image-1
მ. ცინცაძე, ნ. კუციავა, მ. მაცაბერიძე, თ. გიორგაძე, ნ. გეგეშიძე, ნ. კილასონია

ზოგადი ქიმიის ტესტების კრებული

უაკ: 54

დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს ზოდაგი ქიმიის ყველა იმ თეორიულ საკითხს, რომლებიც გათვალისწინებულია სასწავლო პროგრამის (სილაბუსის) მიხედვით. ეს საკითხებია: ქიმიის ძირითადი ცნებები და კანონები, დ.ი. მენდელეევის პერიოდული სისტემა და ატომის აგებულება, ქიმიური ბმა, ქიმიური თერმოდინამიკა და კინეტიკა, ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა, ხსნარის თეორია, ჟანგვა-აღდგენის რეაქციები და სხვ. სახელმძღვანელო გათვალისწინებულია როგორც ქიმიური, ისე არაქიმიური სპეციალობის სტუდენტებისთვის.

 

 

image-1
რ. გაფრინდაშვილი, თ. ფანჯიკიძე, ს. ხიზანიშვილი

გამოყენებითი ფსიქოლოგია

უაკ: 159.9(02)

ლექციების კურსი განკუთვნილია ტექნიკურ სპეციალობათა ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. ავტორთა კოლექტივი ორიენტირებულია თანამედროვე ეპოქის მოთხოვნებზე, რაც გამოყენებითი ფსიქოლოგიის შესწავლასა და მის პრაქტიკულ გამოყენებას უკავშირდება. ნაშრომი ასევე დაეხმარება შრომით ჯგუფებში ჩართულ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რათა გააანალიზოს და გააკეთოს სავარაუდო დასკვნები თანამედროვე ორგანიზაციებში მიმდინარე ცვლილებებსა და მის შედეგებზე, როგორც შეუქცევად პროცესებზე.

 

 

image-1
ზ. ბალამწარაშვილი, პ. დუნდუა, ზ. ჩიტიძე, ვ. აბაიშვილი, ი. გელაშვილი

ხე-ტყის დამზადებისა და ტრანსპორტირების ტექნოლოგია I ნაწილი

უაკ: 630.0.36

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია მერქნის ნედლეულის წყაროები და მოხმარების სტრუქტურა. ჩამოყალიბებულია საერთო შეხედულებები ხე-ტყის დამზადების, ტრანსპორტირებისა და მთიან პირობებში ტყეკაფითი სამუშაოების ტექნოლოგიურ პროცესებზე, დამუშავებულია ტყესაკაფი სამუშაოების, ობიექტებისა და ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმიზაციის მოდელირების საფუძვლები. რეკომენდებულია ტყის ჭრისა და დამზადებული ნედლეულის მორთრევისას უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ძირითადი წესები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სატყეო-საინჟინრო სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე დახმარებას გაუწევს ხე-ტყის დამზადების საწარმოებში მომუშავე ინჟინერ-ტექნოლოგებსა და დარგის სპეციალისტებს თეორიული და პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტაში.

 

 

image-1
ზ. ბალამწარაშვილი, პ. დუნდუა, ზ. ჩიტიძე, ვ. აბაიშვილი, ი. გელაშვილი

ხე-ტყის დასამზადებელი მანქანები და მოწყობილობები II ნაწილი

უაკ: 630. 0. 36

დამხმარე სახელმძღვანელოში „ხე-ტყის დასამზადებელი მანქანები და მოწყობილობები“ ჩამოყალიბებულია საერთო შეხედულებები ხე-ტყის დამზადებისა და ტყესაკაფითი სამუშაოების წარმოებაზე. განხილულია მერქნის მორთრევის საკითხები, მერქნის მორთრევის წესები და მორსათრევი მანქანების კლასიფიკაცია. დამუშავებულია ტყესაკაფი სამუშაოების ეკოლოგიურად უვნებელი ტექნოლოგიები და მანქანები მთიან პირობებში სამუშაოდ. მოცემულია ტყის მანქანების საწევი თვისებების ანალიზი და გაანგარიშებები დინამიკური მახასიათებლების დასადგენად, შესწავლილია ტყის ტრანსპორტის მოძრაობის და გამავლობის თეორიის საკითხები - მუხლუხა და თვლიანი სავალი სისტემებისათვის სპეციფიკურ-ექსტრემალურ პირობებში ექსპლუატაციის დროს.
ნაშრომში შეტანილია სტუ-ს მერქნული მასალების დამზადება-დამუშავების კათედრაზე, საქართველოს მთაგორიანი პირობებისათვის დამუშავებული და დანერგილი ტყესაკაფითი სამუშაო პროცესების ეკოლოგიურად უვნებელი კომპლექსური მექანიზაციის ტექნოლოგიური სქემები, აგრეთვე მორსათრევი თვითმტვირთავი აგრეგატების, განივგადასატანი დანადგარების და მათი მექანიზმების სქემური და კონსტრუქციული გადაწყვეტილებები-ავტორების მონოგრაფიებიდან, სამეცნიერო სტატიებიდან და პატენტებიდან გამოგონებაზე.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სატყეო-საინჟინრო სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტების და დოქტორანტებისათვის, ასევე დახმარებას გაუწევს ხე-ტყის დასამზადებელ საწარმოებში მომუშავე ინჟინერ-კონსტრუქტორებს და დარგის სპეციალისტებს თეორიული და პრაქტიკული საკითხების გადასაწყვეტად.

 

 

image-1
შ. ბაქანიძე, ლ. სამხარაძე, ვ. პირმისაშვილი

რეკომენდაციები ადგილობრივი მსუბუქშემვსებიანი ბეტონებით მოწყობილი თბოსაიზოლაციო შრის მინიმალური სისქის დადგენის თაობაზე საქართველოს პირობებისათვის

უაკ: 69.05

განხილულია ადგილობრივი მსუბუქშემვსებიანი ბეტონებით მოწყობილი თბოსაიზოლაციო შრის მინიმალური სისქის დადგენის მეთოდიკა. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, აგრეთვე საპროექტო და სამშენებლო ფირმებისთვის.

 

 

 

image-1
ო. დუდაური, ნ. ფოფორაძე

სტუდენტთა საველე-გეოლოგიური პრაქტიკის მეგზური თბილისი – საქართველოს სამხედრო გზა – ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

უაკ: 55

წარმოდგენილია სტუდენტთა სასწავლო საველე-გეოლოგიური პრაქტიკის ჩასატარებლად შერჩეული ტერიტორიების გეოლოგიური მარშრუტების აღწერა. კერძოდ მოცემულია ქანების ლითოლოგიური შედგენილობა და გეოლოგიური სტრუქტურების დახასიათება. გარკვეული ყურადღება აქვს დათმობილი აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებულ ისტორიულ ძეგლებს.
განკუთვნილია გეოლოგიური სპეციალობის სტუდენტებისთვის და მიზნად ისახავს საველე პირობებში იმ ცოდნის გაღრმავებას, რომელიც სტუდენტებს მიღებული აქვთ თეორიულ კურსში, ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებზე.

 

 

image-1
ი. ცქვიტინიძე, ზ. ქვათაძე

ალბათობის თეორიისა და მასობრივი მომსახურების თეორიის საკითხები

უაკ: 621.396

განხილულია ალბათობის თეორიისა და მასობრივი მომსახურების თეორიის რამდენიმე საკითხი და მოყვანილია რეკომენდაციები.      
განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის.

 

 

image-1
დ. ჯაფარიძე, მ. თოფურია

ეკონომიკური და ფინანსური რისკები (ამოცანათა კრებული)

უაკ: 33:336

წინამდებარე კრებულის მიზანია ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს და პრაქტიკულად გაადაწყვეტინოს საბაზრო ეკონომიკის პირობებში  სამრეწველო საქმიანობაში, ბიზნესში წარმოქმნილი ეკონომიკური და ფინანსური რისკების ამოცანების ამოხსნის საკითხები. რისკიანი სიტუაციებისათვის, როგორც მართვის თეორიისა და პრაქტიკის შემადგენელი ნაწილისათვის, დამახასიათებელია მოვლენათა შემთხვევითი ხასიათი, განუსაზღვრელობა, ალტერნატიული გადაწყვეტილებების არსებობა და სხვ. კრებული მოიცავს ამოცანების ამოხსნისათვის საჭირო თეორიულ მასალას - მეთოდურ მითითებებს.

 

 

image-1
გ. ჯაფარიძე

ტექნიკური მექანიკა

უაკ: 531.8;621.01

განხილულია საკვანძო საკითხები, კერძოდ, ისეთი ამძრავების დაპროექტება, რომლებიც შედგება ტალღური გადაცემების, კბილა ღვედური, შევრონულ კბილანური და გლობოიდური ჭიახრახნული. ეს გადაცემები გამოიყენება სხვადასხვა ტიპის თანამედროვე მანქანაში.
განკუთვნილია საინჟინრო სპეციალობების ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის, ასევე საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ნაშრომში წარმოდგენილი საკითხებით. აღნიშნული სახელმძღვანელო დაეხმარება სტუდენტებს, დამოუკიდებლად შეასრულონ საკურსო სამუშაო, საშინაო დავალება და საკურსო პროექტი მანქანათა ნაწილებში, ტექნიკურ ან გამოყენებით მექანიკაში.