image-1
რ. ცხვედაძე

უწყვეტ ტანთა მექანიკის ზოგიერთი ამოცანის გადაწყვეტა ჩვეულებრივ დიფერენციალურ განტოლებებში

უაკ: 5393 (075)

დამხმარე სახელმძღვანელოში ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებების გამოყენებით, მიღებულია სწორკუთხა ფორმის განივკვეთიანი პრიზმული ღეროების გრეხის და ღუნვის ამოცანების ზუსტი ანალიზური ამოხსნები, რომლებიც მიუღწევლად იყო მიჩნეული კლასიკურ დრეკადობის თეორიაში.
აღნიშნული თეორიით ორმაგი სიმრუდის დამრეცი თხელი გარსების გაანგარიშებისას გათვალისწინებულია ძვრის ძალების გავლენა, რაც გარსთა კლასიკურ თეორიაში უგულებელყოფილია სასაზღვრო პირობების არასრულყოფილების გამო.
მხები ძაბვების გაუთვალისწინებლობის გამო დადგენილია მცდარობა ფილების თეორიაში დაკანონებული ცნებისა სწორკუთხა ფორმის ფილის ე.წ. „სუფთა ღუნვის“ შესახებ.
ნაჩვენებია ჩვეულებრივ დიფერენციალურ განტოლებების გამოყენებით დრეკადობის თეორიის უპირატესობა კლასიკურ დრეკადობის თეორიასთან შედარებით, დრეკად ფუძეზე მდებარე და კონტურით ხისტად ჩამაგრებული ფილების გაანგარიშების მაგალითზე.
წიგნი ძირითადად განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის მაგისტრანტებისათვის. იგი კარგ სამსახურს გაუწევს დოქტორანტებს და სპეციალისტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ნაგებობათა სიმტკიცის პრობლემების შესწავლით.

 

 

image
ე. ასაბაშვილი, თ. სტურუა

საპრეზენტაციო პროგრამა Microsoft Office PowerPoint 2007

უაკ: 008

განხილულია Microsoft Office PowerPoint 2007  საპრეზენტაციო პროგრამაში მუშაობის საკითხები, მათი შექმნის და გამოყენების საშუალებები. დეტალურადაა განხილული PowerPoint-ის მენიუს  თითოეული ბრძანებისა და ინსტრუმენტთა პანელის ღილაკების დანიშნულება, პრეზენტაციის შექმნისა და რედაქტირების საშუალებანი.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტების, მაგისტრანტებისა და ინფორმატიკის შესწავლით დაინტერესებული სხვადასხვა დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში იყენებენ Microsoft Office PowerPoint 2007 საპრეზენტაციო პროგრამას.

 

 

image-1
გ. გოგიჩაიშვილი, თ. შეროზია, ლ. პეტრიაშვილი, მ. კაშიბაძე, მ. ოხანაშვილი

საინფორმაციო ტექნოლოგიები ელექტრონული პრეზენტაცია Ms PowerPoint
მეთოდური მითითებები პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 008

პრეზენტაცია (ანუ წარმოდგენა, დემონსტრირება) ფართოდ გამოიყენება ისეთ საჯარო გამოსვლებში, როგორიცაა ლექცია, მოხსენება, სემინარები, კონფერენცია. კარგად გაფორმებული პრეზენტაცია აადვილებს მოხსენების შინაარსის აღქმას და  საინტერესოს ხდის. წარსულში პრეზენტაციის დროს ფართოდ გამოიყენებოდა სხვადასხვა პლაკატი (ქაღალდის), სლაიდები, დიაპოზიტივები, ტექნიკური საშუალებები.
ამჟამად პრეზენტაციის პროცესში ფართოდ გამოიყენება კომპიუტერული საშუალებები. პროგრამებს, რომელთა საშუალებითაც ხდება პრეზენტაციის შექმნა და დემონსტრირება კომპიუტერის ან დიდ ეკრანზე (დიაპროექტორის საშუალებით) ეწოდება ელექტრონული პრეზენტაცია. მისი მეშვეობით შეიძლება ჩავწეროთ ის დისკზე ფაილის სახით, დავბეჭდოთ ქაღალდზე ან სლაიდზე, ან დიაპოზიტივზე და შევქმნათ ნაბეჭდი გასამრავლებელი მასალა, განვათავსოთ ინტერნეტში.
არ არსებობს დარგი, იქნება ეს ბიზნესი, განათლება, კულტურა, მედიცინა, ტურიზმი და სხვა, სადაც არ გამოიყენება პროექტების, მომსახურების  პროდუქტების პრეზენტაცია.
ელექტრონული პრეზენტაცია  MS Power Point წარმოადგენს MS Office საოფისე პროგრამების პაკეტში შემავალი პროგრამა, რომელიც დღეს ყველაზე პოპულარულია.

 

 

image-1
გ. გოგიჩაიშვილი, თ. შეროზია, ლ. პეტრიაშვილი, მ. კაშიბაძე, მ. ოხანაშვილი

საინფორმაციო ტექნოლოგიები ელექტრონული ცხრილები Ms Excel
მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 008

შედგენილია  Ms Excel  2003 საოფისე პროგრამის ბაზაზე. შედგება 12 ლაბორატორიული სამუშაოსაგან. თითოეულ ლაბორატორიულ სამუშაოში მოცემულია მისი დასახელება, დანიშნულება, მეთოდური მითითებები, საკონტროლო კითხვები და დავალებები.
განკუთვნილია სტუ-ის სტუდენტებისათვის.  მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

 

 

image-1
თ. გიგოშვილი, დ. ღუღუნიშვილი, ნ. ცარციძე

სამკურნალო მცენარეული ნედლეულის შრობა და შენახვა
მეთოდური მითითებები პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 615.32:615.014.41

სასწავლო მეთოდური მითითება ეხება დასახელებული თემატიკის ირგვლივ ზოგად კანონზომიერებებს, მოიცავს საქართველოში მოზარდი შვიდი მცენარის სხვადასხვა ნაწილების შეგროვების, შრობისა და შენახვის პირობების კვლევას.
ნაშრომში ჩამოყალიბებულია მითითებები კატაბალახას ფესურების ფესვებით, შროშანას ბალახის, პიტნის ფოთლების, კუნელის ყვავილების, ძახველის ქერქის, ქაცვის ნაყოფის, კვლიავის თესლის შეგროვების, შრობისა და შენახვის პირობების შესახებ.
წარმოდგენილი მეთოდური მითითება შედგენილია ამჟამად მოქმედი სასწავლო პროგრამის მიხედვით ფარმაცევტული სპეციალობის სტუდენტებისათვის, სწავლების სამივე ეტაპზე.

 

 

image-1
ა. გიგინეიშვილი, კ. გორგაძე, გ. კუკულაძე, ლ. მაცაბერიძე, ლ. ჩახვაშვილი

ლაბორატორიული პრაქტიკუმი ფიზიკაში მაგნეტიზმი და ოპტიკა
II ნაწილი

უაკ: 535+538

კრებულში შესულია ფიზიკის კურსის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ის ამოცანები, რომლებიც ამჟამად ფუნქციონირებს ზოგადი ფიზიკის სასწავლო ლაბორატორიებში.
მომავალში, საჭირო თანამედროვე ხელსაწყოების შეძენასთან ერთად, გათვალისწინებულია არსებული ამოცანების გაუმჯობესება და ახლების დადგმა, რასაც ხელს შეუწყობს კრებულის მიმართ გამოთქმული საქმიანი შენიშვნები.
ყოველ ამოცანას წამძღვარებული აქვს თეორიული ნაწილი, რომელიც ზოგჯერ მეტნაკლებად მეორდება, ვინაიდან, სტუდენტებისათვის სამუშაოს შესრულების გამარტივების მიზნით, ჩვენ უარი ვთქვით ამოცანებისათვის საერთო თეორიის დაწერაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ თეორიული ნაწილი მოცემულია საკმაოდ ვრცლად, ვინაიდან სტუდენტს ლაბორატორიული ამოცანების უმრავლესობის შესრულება მოუხდება მაშინ, როცა სათანადო თეორიული მასალა ლექციაზე წაკითხული ჯერ კიდევ არ არის.

 

 

image-1
ჯ. დოჭვირი, ჯ. ბეჟანიშვილი, ო. ხაჭაპურიძე

ქაღალდის დამამზადებელი მანქანების მართვა

უაკ: 676.2.052

განხილულია თანამედროვე ქაღალდის დამამზადებელი მანქანების და მათი ელექტროამძრავების კონსტრუქციული და ფუნქციური თავისებურებები, აგრეთვე მართვის მეთოდები და საშუალებები.
დამხმარე სახელმძღვანელო  განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის იმ სპეციალობათა სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ საგნებს: ტექნოლოგიური დანადგარების ელექტროამძრავების ავტომატური მართვა,  ტექნოლოგიური დანადგარები და მათი მართვის სისტემები.

 

 

image-1
დ. ფოცხვერაშვილი

ხელოვნების ფილოსოფიის ზოგიერთი საკითხისათვის

უაკ: 7:1.330

განხილულია ხელოვნების გნოსეოლოგიის, ონტოლოგიის, აქსიოლოგიის, ხელოვნებაში უნივერსალიებისა და ხელოვნების ფილოსოფიის სხვა საკითხები.
წიგნი დამხმარე სახელმძღვანელოა და განკუთვნილია ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ამ საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.

 

 

image-1
ზ. წვერაიძე, ლ. გაჩეჩილაძე, ლ. ნონიკაშვილი

დაპროგრამების საფუძვლები ალგორითმული ენა Visual Basic
მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად I ნაწილი

უაკ: 681.3

განხილულია 13 ლაბორატორიული სამუშაოს შესრულების მეთოდიკა. ყოველი სამუშაოსთვის აღწერილია გრაფიკული ინტერფეისის დამუშავების, პროგრამული კოდის ჩაწერისა და Visual Basic – პროექტის შესრულების პროცედურები.

მოცემული მეთოდური მითითებანი განკუთვნილია დაპროგრამების საფუძვლების ასათვისებლად.