image-1
რ. სამხარაძე, ნ. ჯოჯუა, ლ. გაჩეჩილაძე, მ. ქურდაძე

Transact-SQL ენა 1
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად I ნაწილი

უაკ: 800.8

მეთოდიკური მითითებების პირველი ნაწილი განკუთვნილია იმ ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად. მასში განხილულია მონაცემთა ბაზების არქიტექტურა, ცხრილები, მონაცემთა და მომხმარებლების ტიპები, ცხრილში მონაცემების ჩამატება, მონაცემების ამორჩევა, ჩადგმული და ბმული მოთხოვნები და ა.შ. თითოეულ ლაბორატორიულ სამუშაოს თან ახლავს მოკლე თეორიული ცნობები და შესაბამისი საკითხის პრაქტიკული გადაწყვეტა.

 

 

 

image-1
რ. სამხარაძე, ნ. ჯოჯუა, ლ. გაჩეჩილაძე

პროექტი მონაცემთა ბაზაში
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად I ნაწილი

უაკ: 681.3

სასწავლო კურსის ათვისების შემდეგ სტუდენტი შეძლებს: საინფორმაციო და მიკროპროცესორული სისტემებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებასა და განხორციელებას .NET პლატფორმაზე; სერიული პორტების, ADO.NET კლასებისა და ობიექტების შესწავლას და მათ გამოყენებას აღნიშნული ტიპის სისტემების შესაქმნელად.

 

 

image-1
ზ. ოქროსცვარიძე, ი. კახნიაშვილი, ლ. ჩხიკვაძე, ნ. ვაჩეიშვილი, ს. არეშიძე

ყველაფერი კეთილშობილი ლითონებისა და ძვირფასი ქვების შესახებ I ნაწილი

უაკ: 671

სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში წარმოდგენილია ოქროს, ვერცხლის, პლატინის და მისი ჯგუფის ელემენტების წარმოების მეთოდები; სუფთა ლითონების და მათი შენადნობების ფიზიკურ-ქიმიური და მექანიკური თვისებები; საიუველირო წონები, სინჯები და დადამღვის წესები; სხვადასხვა სინჯის შენადნობების თვისებები და მათი მდგომარეობის დიაგრამები. ფართოდაა განხილული კეთილშობილი ლითონების ნაკეთობების საწარმოო პროცესების ძირითადი სახეები−მათი დნობიდან და პლასტიკური დეფორმაციიდან თერმული დამუშავების სახეებამდე. განსაკუთრებით კარგადაა წარმოდგენილი კეთილშობილი ლითონების სინჯების დამდგენი სველი ქიმიური მეთოდები, რომლითაც სარგებლობენ კვლევითი ლაბორატორიები, ლომბარდები და ბანკები, ასევე მათი შენადნობების კვლევის თანამედროვე ფიზიკური მეთოდები.
მეორე ნაწილში განხილულია ძვირფასი ქვების თანამედროვე კლასიფიკაცია. ბუნებრივი და სინთეტიკური ქვების დიაგნოსტიკის მეთოდები, ძვირფასი ქვების 17 ჯგუფი. მოცემულია ძვირფასი ქვების დაწახნაგების ძირითადი ელემენტები და გეომეტრია. იდეალური და პრაქტიკული დაწახნაგების გეომეტრიული პარამეტრები. ბრილიანტების კლასიფიკაცია რუნდისტის ფორმისა და დაწახნაგების სახის მიხედვით, ბრილიანტის დეფექტები. მოცემულია თუ როგორ უნდა დადგინდეს ბრილიანტის ფასი. მოცემულია ძვირფასი ქვების ისტორია და ზოგიერთი რჩევა საიუველირო ნაკეთობების მყიდველებისათვის.
წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის ფერადი ლითონების მეტალურგიის სპეციალობის ბაკალავრიატის, პროფესიული სწავლების, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის, გამოადგებათ ფერადი ლითონების  და ძვირფასი ნაკეთობების საიუველირო ექსპერტიზის სპეციალისტებს.

 

 

image-1
მ. ონიანი

კომპიუტერული ტექნოლოგიები ოპერაციული სისტემა MS WINDOWS, საოფისე პროგრამები MS WORD და MS EXCEL მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 681.3

შედგენილია მოქმედი პროგრამის შესაბამისად და წარმოადგენს 2011 წელს გამოშვებული მეთოდიკური მითითებების გაუმჯობესებულ ვარიანტს. მასში მოცემული მასალა წლების მანძილზე იხვეწებოდა სტუდენტებთან მუშაობის პროცესში. შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია ის ნიუანსებიც, რაც თან ახლავს სტუდენტებთან მუშაობას მთელი მეცადინეობის მანძილზე მათი დაკავების და დაინტერესების თვალსაზრისით. დავალების ნაწილში გამოყენებულია სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან მოპოვებული მასალა.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. იმავდროულად, მისი გამოყენება შეუძლია ყველა იმ სტუდენტს და დაინტერესებულ პირს, რომელთაც სურთ ოპერაციული სისტემის MS WINDOWS 7,  საოფისე პროგრამების  MS WORD 2007 და MS EXCEL 2007-ის შესწავლა.

 

 

image-1
დ. მეფარიშვილი, თ. შეროზია, გ. ნარეშელაშვილი, ხ. ქრისტესიაშვილი

მენეჯმენტის პროცესების ავტომატიზაციის საფუძვლები

უაკ: 338.244

დღესდღეობით თითქმის არ არსებობს ეკონომიკის არც ერთი სფერო, სადაც კომპიუტერების გამოყენებით არ მიმდინარეობდეს ობიექტების საწარმოო რესურსების დაგეგმვისა და  მართვის ამოცანების ავტომატიზაცია.
დამხმარე სახელმძღვანელო გათვალისწინებულია მართვის ავტომატიზებული სისტემის პროგრამული კომპლექსის  -  INFINATI - ს შესასწავლად, რომლის საშუალებითაც ხორციელდება საწარმოს მენეჯმენტის ამოცანების ავტომატიზაცია. ლაბორატორიული მეცადინეობები მოიცავს 15  სამუშაოს. თითოეულ სამუშაოზე გათვალისწინებულია ორი საათი.

 

 

image-1
ლ. კაპანაძე, ნ. ფხაკაძე, ლ. გერგეშელიძე

მოდის სამყარო განმარტებითი ლექსიკონი

უაკ: 801.3

განხილულია სახელწოდებები და განმარტებები, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში იყო გავრცელებული. თუ გავიხსენებთ წინა წლებს, დავრწმუნდებით, რომ თანამედროვე მოდაზე გავლენას ახდენს წარსულში არსებული ფორმები. ამდენად, მოცემული განმარტებები მნიშვნელოვანია ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ლექსიკონი შეიძლება არ იყოს დაზღვეული ზოგიერთი ხარვეზისაგან. ავტორები მადლიერებით მიიღებენ ყველა საქმიან შენიშვნას და გაითვალისწინებენ თავის შემდგომ მუშაობაში.
ლექსიკონი დიდ დახმარებას გაუწევს მწერლებს, ჟურნალისტებს, სტუდენტებს, მკითხველებს და ყველა იმ პირს, რომლებიც არიან დაინტერესებული მოდის სამყაროთი.

 

 

image-1
ა. დუნდუა

კომპიუტერული სისტემებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების თეორიული საფუძვლები

უაკ: 62-5

ნაშრომში განსაზღვრულია ინფორმაციის რაობა, სტრუქტურული ერთეულები და განხილულია მისი კლასიფიცირება; ნაჩვენებია თვლის სისტემების, სათვლელი მოწყობილობებისა და კომპიუტერების წარმოშობის წანამძღვრები და მათი განვითარების გზები; განხილულია ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემებისა და სამუშაო ადგილების რაობა, მათი ორგანიზებისა და კლასიფიცირების საკითხები; გადმოცემულია კომპიუტერში მონაცემების წარმოდგენის მეთოდები და ფორმულირებულია თვლის სხვადასხვა სისტემების საშუალებით გამოსახულ რიცხვებზე არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ხერხები; დიდი ადგილი აქვს დათმობილი ლოგიკის ალგებრის რაობისა და მეთოდების გადმოცემას; განხილულია პროცესორული მოწყობილობების ფუნქციონირების საკითხები და მოყვანილია კომპიუტერული სისტემის აპარატურული უზრუნველყოფის ცალკეული მოწყობილობების ასაგებად ლოგიკის ალგებრის გამოყენების მაგალითები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ტექნიკური უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ დისციპლინას „კომპიუტერული სისტემები და გამოყენებითი ტექნოლოგიები“ ან „ინფორმატიკა“. სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს როგორც ამ სფეროში მომუშავე პედაგოგებსა და სპეციალისტებს, ისე ამ საკითხით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას.

 

 

image-1
ვ. დოლიძე, ნ. იაშვილი, ქ. მახაშვილი, ვ. ფადიურაშვილი

ელექტროქიმიურ პროცესებში ელექტროდულ სისტემათა საფუძვლები

უაკ: 541.135.5

განხილულია ელექტროდული სისტემები, მოცემულია მათი სტრუქტურები, მუშაობის პრინციპები, აგებულება. განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი ელექტროდების გამოყენებას პრაქტიკაში. ნაჩვენებია გამოყენების მრავალი მაგალითი. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, დახმარებას გაუწევს აგრეთვე ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებს.

 

 

image-1
Дж. Н. Дочвири, Г. И. Джавахишвили

Моделирование динамических режимов систем управления электроприводами в программе MATLAB Методические указания к лабораторным работам

უაკ: 62-5

Рассмотрены динамические  режимы  современных систем  управления электроприводами  как постоянного, так и пере­мен­ного тока. Исследования проводятся  на компьютере в  прог­рамме  MATLAB.
Предназначена для студентов  электроэнергетической специ­альности  факультета энергетики  и  телекоммуникации.