image-1
ი. გველესიანი

მიკრობიოლოგია ლაბორატორიული პრაქტიკუმი II ნაწილი

უაკ: 576.8

წინამდებარე ნაშრომი განკუთვნილია სტუ-ს ქიმიური და ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტის ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებისათვის, რომლებიც შეისწავლიან მიკრობიოლოგიის კურსს. იგი წარმოადგენს კრებულის „ლაბორატორიული პრაქტიკუმი მიკრობიოლოგიაში“ თემატურ გაგრძელებას, სადაც გადმოცემულია პრაქტიკული ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის და იმუნოლოგიის ძირითადი მეთოდები, რომლებიც ფართოდ  გამოიყენებიან  მიკროორგანიზმთა ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ კრებულში აღწერილი მეთოდების  დიდი  ნაწილი  შემუშავებულია მრავალი, ზოგ შემთხვევაში ათეულობით წლის წინათ, ყველა მათგანი ინარჩუნებს აქტუალობას და დღესაც აქტიურად გამოიყენება. თანამედროვე მიკრობიოლოგიური კვლევის მეთოდების, როგორებიცაა რადიოიმუნური, იმუნოფერმენტული, იმუნოელექტროფორეზი, იმუნობლოტინგი, რესტრიქციული ანალიზი, მოლეკულური ჰიბრიდიზაციის მეთოდი, პოლიმერული ჯაჭვური რეაქცია და სხვა, ამავე დროს ე.წ. კლასიკური ბაქტერიოლოგიური და ვირუსოლოგიური მეთოდების ათვისება, ჩვენი  აზრით,  ხელს  შეუწყობს სპეციალობის ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს  როგორც  თეორიული ცოდნის  განმტკიცებაში, ასევე მომავალ პრაქტიკულ საქმიანობაში.

 

 

image-1
ა. გორდეზიანი

ლითონთა დამუშავებისა და ზედაპირული განმტკიცების ელექტრო-ფიზიკური ტექნოლოგიები

უაკ: 621.7;621.9

სახელმძღვანელო შედგენილია მასალათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსის შესაბამისად, რომელიც მოიცავს 6 თავს. განხილულია ლითონების, შენადნობებისა და მათგან დამზადებული ნაკეთობების დამუშავების (ზომური, ჭრა, შედუღება) და ზედაპირული განმტკიცების (თერმული, ქიმიურ-თერმული დამუშავება, ლეგირება, აღდგენა-განმტკიცება) თანამედროვე და პერსპექტიული ელექტრო-ფიზიკური მეთოდები.
სახელმძღვანელოში მოყვანილია ელექტრონული სხივით, პლაზმური ჭავლით, ლაზერის სხივით, ელექტრონაპერწკლური ლეგირებით, მღვივარი განმუხტვის პლაზმაში დააზოტებით და მაღალი სიხშირის დენით ლითონურ მასალებზე ზემოქმედების ფიზიკური არსი, შესაბამისი მოწყობილობა-დანადგარები, მათი პრინციპული სქემები, ექსპლუატაციის პირობები, გამოყენებული მასალები და გამოყენების სფეროები. მოყვანილია აღნიშნული ტექნოლოგიური პროცესების გავლენა შენადნობების სტრუქტურაზე, თვისებებსა და ზედაპირული განმტკიცების ეფექტზე.
გარდა მასალათმცოდნეობის სპეციალობისა, სახელმძღვანელო დიდ სარგებლობას მოუტანს სხვა ტექნიკური სპეციალობის სტუდენტებსაც. წიგნში წარმოდგენილი მასალა გარკვეულ დახმარებას გაუწევს არა მარტო საწარმოებში, არამედ საპროექტო-ტექნოლოგიურ და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში დასაქმებულ სპეციალისტებსაც.

 

 

image-1
გ. გოგიჩაიშვილი, გ. ჩაჩანიძე, ქ. ნანობაშვილი

ბიზნესის მართვის ოპტიმალური მეთოდები

უაკ: 339.15

წიგნი რეკომენდებულია დამხმარე სახელმძღვანელოდ  ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.
წიგნში თანამიმდევრულად არის გადმოცემული ბიზნესის მართვის პრობლემების გადაჭრის მეთოდები და ოპტიმალური მართვის ეფექტურობის ამაღლების თეორიული ასპექტები. აქ გადმოცემული სასწავლო მასალა დაეხმარება მაგისტრანტს ბიზნეს-მოდელების გაანალიზებაში; მარკეტინგული გადაწყვეტილების ხელშემწყობი საინფორმაციო-ანალიზური სისტემის დაპროექტებაში; ბიზნეს-პროექტების ავტომატიზაციასა და ტექნიკური შეიარაღების პროექტის მომზადებაში; ბიზნესის მართვის ოპტიმალური მოდელების შერჩევასა და რეალიზებაში.

 

 

image-1
ა. გოჩოლეიშვილი

აფეთქებითი სამუშაოები
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 622.235

მეთოდურ მითითებებში მოცემულია შვიდი ლაბორატორიული სამუშაო. თითოეულ ლაბორატორიულ სამუშაოში მოცემული ამოცანის მიზანია, აღწეროთ გამოყენებული ხელსაწყოები, სამუშაოს ჩატარების თანამიმდევრობა და მიღებული შედეგების გაფორმება.
ლაბორატორიული სამუშაოები შედგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიების სრული პროფესორის აკაკი გოჩოლეიშვილის მიერ.

 

 

image-1
ნ. დიდიშვილი, ლ. ბოჭოიძე

მენეჯმენტი (საერთაშორისო გარემო, კულტურა, ფინანსები)

უაკ: 338.244

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია თანამედროვე მენეჯმენტის მნიშვნელოვანი პრობლემები – გლობალიზაცია, კონკურენტუნარიანობა, კულტურული მახასიათებლების გავლენა მენეჯმენტის მეთოდებზე, მულტინაციონალური კომპანიების სტრუქტურა, ფინანსები, გადაწყვეტილების მიღების სახეები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტებისთვის, მათთვის ვინც შეისწავლის კურსს „საერთაშორისო მენეჯმენტი“.

 

 

 

image-1
გ. ჩიტაიშვილი, ნ. ნოზაძე

კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკა AutoCAD 2013

უაკ: 681.3

განხილულია სამგანზომილებიანი ხაზვისა და მოდელირების მეთოდები. მკითხველი გაიცნობს AutoCAD 2013-ის შესაძლებლობებს. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. აგრეთვე გამოადგებათ ინჟინრებს, რომლებიც ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და აქვთ კომპიუტერთან მუშაობის მინიმალური უნარ-ჩვევები. გარდა ამისა, ეს დამხმარე სახელმძღვანელო დაეხმარება ყველას, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით არის დაინტერესებული.

 

 

 

image
გ. ჯაფარიძე, ნ. წულუკიძე

მანქანათა ექსპერტიზის მეთოდები და საშუალებები I ნაწილი

უაკ: 347.77.028.4

განხილულია ტვირთამწევი მანქანების მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების საკვანძო საკითხები.
განკუთვნილია მანქანა-დანადგარების დიზაინისა და ექსპერტიზის სპეციალობის მაგისტრანტებისთვის, ასევე საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. სახელმძღვანელო დაეხმარება მომავალ მაგისტრს, დამოუკიდებლად შეასრულოს ექსპერტიზასთან დაკავშირებული საკითხები.

 

 

image-1
მ. ცინცაძე, ც. ღუდუშაური, ლ. ბერიშვილი, ც. ხარბედია

ანალიზური ქიმიის სამუშაო რვეული
(ლაბორატორიული სამუშაოები)

უაკ: 543

რვეული მოიცავს ყველა იმ ლაბორატორიულ სამუშაოს, რომელიც შეესაბამება პროგ­რამით გათვალისწინებულ სალექციო კურსს ანალიზურ ქიმიაში. რვეულის მიზანია სტუდენტმა უკეთ შეისწავლოს და გააცნობიეროს თეორიული მასალა, რაშიც მას შესაბამისი ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება და გაფორმება დაეხმარება. გარდა ამისა, იგი შეძლებს გამოიმუშავოს ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობის უნარ-ჩვევები.
რვეული განკუთვნილია ბაკალავრიატის და პროფესიული სწავლების სტუდენ­ტე­ბისთვის.

 

 

image-1
მ. ცინცაძე, თ. გიორგაძე

კოორდინაციული ქიმიის სამუშაო რვეული
(ლაბორატორიული სამუშაოები)

უაკ: 54

რვეული მოიცავს ყველა იმ ლაბორატორიულ სამუშაოს, რომელიც შეესაბამება სალექციო კურსს კოორდინაციულ ქიმიაში. რვეულის მიზანია სტუდენტმა უკეთ შეის­წავლოს და გააცნობიეროს თეორიული მასალა, რაშიც მას შესაბამისი ლაბორა­ტო­რი­ული სამუშაოების შესრულება და გაფორმება დაეხმარება. გარდა ამისა, მას პრაქ­ტიკ­ულად შეეძლება ჩაატაროს ზოგიერთი კოორდინაციული ნაერთის სინთეზი და შეისწავლოს მისი თვისებები.
რვეული გათვალისწინებულია ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.