებში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.

 

 

image-1
ი. შურღაია, ლ. თედიაშვილი

მექატრონიკის საფუძვლები

უაკ: 004.896

ნაშრომში განხილულია პერსპექტიული ტექნიკური მიმართულება, სადაც უფრო ფართოდ გამოიყენება მექატრონიკა, აღწერილია მათი აგების კონცეფციები, მექატრონული სისტემების ინტეგრაციის პრინციპები და სტრუქტურა, მოცემულია თანამედროვე მექატრონული სისტემებისა თუ მოდულების ტექნიკური მახასიათებლები მოყვანილია მათი აგების მეთოდები. სალექციო კურსში ასევე განხილულია დღეისათვის არსებული ის ძირითადი პრობლემატიკა, რომელიც წარმოიქმნება თანამედროვე სისტემების ინტელექტუალურად მართვის მეთოდების დანერგვისა და გამოყენების დროს.
სასწავლო პროგრამა განკუთვნილია სხვადასხვა ტექნიკური მიმართულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. თანამედროვე მექატრონიკის საფუძვლების პროგრამით  შესაძლებელია ისარგებლონ იმ დაინტერესებულმა სამეცნიერო-ტექნიკურმა პერსონალმა, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციაში ეწევა საწარმო მანქანების კონსტრუირებას და ექსპლუატაციას.

 

 

image-1
Л. Матешвили

Иберия в процессе христианизации (I-IV вв.)

უაკ: 3:2(02)

Позднеантичный период I-IV веков является переходным этапом в истории человечества. Именно в это время происходят процессы, представляющие основу современной истории.
Изучение данной проблемы и выявление адекватных версий поможет исследователям при глубоком и комплексном изучении разных аспектов христианской истории, как в Грузии, так и за ее пределами.
Работа также будет полезна специалистам по религиоведению, поскольку изучение вопросов современной христианизации без учета основ этих процессов не будет полным.

 

 

image-1
ბ. გოგიჩაშვილი, თ. ცერცვაძე, ა. პაპიაშვილი, ნ. მხეიძე

მეტალურგიული პროცესების თეორია

უაკ: 669.02/09(07)

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ოქსიდებისაგან, მადნებისაგან ლითონების მიღების თერმოდინამიკა და კინეტიკა, კარბონატების დისოციაცია, კარბოთერმული და ლითონთერმული აღდგენის თეორია და პრაქტიკა, რკინის დედახსნარში ელემენტების დიფუზიური პროცესები. მოცემულია ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების დახასიათება და წარმოდგენილია მათი პრაქტიკულად გამოყენების მაგალითები მეტალურგიაში. ასევე, შესწავლილია ლითონსა და წიდას შორის ზედაპირული დაჭიმულობის სხვაობის პრაქტიკულად განსაზღვრა და ადჰეზიის მუშაობის შეფასება. პრაქტიკუმში მოცემულია ლაბორატორიული სამუშაოები. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ექსპერიმენტული შედეგების მათემატიკური დამუშავების მეთოდებს, ექსპერიმენტების მათემატიკური მოდელირებისა და დაგეგმვის ასპექტებს.
წიგნი განკუთვნილია მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
გ. ამყოლაძე, მ. ლომსაძე-კუჭავა, ჯ. დუგლაძე

ინოვაციური პროცესები და ინოვაციური ასპექტები

უაკ: 62-05

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საინოვაციო პროცესის ორგანიზება და ინოვაციების ეკონომიკური ეფექტიანობა.
ნაშრომში მოცემულია ინოვაციების ეფექტიანობის დადგენის მეთოდები, დასაბუთებულია ინოვაციებში არსებული ინვესტიციების ამოღების, დისკონტირების, ხარჯების მიხედვით გამოთვლის, ღირებულებების მიხედვით შედარების მეთოდები. განსაზღვრულია ინოვაციების ეკონომიკური ეფექტიანობა. ამის გარდა, დაანგარიშებულია ჩატარებული ინოვაციური სამუშაოების შედეგად მიღებული ეფექტი.
წინამდებარე ნაშრომი საინტერესოა არა მარტო მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, არამედ ფართო საზოგადოებისათვის.

 

 

image-1
გ. ბელთაძე, მ. ნაჭყებია, ნ. მჭედლიშვილი

გადაწყვეტილებათა მიღების თეორიისა და ოპერაციათა კვლევის ამოცანები

უაკ: 519.8

განხილულია გადაწყვეტილებათა მირების მათემატიკური თეორიის ორი ძირიტადი უახლოესი მიმართულების – გადაწყვეტილებათა მიღების თეორიისა და ოპერაციათა კვლევის დისციპლინებში ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები. წარმოდგენილია 22 სამუშაო და მოიცავს აღნიშნული დისციპლინების ძირითად თემატიკას.
გათვალისწინებულია უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლია აგრეთვე აღნიშნული თემატიკით დაინტერესებულ მკითხველს.