image-1
გ. ჩიტაიშვილი, ნ. ნოზაძე, ქ. ჭკუასელი

შენობის მოდელის აგება მეთოდიკური მითითებები კომპიუტერულ საინჟინრო გრაფიკაში მომუშავე მშენებლებისათვის

უაკ: 681.3:624

წინამდებარე მეთოდიკური მითითებები „კომპიუტერულ საინჟინრო გრაფიკაში მომუშავე მშენებლებისათვის (შენობის მოდელის აგება)“ განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლიათ იმ პირებს ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით არის დაინტერესებული და გააჩნიათ კომპიუტერთან მუშაობის მინიმალური უნარ-ჩვევები.

 

 

image-1
ო. ბიჭიაშვილი, გ. მაისურაძე

ბიზნესის საფუძვლები

უაკ: 339.15

დამხმარე სახელმძღვანელოში ჩამოყალიბებულია ბიზნესის საფუძვლების თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხები. მისი მთავარი მიზანია ბიზნესურ გადაწყვეტილებათა მიღების თეორიისა და პრაქტიკის ურთიერთკავშირის ახსნა. მასში განხილულია: ბიზნესის წარმოშობა და განვითარება, მისი სამართლებრივი ფორმები, კონკურენცია, მარკეტინგი, ადამიანური რესურსები, ინფრასტრუქტურა და სხვა. იგი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების საინჟინრო და ეკონომიკური სპეციალობის სტუდენტებისათვის. მას აგრეთვე მნიშვნელოვანი სარგებლობის მოტანა შეუძლია ამ საკითხებით დაინტერესებული  მკითხველისათვის.

 

 

image-1
ვ. კუციავა, ზ. ჯოჯუა

ციფრული სქემატექნიკა

უაკ: 681.142

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია: ციფრული ელექტრონიკის მოქმედების პრინციპები; ციფრული სქემების საბაზო ელემენტები და მათი ჩართვის სტანდარტული სქემები; სქემატექნიკური მოდელირების პროგრამა Multisim-ის მოკლე აღწერა, ამ პროგრამის კომპონენტების ბიბლიოთეკაში არსებულ SN74, CD4000, CD4500 სერიებში შემავალი როგორც საშუალო, ისე დიდი ინტეგრაციის ზოგიერთი ციფრული ინტეგრალური მიკროსქემის გამომყვანების დანიშნულება და ამ სქემების მოქმედების პრინციპის აღწერა; ციფრული ინტეგრალური მიკროსქემების გამოყენებით როგორც მარტივი, ისე რთული ციფრული მოწყობილობების დაპროექტების საკითხები; აღწერილია ტიპური ფუნქციური კვანძებისა და პროგრამირებადი ლოგიკური მატრიცების გამოყენების საკითხები; განხილულია სპეციალური სქემები, მეხსიერების სახეები და ციფრულ-ანალოგური სქემები; აღწერილია ზოგიერთი გადამწოდის მოქმედების პრინციპი და მათი გამოყენების მაგალითები; განხილულია როგორც ციფრული, ისე ასოითი და სხვა სახის ინფორმაციის აღმქმელი მოწყობილობები და სხვ.
დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის შესაბამისი სილაბუსის მიხედვით. იგი აგრეთვე გამოადგება ამავე სპეცილობის მაგისტრანტებსა და მკითხველთა იმ წრეს, რომლებიც დაინტერესებული არიან ციფრული მოწყობილობის და პროექტირების საკითხებით.

 

 

image-1
ზ. ბარდაჩიძე

მინერალური სასუქებისა და სოდაპროდუქტების ტექნოლოგია

უაკ: 631.82

მინერალური სასუქებისა და სოდაპროდუქტების ტექნოლოგიის ქართულ ენაზე გამოცემული სახელმძღვანელო ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა, ამიტომ აუცილებლად მივიჩნიეთ წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელოს შექმნა. იგი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის არაორგანულ ნივთიერებათა და საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტების ტექნოლოგიის მიმართულების ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის. 
დამხმარე სახელმძღვანელო გამოადგებათ მინერალური სასუქებისა და არაორგანული ნაერთების წარმოების სფეროში მომუშავე სპეციალისტებსაც, რადგან მასში შეტანილია თანამედროვე, მეცნიერული კვლევების საფუძველზე მიღებული, ტექნოლოგიური სიახლეები.

 

 

image-1
ი. იაშვილი

იაპონური მენეჯმენტი და მისი თავისებურება

უაკ: 65(520)

სახელმძღვანელოში გადმოცემულია Microsoft Visual Studio .NET გარემოში პროგრამების შემუშავების საკითხები. დაწვრილებითაა განხილული C++ ენის საფუძვლები, მონაცემთა ტიპები, მმართველი ოპერატორები, სტრუქტურირებული ტიპები. გადმოცემულია ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების პრინციპები: ინკაფსულაცია, პოლიმორფიზმი და მემკვიდრეობითობა. განხილულია განსაკუთრებული სიტუაციები, ფაილებთან და კატალოგებთან მუშაობისა და CLI დაპროგრამების საკითხები. წიგნში უხვადაა მაგალითები და ამოცანები ამოხსნებით.
განკუთვნილია კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სპეციალობის ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის, აგრეთვე, დაპროგრამების შესწავლის ნებისმიერი მსურველისათვის.

 

 

image-1
მ. გრძელიშვილი, ო. გიორგობიანი

გაზის ტექნიკის ძირითადი ცნებები

უაკ: 621.791.035

ნაშრომში განხილულია გაზის ტექნიკის ძირითადი სიდიდეები, მათი განსაზღვრებები, ხელსაწყო-დანადგარები და მათი მუშაობის პრინციპები.
ნაშრომი განკუთვნილია თბოაირმომარაგების და ვენტილაციის დარგის სტუდენტებისთვის და ამ დარგში მომუშავე პრაქტიკოს სპეციალისტებისთვის.

 

 

image-1
ი. გოცირიძე, თ. გიგილაშვილი

პროექტების მართვა MS Project-ის გამოყენებით მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 62-5

პროექტების მართვა წარმოადგენს საქმიანობის სხვადასხვა სფეროში თანამედროვე მენეჯმენტის განხორციელების ეფექტურ ინსტრუმენტს. შემოთავაზებული კურსი განკუთვნილია პროექტების მართვის თეორიული საფუძვლების საკითხების პრაქტიკაში გამოყენების ცოდნის და უნარ-ჩვევების შესაძენად. მისი მიზანია პროექტების დაგეგმვის მართვის საკითხების პრაქტიკული შესწავლა, იმ აქტუალური პროგრამული უზრუნველყოფის ასათვისებლად, რომელიც მართვის გადაწყვეტილებების მხარდაჭერის და რეალიზაციისათვის გამოიყენება.
მეთოდური მითითებების ამოცანაა სტუდენტებისათვის MS Project-ის პაკეტის პროგრამული გარემოს და ინსტრუმენტარიის შესწავლა, დაგეგმვის რეალური უნარების შეძენა ორგანიზაციებში პროექტების დაგეგმვის და მართვის ამოცანების პრაქტიკული რეალიზაციისათვის.
კურსი განკუთვნილია Microsoft Office Project 2007 გარემოში პროექტების მართვის ტექნოლოგიის იმ ძირითადი ეტაპების  ასათვისებლად, როგორიცაა: რესურსების და ამოცანების დაგეგმვა, პროექტის ანალიზი, მისი მიმდინარეობის დაკვირვება და სხვ.
ლაბორატორიული სამუშაოების ამოცანების განლაგება შეესაბამება  პროექტების მართვის ეტაპების თანამიმდევრობას. ლაბორატორიული სამუშაოების მასალა მოიცავს:  MS Project-ის ცხრილების ტიპების და  ქსელური დიაგრამების სახეების გაცნობას, ქსელური დიაგრამების, განტის დიაგრამის აგებას; რესურსების დიაგრამაზე საპროექტო მონაცემების რედაქტირებას, ამოცანებისა და რესურსების გამოყენების დიაგრამის აგებას და ა.შ. 
ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება სარეცენზიო დამხმარე მეთოდური  მასალების გამოყენებით ხელს შეუწყობს MS Project პროგრამაზე მუშაობისას მიღებული ცოდნის და პროფესიული ჩვევების ფორმირებას პრაქტიკული გამოყენებისათვის.

 

 

image-1
ზ. ბაიაშვილი, ც. უთურგაიძე ნ. ცისკარიშვილი, მ. ნიჟარაძე

მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა MS ACCESS 2007 მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 681.322

განხილულია მონაცემთა ბაზების დაპროექტების საკითხები, მათი შექმნის და გამოყენების საშუალებები, რომლებიც Microsoft Access პროგრამაშია რეალიზებული. მოცემულია ბაზის ძირითადი ობიექტების – ცხრილების, მოთხოვნების, ფორმების და ანგარიშების როგორც აგების, ისე რედაქტირების და მართვის წესები, რაც ილუსტრირებულია მაგალითების და სავარჯიშოების სახით.
განკუთვნილია სტუდენტებისა და სხვადასხვა დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში იყენებენ Microsoft Access პაკეტში შემავალ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს. 

 

 

image
ზ. ჯაფარიძე, თ. მეგრელიძე, გ. გუგულაშვილი, გ. ბერუაშვილი, გ. გოლეთიანი, ე. სადაღაშვილი

წარმოების მექანიზაციის საშუალებები მეთოდური მითითებები პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 621.86

განხილულია სამრეწველო საწარმოთა მექანიზაციის მოწყობილობების ფუნქციური დანიშნულება, მათი ტექნოლოგიური და კინემატიკური გაანგარიშების თეორიული საფუძვლები.
განკუთვნილია  „წარმოების მექანიზაციის საშუალებების“  პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად მანქანათმშენებლობის დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. აგრეთვე გამოადგება პროფესიული სწავლების სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.