image-1
ა. ფრანგიშვილი, ნ. ბოჭორიშვილი, ზ. გასიტაშვილი, ლ. კლიმიაშვილი, ი. ბოჭორიშვილი

საინჟინრო სამუშაოების და საგანგებო სიტუაციების მართვის უსაფრთხოების წესები, ცნებები და განმარტებები I ნაწილი

უაკ: 008.331.82

დამხმარე სახელმძღვანელოში საინჟინრო სამუშაოების და საგანგებო სიტუაციების მართვის უსაფრთხოების წესები, ცნებები და განმარტებები, რომელიც გამოდის 4 ნაწილად, წარმოდგენილი მრავალფეროვანი მასალა ამომწურავ ინფორმაციას იძლევა საინჟინრო დარგის ყველა სახის სამუშაოების უსაფრთხოებასა და საგანგებო სიტუაციების მართვაზე. არ არსებობს სახალხო მეურნეობის არც ერთი დარგი, რომლის განვითარებასთან ერთად არ იზრდებოდეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ფაქტორები და მოსალოდნელი უბედური შემთხვევები. შრომის უსაფრთხოების და რისკების შეფასების წესების, ცნებების და განმარტებების დამხმარე სახელმძღვანელო დამუშავებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) მიერ საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად.
დამხმარე სახელმძღვანელო გარკვეულ სარგებლობას მოუტანს ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, კვალიფიკაციის მუშაკებს, ტექნიკური უმაღლესი და სპეციალური სასწავლებლების სტუდენტებს, მომავალ ბაკალავრებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს.
შენიშვნები და სურვილები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ სახელმძღვანელოს გაუმჯობესებას, ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის სიწმინდის დაცვას, ავტორების მიერ მადლობით იქნება მიღებული.

 

 

image-1
მ. ელიზბარაშვილი, პ. ელიზბარაშვილი

სატრანსპორტო გამოთვლითი და მიკროპროცესორული ტექნიკის საფუძვლები

უაკ: 681. 322.

განხილულია ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანის (ეგმ) ჩამოყალიბების პრინციპი და ძირითადი ელემენტების დანიშნულება; ეგმ-ების და ინტეგრალური სქემების განვითარების ეტაპები; მიკროპროცესორის აგებულება და ძირითადი თვისებები, მისი გამოყენება მიკრო ეგმ-ის აგების, ტრანსპორტის ფუნქციონირების მართვის და მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის სისტემებში; მიკროპროცესორული სისტემის შიგა და გარე კავშირის მეთოდები; პროგრამების ძირითადი პრინციპები  და მიკროპროცესორული ტექნიკის განვითარების პერსპექტივები.
გამიზნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის პროფესიული სწავლების და ბაკალავრიატის პროგრამის შემსწავლელ სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
М.Г. Цинцадзе, Н.Г. Гегешидзе, Н.О. Киласония, М.М. Мамисеишвили

РАБОЧАЯ ТЕТРАДЬ ДЛЯ ЛАБОРАТОРНЫХ РАБОТ ПО ОБЩЕЙ ХИМИИ

უაკ: 54

„Рабочая тетрадь для лабораторных работ по общей химии“ предназначена для закрепления теоретического материалла по общей химии, усвоения студентами практических навыков использования теоретических знаний. Лабораторные работы охватывают основные вопросы по общей химии и находятся в полном соответствии с теоретическими вопросами согласно  учебной программе.
Предназначена для студентов  как химических, так и нехимических специальностей.

 

 

 

image-1
ი. ჩხეტია, გ. არჩვაძე, ვ. ჯაჯანიძე

საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა I ნაწილი

უაკ: 629.113.004

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საზღვაო სატრანსპორტო საშუალებათა საექსპლუატაციო ტექნიკური დამახასიათებელი ნიშნები, მათი ტვირთამწეობისა და ტვირთის ტევადობის გაანგარიშება, სატვირთო გეგმის შედგენის მეთოდიკა და მათზე მოქმედი ფაქტორები, მოყვანილია სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვების ნორმატიული დოკუმენტები, ტვირთის განლაგების,  დამაგრების და გადაზიდვის ტექნოლოგიები, უსაფრთხოების წესები გადაზიდვის დროს. ასევე დატვირთვა/განტვირთვის მართვის პოსტების ტექნოლოგიური აღჭურვა.   
განკუთვნილია საგანმანათლებლო პროგრამის, „საზღვაოსნო მეცნიერებების“ შესაბამისად და განკუთვნილია შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისათვის. ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საზღვაო ტრანსპორტის დარგის ინჟინერ-ტექნიკური ორგანიზაციების მუშაკების მიერ.

 

 

image-1
ი. ჩხეტია, გ. არჩვაძე, ვ. ჯაჯანიძე

გემის ენერგეტიკული დანადგარები

უაკ: 629.113.004

განხილულია გემის ენერგეტიკული დანადგარების განვითარების სტადიები, მათი დანიშნულება, სახეები, კონსტრუქციული თავისებურებები, მუშაობის პრინციპები, ძირითადი სქემები, მახასიათებლები, ორთქლიანი და სხვა სახის ტურბინების თბური ციკლები, მათი მუშაობის შეფასების მთავარი კრიტერიუმები.
შედგენილია საგანმანათლებლო პროგრამის „საზღვაოსნო მეცნიერებები“, მიხედვით და განკუთვნილია შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისათვის. ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საზღვაო ტრანსპორტის დარგის ინჟინერ-ტექნიკური ორგანიზაციების მუშაკების მიერ.

 

 

image-1
ი. მარგალიტაძე, ე. გეგეშიძე

სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფციები და საზღვაო საქმე

უაკ: 656.61

გეოგრაფიულმა მდებარეობამ საქართველო მოაქცია მსოფლიოს გეოსტრატეგიულ ინტერესთა სფეროში. ეკონომიკურ ურთიერთობათა ახალი ფორმების წარმოქმნა ახალ მოთხოვნებს უყენებს ქვეყნის სატრანსპორტო სისტემას. დგება სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანა: ქვეყნის ახალ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებაში, მისი განვითარების უზრუნველმყოფი, ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნის, ფორმირებისა და შემდგომი განვითარების პროცესთა მართვის სისტემის ჩამოყალიბება. პრობლემათა შორის მნიშვნელოვანია საზღვაო ტრანსპორტის სფეროში შექმნილი რთული ვითარება, რომლის გადაჭრას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საგარეო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარებისა და მსოფლიო ეკონომიკასთან საქართველოს ინტეგრაციისთვის.
საზღვაო ნაოსნობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მსოფლიო ეკონომიკაში, ვინაიდან ცენტრალური ადგილი უჭირავს ტვირთის გადასაზიდად ერთიანი გლობალური სატრანსპორტო სისტემის ფორმირებაში. მსოფლიო ოკეანე დედამიწის ყველაზე დიდი სატრანსპორტო არტერიაა, რომლითაც ხდება უმეტესი ექსპორტი მთელ მსოფლიოში. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს საზღვაო სანაპიროს თავისი ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობებით. ევრაზიული სატრანსპორტო სისტემის განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე საზღვაო პორტების ტვირთგამტარობის უნარსა და ეკონომიკურ-ეკოლოგიურ მონაცემებზე. საქართველო, რომელიც ერთიან ევრაზიულ სივრცეში ფორმირებისკენ ისწრაფვის, დედამიწის ორი ნაწილის-ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი არეალის თავისებურ ცენტრად გვევლინება.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სატრანსპორტო, კერძოდ საზღვაო სპეციალობის სტუდენტებისთვის, ასევე გამოადგება ამ საქმით დაინტერესებულ პირებს.

 

 

 

image-1
ვ. კუციავა, ზ. ჯოჯუა, თ. გიორხელიძე

ციფრული სქემატექნიკა

უაკ: 681.142

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია: ციფრული ელექტრონიკის მოქმედების პრინციპები; ციფრული სქემების საბაზო ელემენტები და მათი ჩართვის სტანდარტული სქემები; სქემატექნიკური მოდელირების პროგრამა Multisim-ის მოკლე აღწერა, ამ პროგრამის კომპონენტების ბიბლიოთეკაში არსებულ SN74, CD4000, CD4500 სერიებში შემავალი როგორც საშუალო, ისე დიდი ინტეგრაციის ზოგიერთი ციფრული ინტეგრალური მიკროსქემის გამომყვანების დანიშნულება და ამ სქემების მოქმედების პრინციპის აღწერა; ციფრული ინტეგრალური მიკროსქემების გამოყენებით როგორც მარტივი, ისე რთული ციფრული მოწყობილობების დაპროექტების საკითხები; აღწერილია ტიპური ფუნქციური კვანძებისა და პროგრამირებადი ლოგიკური მატრიცების გამოყენების საკითხები; განხილულია სპეციალური სქემები, მეხსიერების სახეები და ციფრულ-ანალოგური სქემები; აღწერილია ზოგიერთი გადამწოდის მოქმედების პრინციპი და მათი გამოყენების მაგალითები; განხილულია როგორც ციფრული, ისე ასოითი და სხვა სახის ინფორმაციის აღმქმელი მოწყობილობები და სხვ.
დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის შესაბამისი სილაბუსის მიხედვით. იგი აგრეთვე გამოადგება ამავე სპეცილობის მაგისტრანტებსა და მკითხველთა იმ წრეს, რომლებიც დაინტერესებული არიან ციფრული მოწყობილობის და პროექტირების საკითხებით.

 

 

image-1
გ. არზიანი, ნ. გვარამაძე, მ. რუხვაძე

მაღალი ძაბვის ინჟინერია ლაბორატორიულ ამოცანათა კრებული

უაკ: 620.9

ლაბორატორიულ ამოცანათა კრებული მოიცავს 6 ამოცანას, რომელთა ჩატარებაც უნდა მოხდეს მაღალი ძაბვის ინჟინერიის თეორიული კურსის პარალელურად. კრებულში შესულია მაღალი ძაბვის წრედებში მიმდინარე სახასიათო პროცესების ამსახველი მაგალითები. ამოცანები შესრულებულია საინჟინრო მოდელირების პროგრამა AATPdraw-ში.
კრებული განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის და დიდ დახმარებას გაუწევს ამ მიმართულებით მომუშავე ინჟინრებსაც.

 

 

image-1
ლ. ფერაძე, დ. ბერიაშვილი

მოდელირება რადიო - სატელეკომუნიკაციო სისტემებში SIMULINK - ის საწყისები I ნაწილი

უაკ: 621.396.962:623.6

სახელმძღვანელოში აღწერილია ვიზუალური მოდელირების Simulink სისტემა, რომელიც კომპიუტერული მათემატიკის ერთ-ერთი წამყვანი პროგრამული პაკეტის-MATLAB-ის გაფართოებაა. Simulink-ის უნიკალური შესაძლებლობების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ მასში მუშაობისათვის არ არის აუცილებელი MATLAB-ის ცოდნა, ის ხშირად აღიქმება როგორც დამოუკიდებელი სისტემა. Simulink-ში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სიგნალის ციფრული დამუშავების თემა.
ზოგადად Simulink სისტემის სამყარო უზარმაზარია. Simulink-ის ახალ ვერსიებში შედის ასობით პროგრამული პაკეტი.
სახელმძღვანელო არის ავტორების მიერ ჩაფიქრებული, Simulink-ის გამოყენებისადმი მიძღვნილი წიგნების სერიის პირველი წიგნი, რომელშიც აღწერილია Simulink სისტემის საწყისი ცნებები და მოცემულია ძირითადი ბლოკების აღწერა. სახელმძღვანელო ილუსტრირებულია მრავალრიცხოვანი მაგალითით, რომლებიც ეხება ძირითადად სიგნალის ციფრულ დამუშავებას. მოცემულ სახელმძღვანელოში განხილული მასალა ორიენტირებულია R2010a – R2013b ვერსიებზე.
ნაშრომი განკუთვნილია „ტელეკომუნიკაციისა“ და „რადიოტექნიკისა და მაუწყებლობის“ დეპარტამენტების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, თუმცა სასარგებლო იქნება მკითხველთა ფართო წრისათვის: სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის, დოქტორანტებისა და მეცნიერი მუშაკებისათვის.