image-1
ნ. ნოზაძე, გ. ჩიტაიშვილი

საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა AutoCAD 2010
II ნაწილი

უაკ: 004.92

დამხმარე სახელმძღვანელო საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა AutoCAD 2010 განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი  პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. ასევე მისი გამოყენება ასევე შეუძლიათ ინჟინრებს, რომლებიც ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და მინიმალურ დონეზე აქვთ განვითარებული კომპიუტერული უნარ-ჩვევები. ასევე დაეხმარება ყველა დაინტერესებულ პირს საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლაში.

 

 

image-1
მ. ონიანი

კომპიუტერული ტექნოლოგიები (ოპერაციული სისტემა MS WINDOWS და საოფისე პროგრამა MS WORD) მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 004.43

შედგენილია მოქმედი პროგრამის შესაბამისად. მასში მოცემული მასალა წლების მანძილზე იხვეწებოდა სტუდენტებთან მუშაობის პროცესში. შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია ის ნიუანსებიც, რაც თან ახლავს სტუდენტებთან მუშაობას მთელი მეცადინეობის მანძილზე მათი დაკავების და დაინტერესების თვალსაზრისით. დავალების ნაწილში გამოყენებულია სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან მოპოვებული მასალა.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. იმავდროულად, მისი გამოყენება შეუძლია ყველა იმ სტუდენტს და დაინტერესებულ პირს, რომელთაც სურთ ოპერაციული სისტემის MS WINDOWS და საოფისე პროგრამის MS WORD შესწავლა. 

 

 

image-1
ზ. ოქროსცვარიძე, ი. კახნიაშვილი, ლ. ჩხიკვაძე, ნ. ვაჩეიშვილი, ს. არეშიძე

ყველაფერი კეთილშობილი ლითონებისა და ძვირფასი ქვების შესახებ

უაკ: 553.8

დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის ფერადი ლითონების მეტალურგიის სპეციალობის ბაკალავრიატის, პროფესიული სწავლების, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. სახელმძღვანელოში ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია ძვირფასი ლითონების ექსპერტიზის საკითხებზე.
სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში წარმოდგენილია ოქროს, ვერცხლის, პლატინის და მისი ჯგუფის ელემენტების წარმოების მეთოდები; სუფთა ლითონების და მათი შენადნობების ფიზიკურ-ქიმიური და მექანიკური თვისებები; საიუველირო წონები, სინჯები და დადამღვის წესები; სხვადასხვა სინჯის შენადნობების თვისებები და მათი მდგომარეობის დიაგრამები. ფართოდაა განხილული კეთილშობილი ლითონების ნაკეთობების საწარმოო პროცესების ძირითადი სახეები − მათი დნობიდან და პლასტიკური დეფორმაციიდან თერმული დამუშავების სახეებამდე. განსაკუთრებით კარგადაა წარმოდგენილი კეთილშობილი ლითონების სინჯების დამდგენი სველი ქიმიური მეთოდები, რომლითაც სარგებლობენ კვლევითი ლაბორატორიები, ლომბარდები და ბანკები, ასევე მათი შენადნობების კვლევის თანამედროვე ფიზიკური მეთოდები.
მეორე ნაწილში განხილულია ძვირფასი ქვების თანამედროვე კლასიფიკაცია. ბუნებრივი და სინთეტიკური ქვების დიაგნოსტიკის მეთოდები, ძვირფასი ქვების 17 ჯგუფი. მოცემულია ძვირფასი ქვების დაწახნაგების ძირითადი ელემენტები და გეომეტრია. იდეალური და პრაქტიკული დაწახნაგების გეომეტრიული პარამეტრები. ბრილიანტების კლასიფიკაცია რუნდისტის ფორმისა და დაწახნაგების სახის მიხედვით, ბრილიანტის დეფექტები. მოცემულია თუ როგორ უნდა დადგინდეს ბრილიანტის ფასი. მოცემულია ძვირფასი ქვების ისტორია და ზოგიერთი რჩევა სიუველირო ნაკეთობების მყიდველებისათვის.
ნაშრომი გამოადგებათ ფერადი ლითონების  და ძვირფასი ნაკეთობების საიუველირო ექსპერტიზის სპეციალისტებს.

 

 

image-1
ჟ. პეტრიაშვილი

ზოგადი ქიმიის სალექციო კურსი საპრეზენტაციო მასალასთან ერთად

უაკ: 54

ზოგადი ქიმიის სალექციო კურსი საპრეზენტაციო მასალასთან ერთად განკუთვნილია როგორც ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, ისე სხვა ფაკულტეტების ბაკალავრებისათვის და ემსახურება სტუდენტებისათვის მასალის გადაცემას სწავლების დემონსტრაციული მეთოდით.
ნაშრომში მოცემულია ზოგადი ქიმიის არსებული სასწავლო პროგრამის თითქმის ყველა საკითხი, კერძოდ: ქიმიის ძირითადი ცნებები და კანონები;  ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის თანამედროვე ვარიანტი; თანამედროვე წარმოდგენები ატომის აღნაგობასა და ქიმიური ბმის ტიპებსა და ხასიათზე, ხსნართა თეორიასა და ჟანგვა-აღდგენის პროცესებზე.

 

 

 

image-1
ო. ქართველიშვილი, მ. ქართველიშვილი

გადამრთველი სქემების თეორია

უაკ: 621.316.543

წინამდებარე სახელმძღვანელო ეხება გამოთვლითი სისტემების ლოგიკური სქემების აგების თეორიულ საფუძვლებს. განხილულია ლოგიკის ალგებრის ფუნქციების საშუალებით სქემების ფუნქციონირების ფორმალური აღწერის მეთოდიკა. სქემის წარმოდგენის ფორმების მინიმიზაციის ამოცანას სხვადასხვა ბაზისისათვის. განხილულია მინიმიზაციის ფართოდ გამოყენებული მეთოდები. საილუსტრაციოდ მოყვანილია კომბინაციური სქემების აგების პრაქტიკული მაგალითები.
მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა აგრეთვე მეხსიერების მქონე სასრულო ავტომატებს, წარმოდგენის ფორმებს, კოდირებული ცხრილების აგების მეთოდიკას და მათ სტრუქტურულ სინთეზს.
სახელმძღვანელო განკუთვნილია „კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების“ სპეციალობის, აგრეთვე მომიჯნავე სპეციალობების სტუდენტებისათვის და შედგენილია იმავე სახელწოდების  დასციპლინის პროგრამის მიხედვით.

 

 

image-1
ო. რუხაძე, გ. ხვიჩია

ჩარხები და საწარმოო ტექნოლოგიური სისტემები

უაკ: 621.9.06

განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: დეტალის სიზუსტე, ზედაპირის სიმქისე, მანქანათმშენებლობაში გამოყენებული ჩარხები, მათი საერთო ხედები და კინემატიკური სქემები, მოქმედების პრინციპები, დანიშნულება და გამოყენების სფერო. დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსის სპეციალობის პროფესიული სწავლების IV საფეხურის საგანმანათლებო პროგრამის სასწავლო კურსის „ჩარხები და საწარმოო ტექნოლოგიური სისტემები“ სილაბუსის შესაბამისად.
განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსის სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
რ. სამხარაძე, ნ. ჯოჯუა, ლ. გაჩეჩილაძე

ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება C#-ის ბაზაზე მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად I ნაწილი

უაკ: 004.43

მეთოდიკური მითითებების პირველი ნაწილი განკუთვნილია იმ ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად. მასში განხილულია C# ენის ისეთი ძირითადი საკითხები, როგორიცაა კლასები, მეთოდები, კონსტრუქტორები და ა.შ. თითოეულ ლაბორატორიულ სამუშაოს ახლავს მოკლე თეორიული ცნობები და შესაბამისი საკითხის პრაქტიკული გადაწყვეტა.

 

 

image-1
ლ. კაპანაძე, ლ. დევიძე, ნ. ფხაკაძე, თ. ვაშაკიძე

თანამედროვე უნივერსალური დანიშნულების საკერავი მანქანები

უაკ: 687.053

შედგენილია ამჟამად მოქმედი პროგრამის მიხედვით და მოიცავს პროგრამით გათვალისწინებულ ორ, სამ და ხუთძაფიანი საკერავი მანქანების  გამოყენების საკითხებს. მოცემულია საკერავი მანქანების კლასიფიკაცია, ქსოვილის შემკერი პროცესისათვის გამოყენებული ძირითადი დეტალები და დამატებითი მოწყობილობები, გვირისტულას მაფორმირებელი ძირითადი მექანიზმები, კონსტრუქციულ-უნიფიცირებული რიგის 31 კლასის, ფირმა „ალტინის“ და იაპონური ფირმა Juki-ის ერთხაზიანი ორძაფიანი მაქური გვირისტის მანქანები.
განკუთვნილია მსუბუქი მრეწველობის ნაწარმის მოდელირება და ტექნოლოგიის სტუდენტებისათვის, ასევე შეეძლებათ სარგებლობა მაგისტრანტებს, პროფესიული სწავლების სტუდენტებს და ამ დარგში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.

 

 

image-1
ნ. ნოზაძე, გ. ჩიტაიშვილი

საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა AutoCAD 2010 I ნაწილი

უაკ: 004.92.

დამხმარე სახელმძღვანელო საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა AutoCAD 2010 განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი  პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. ასევე მისი გამოყენება შეუძლიათ ინჟინრებს, რომლებიც ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და მინიმალურ დონეზე აქვთ განვითარებული კომპიუტერული უნარჩვევები. ასევე დაეხმარება ყველა დაინტერესებულ პირს საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლაში.