უაკ: 656.2
შედგენილია სარკინიგზო ტრანსპორტის ყველა მიმართულების სპეციალობის უმაღლესი პროფესიული კოლეჯისა და ბაკალავრიატის მსმენელთათვის განკუთვნილი მოქმედი სასწავლო პროგრამების მიხედვით.განხილულია სარკინიგზო ტრანსპორტის ყველა ძირითადი სამეურნეო ერთეულის ნორმალური ფუნქციონირებისათვის დამახასიათებელი ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები.დიდ სარგებლობას მოუტანს სარკინიგზო ტრანსპორტის ძირითად სამეურნეო ერთეულებში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.
უაკ: 22.151.3
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტების სტუდენტებისათვის. მასში გადმოცემული მასალა შეესაბამება აღნიშნული ფაკულტეტის მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების კურსით გათვალისწინებული საგამოცდო სამუშაოს მიზნობრივ დანიშნულებას და შინაარსს.
უაკ: 3
ნაშრომი მსოფლიო ისტორიის უაღრესად მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს. აღნიშნული პერიოდი საინტერესოა ახალი რელიგიის - ქრისტიანობის დაფუძნების, გავრცელებისა და წინააღმდეგობების თვალსაზრისით, რომელიც შესწავლილია როგორც ეკლესიის ისტორიის, ისე საერო ისტორიოგრაფიის კუთხით. ამ უკანასკნელის პოზიცია საკმაოდ დიდი დიაპაზონით განისაზღვრება, დაწყებული მკვეთრად რადიკალური და დაპირისპირებული დამოკიდებულებით სეკლესიო წყაროების მიმართ და დამთავრებული ნეგატიური, ათეისტური მიდგომით არსებული ფაქტების მიმართ, რაც კიდევაც აისახებოდა მათ მიერ განხორციელებული კვლევების ანალიზზე. ამ ნაშრომის სიახლეა ეკლესიის ისტორიისა და საერო ისტორიოგრაფიის პოზიციების მეტნაკლებად დაახლოება მათი საერთო კონტექსტური ანალიზის მეშვეობით, ქრისტიანთა მიმართ რომის წინააღმდეგობებით აღსავსე პოლიტიკის წარმოჩენა და ქრისტიანობის გავრცელების იმ ობიექტური მიზეზების ჩვენება, რამაც რადიკალურად შეცვალა კაცობრიობის ისტორია.სახელმძღვანელო განკუთვნილია ეკლესიის ისტორიის მკვლევართათვის, დოქტორანტების, მაგისტრების, სტუდენტებისა და აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის.
უაკ: 687.1:658.512
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია სამკერვალო საწარმოთა დაგეგმარებისათვის საჭირო ნაკადის ძირითადი პარამეტრები და საწყისი მონაცემები. განხილულია სამკერვალო წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაანგარიშებისა და დაგეგმარების საკითხები, ის პრინციპები და მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფენ ოპტიმალური ტექნოლოგიური პროცესების შერჩევას, დაგეგმარებასა და გამოყენებას. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სამკერვალო ნაწარმის მოდელირებისა და ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.
უაკ: 517.958
დამხმარე სახელმძღვანელოს საფუძვლად დაედო ავტორების მიერ მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგები. ამ ტომში განხილულია ცოცხალი სისტემის კონსტრუირების ფრაქტალური მეთოდები, გეომეტრიულად კონსტრუირებადი ფრაქტალები; იტერირებად ფუნქციათა სისტემები; ფრაქტალურ-ვეივლეტური მეთოდების გამოყენება სიგნალების კოდირებისა და დეკოდირებისას; შესწავლილია დინამიკური ფრაქტალები, რომლებიც დაკავშირებულია კვადრატულ ასახვებთან კომპლექსურ არეში. მოყვანილია ჟულიას სიმრავლეების აგებისა და მანდელბროტის სიმრავლის ფორმირების პროგრამები. ნაშრომი განკუთვნილია სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 624.04(083)
ცნობარის მიზანია მასალათა გამძლეობის, სამშენებლო მექანიკის, დრეკადობის, პლასტიკურობისა და ცოცვადობის თეორიების საკითხების მექანიკის ერთ დარგში გაერთიანება, რომელსაც საინჟინრო მექანიკა ეწოდება. ეს უკანასკნელი მათემატიკის ერთ-ერთი დარგის – მექანიკისაგან იმით განსხვავდება, რომ მთელი რიგი დაშვებების (ჰიპოთეზების) საფუძველზე აადვილებს გაანგარიშების მეთოდებს და პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლევა. ამით არის განპირობებული ნაგებობის ელემენტების: ღეროს, ფილის და გარსის გაანგარიშების ზოგიერთი პრაქტიკული მეთოდების წარმოდგენა.
უაკ: 614.45
განხილულია სამშენებლო ნაგებობების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოთხოვნები მათი შექმნისა და ექსპლუატაციის ყველა ეტაპზე, აგრეთვე შენობების, კონსტრუქციების, სათავსების, მასალების სახანძრო-ტექნიკური კლასიფიკაცია, რომელიც დაცულ უნდა იქნეს სხვადასხვა დანიშნულების ახალი და სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობების და სათავსების დაპროექტებისას. განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტების, მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის, აგრეთვე ყველა იმ ორგანიზაციისათვის, რომლებიც აწარმოებენ შენობებისა და ნაგებობების საპროექტო და რეალურ სამშენებლო სამუშაოებს.
უაკ: 681.11
განხილულია დახერხილი ხე-ტყის ტექნოლოგიის კურსის მნიშვნელოვანი საკითხები. ნაშრომი შედგენილია 4 ტესტისაგან, რომელშიც მოყვანილია თემის დასახელება, თემის შესაბამისი კითხვები და ალტერნატიული პასუხები. განკუთვნილია მერქნული მასალების დამუშავების სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 621.313.13
განხილულია როგორც მუდმივი, ისე ცვლადი დენის ელექტროამძრავების სტატიკური და დინამიკური რეჟიმები, მოყვანილია შესაბამისი მახასიათებლები. განსაზღვრულია ძირითადი ელემენტების გადამცემი ფუნქციები, გათვალისწინებულია შემაერთებელი ლილვების დრეკადი თვისებებიც. სახელმძღვანელო განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ელექტრული ამძრავების სპეციალობის სტუდენტებისათვის.