image-1
თ. ბჟალავა, ა. გიგინეიშვილი, გ. კუკულაძე, ჯ. ცერცვაძე

ფიზიკის ამოცანათა კრებული

უაკ: 53

კრებულში ამოცანებს წინ უძღვის შესაბამისი მასალის აღმწერი ძირითადი ფორმულები, ჩამოყალიბებულია ფიზიკის ფუნდამენტური კანონები, მოყვანილია ფიზიკური სიდიდეების, როგორც SI სისტემის, ისე სისტემგარეშე ერთეულები, მოცემულია ამოცანების ამოხსნის მაგალითები.
ამოცანათა კრებული მოიცავს ზოგადი ფიზიკის პროგრამის პირველ ნაწილს - მექანიკას, მოლეკულურ ფიზიკას, თერმოდინამიკას, ელექტროსტატიკასა და ელექტროდინამიკას.
კრებული განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის სტუდენტებისათვის, რომლებიც გადიან ზოგადი ფიზიკის კურსს და ასევე მათთვის, ვისაც სჭირდება ფიზიკა პროფესიულ საქმიანობაში ან, უბრალოდ, აინტერესებს ეს საგანი.

 

 

image-1
რ. კლდიაშვილი, დ. ბიბილეიშვილი

წყალი და მისი ხასიათი

უაკ: 541.1;546.212

განხილულია წყლის გავრცელება ბუნებაში და გავლენა ატმოსფეროს კლიმატზე, წყლის ფიზიკური თვისებები და ქიმიური თვისებები, მისი იზოტოპები, სიხისტე და მისი აცილების ხერხები, ცოცხალი და მკვდარი წყლები და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, წყლის ანომალიური თვისებები.
განკუთვნილია როგორც ქიმიკოსებისათვის, ასევე ჰიდროგეოლოგებისათვის, ეკოლოგებისათვის, ენერგეტიკისა და სამშენებლო ფაკულტეტის სხვადასხვა მიმართულბის სტუდენტებისათვის ზოგადი და არაორგანული ქიმიის კურსის შესწავლის დროს (ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისათვის) და ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
დ. ერისთავი, მ. მამულაშვილი, ე. მაცაბერიძე

ლაბორატორიული პრაქტიკუმი სამრეწველო ობიექტების მონიტორინგში

უაკ: 65.012.12

დამხმარე სახელმძღვანელოში „ლაბორატორიული პრაქტიკუმი სამრეწველო ობიექტების მონიტორინგში“ განხილულია მინერალური წყლების, სამრეწველო მადნების დამუშავებისა და კვების პროდუქტების მონიტორინგი. მოცემულია სინჯის დამუშავებისა და ანალიზის მეთოდები.
წიგნი განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიის გარემოს დაცვის ინჟინერიისა და უსაფრთხოების სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
დ. ერისთავი, მ. მამულაშვილი, ე. მაცაბერიძე

ლაბორატორიული პრაქტიკუმი ბუნებრივი ობიექტების მონიტორინგში

უაკ: 65.012.12

დამხმარე სახელმძღვანელოში „ლაბორატორიული პრაქტიკუმი ბუნებრივი ობიექტების მონიტორინგში“ განხილულია: ატმსფეროში გაბნეული მავნე კომპონენტების და მტვრის მონიტორინგი, ბუნებრივი და ჩამდინარე წყლების სინჯის აღებისა და ანალიზის მეთოდები, ასევე ნიადაგის დამუშავებისა და შედგენილობის განსაზღვრის მეთოდები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიის, გარემოს დაცვის ინჟინერიისა და უსაფრთხოების სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
მ. დემეტრაშვილი, მ. ძიძიგური

ზედაპირების თანაკვეთა ტექნიკური დეტალების ნახაზებზე (ამოცანათა კრებული მეთოდური მითითებებით)

უაკ: 76:741/744

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საინჟინრო გრაფიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემის – ზედაპირების თანაკვეთის წირის აგების მეთოდები, რაც ახსნილია სხვადასხვა ტიპისა და სირთულის მაგალითებით, თან ერთვის ამოცანების ვარიანტები. წინამდებარე ნაშრომი დაეხმარება სტუდენტებს ამ თემის საფუძვლიანად შესწავლაში, აგრეთვე საკონტროლო სამუშაოების შესრულებაში როგორც საინჟინრო გრაფიკაში, ისე მანქანათსაშენ ხაზვაში.
წიგნი განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა ტექნიკური სასწავლებლების, მათ შორის პროფესიული კოლეჯების სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
თ. მახარაშვილი

მეთოდური მითითებები ლანდშაფტის არქიტექტურაში და საკურსო პროექტის მოცემულობები თემებზე: საქალაქო მრავალფუნქციური პარკი, საქალაქო ბაღის პროექტირება და განახლება

უაკ: 72

მეთოდურ მითითებებში მოცემულია საკურსო პროექტების მოცემულობები და მასთან დაკავშირებული განმარტებები.
განკუთვნილია ლანდშაფტის არქიტექტურის სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესის და, კერძოდ, პროექტირების სწორად წარმართვისათვის.

 

 

image-1
ნ. მჭედლიშვილი, ი. დავითაშვილი

წრფივი სისტემების ავტომატური მართვის თეორია

უაკ: 681.3

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ლაბორატორიული სამუშაოების კურსი საგანში „მართვის თეორია 1“, რომელშიც შესწავლილია მართვის თანამედროვე სისტემის ანალიზისა და სინთეზის მეთოდები, განხილულია როგორც გახსნილი, ისე შეკრული წრფივი სისტემები; მოცემულია მათი შედარებითი ანალიზი; გამოყენებულია ასეთი ობიექტების ავტომატური კვლევის კომპიუტერული სისტემა Matlab/Simulink-ი. განხილულია მდგრადობის და თვისებრიობის საკითხები.
წიგნი გათვლილია მკითხველთა ფართო აუდიტორიისათვის. ის საჭირო დახმარებას გაუწევს მართვის სპეციალისტებს: სტუდენტებს, ინჟინრებს, მაგისტრანტებს და სხვებს, ვისაც სურვილი გაუჩნდება დაეუფლოს მართვის თანამედროვე თეორიას.

 

 

image-1
ე. რუსიეშვილი

ელექტრონული კომუნუკაციის ლინგვისტური თავისებურებანი (ინგლისური ენის მაგალითზე)

უაკ: 621.384

დამხმარე სახელმძღვანელო „ელექტრონული კომუნიკაციის ლინგვისტური თავისებურებანი“ განეკუთვნება ინგლისური ენის მასალაზე ურთიერთობის ახალ ფორმას – ელექტრონული დისკურსის შესწავლას. თემა აქტუალურია, რადგან ვერბალური კომუნიკაცია, ზოგადად ინტერნეტში, კერძოდ ჩატში, სულ უფრო  მასობრივ ხასიათს იძენს და სხვადასხვა ასაკობრივ და სოციალურ ჯგუფს მოიცავს.
კვლევის მასალად აღებულია ინგლისურენოვანი ინტერნეტ-საიტებიდან კოპირებული ჩატების ფრაგმენტები. ელექტრონული კომუნიკაციისა და ვერბალური კომუნიკაციის ტრადიციულ ფორმებს შორის, ხშირად შეინიშნება ურთიერთქმედება და ურთიერთშეღწევა. წიგნში აღწერილია ინგლისურ ენაზე ელექტრონული დისკურსის ინსტრალინგვისტური სპეციფიკა; ასევე, იმ ენობრივი თავისებურებების გამოვლენა, რომელიც როგორც მეტყველების განხორციელების ხერხით, ისე ინგლისური ენის სისტემის სპეციფიკით არის განპირობებული.
წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს, როგორც ინგლისური ენის სპეციალიტებს, ისე ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს.

 

 

image-1
ვ. ბოგველიშვილი, ჯ. იოსებიძე, ზ. ბოგველიშვილი

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება როგორც მსოფლიოს გლობალური პრობლემა და საქართველოში მისი უზრუნველყოფის პერსპექტიული ღონისძიებები

უაკ: 656.13.02

დამხმარე სახელმძღვანელოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე განხილულია მსოფლიოსა და საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობა, ასევე მისი ამაღლების გზები და საშუალებები.
განკუთვნილია როგორც საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, დოქტორანტებისათვის, ისე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის.