image-1
მ. ცინცაძე, ლ. ბერიშვილი, ც. ხარბედია

ლაბორატორიული პრაქტიკუმი ანალიზურ ქიმიაში II ნაწილი

უაკ: 543

წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია სილაბუსით გათვალისწინებული ყველა რეაქცია, რომელიც შედის თვისებითი ანალიზის ექვსივე ჯგუფის  კატიონთა ანალიზის მსვლელობაში და მოკლედ მითითებულია ყველა განმარტება. სახელმძღვანელოში შეტანილია აგრეთვე ტესტირებები თვისებით ანალიზში. თითოეულ კითხვას თან ახლავს პასუხის სამი ვარიანტი, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი. აქ შეტანილი კითხვები და ამოცანები ხელს შეუწყობს სტუდენტთა ცოდნის ამაღლებას,  დამოუკიდებელი მუშაობის სწორად წარმართვას და დაეხმარება პედაგოგებს სტუდენტთა ცოდნის ოპერატიულ შემოწმებაში.
დამხმარე სახელძღვანელოში აგრეთვე  მოკლედ მოცემულია ტესტირებებისათვის აუცილებელი თეორიული მასალა, რომლის მიზანია გაამახვილოს სტუდენტთა ყურადღება თეორიული კურსის იმ საკვანძო საკითხებზე, რომლიც დაკავშირებულია თითოეულ  ცდასთან და ტესტირებასთან.
დამხმარე სახელმძღვანელო დაეხმარება ანალიზური ქიმიით დაინტერესებულ სტუდენტებს, როგორც ლაბორატორიული სამუშაოების შეგნებულად ჩატარებაში, ასევე ტესტირებაში.

 

 

image-1
გ. ჩიტაიშვილი, ნ. ნოზაძე, ნ. მუმლაძე

შენობის გეგმის აგება
მეთოდიკური მითითებები კომპიუტერულ საინჟინრო გრაფიკაში მომუშავე მშენებლებისათვის

უაკ: 681.3:624

წინამდებარე მეთოდური მითითებები „კომპიუტერულ საინჟინრო გრაფიკაში მომუშავე მშენებლებისათვის (შენობის გეგმის აგება)“ განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის.               
ასევე მეთოდიკური მითითებები „კომპიუტერულ საინჟინრო გრაფიკაში მომუშავე მშენებლებისათვის (შენობის გეგმის აგება)“ კარგ სამსახურს გაუწევს იმ პირებს, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით არის დაინტერესებული.

 

 

image-1
ბ. ბოქოლიშვილი, ბ. მინდელი

ხის დასამუშავებელი მოწყობილობების მონტაჟი, ექსპლუატაცია და რემონტი

უაკ: 674

სახელმძღვანელოში მოცემულია ხის დასამუშავებელი მოწყობილობის შეკვეთის, მიღების, ხარისხოვანი მონტაჟის, რაციონალური ტექნიკური ექსპლუატაციისა და რემონტის საკითხები; განხილულია გეგმიურ-გამაფრთხილებელი რემონტის საფუძვლები, გაუმართაობის გამომწვევი მიზეზები; მოყვანილია დეტალების სტატიკური და დინამიკური ბალანსირების მაგალითები, საამკრებო ერთეულების აწყობა და რეგულირება.
სახელმძღვანელო განკუთვნილია მერქნული მასალებისა და ნაკეთობათა წარმოების ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის. პარალელურად სახელმძღვანელო დაეხმარება წარმოებებში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალსაც.
ქართულ ენაზე ასეთი სახელმძღვანელოს გამოცემა პირველი ცდაა და ავტორები სიამოვნებით მიიღებენ ყველა შენიშვნასა და სასარგებლო რჩევას.

 

 

image-1
ლ. ბოჭორიშვილი, მ. თოფურია

სამეწარმეო საქმიანობის ბიზნესგეგმის შედგენა მეთოდიკური მითითებები საკურსო სამუშაოს შესასრულებლად

უაკ: 339.15

განხილულია მეთოდიკური მითითებები, რომლებსაც შეესაბამება სასწავლო დისციპლინის (პროექტების მენეჯმენტი, მეწარმეობა და პრობლემების გადაწყვეტა) შესაბამისი მოთხოვნები და ასახავს სამეწარმეო საქმიანობის თეორიის თანამედროვე მიმართულებებს.
თანამიმდევრულად შესწავლილია ბიზნესგეგმის ინფორმაციის მომხმარებლები, მისი შედგენის კონცეპტუალური საფუძვლები, მეთოდები, პრინციპები, აგრეთვე დაგეგმარების, კონტროლისა და აღრიცხვის მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებისათვის.
კონკრეტული სამეურნეო სუბიექტის მაგალითზე ახსნილი და წარმოდგენილია ბიზნესგეგმის შედგენის ეტაპები, განხილულია სამეურნეო ფაქტების დოკუმენტირება, ბიზნეს საქმიანობის ფინანსური შედეგები.
განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის, გარდა ამისა, გამოადგებათ სხვა სპეციალობის სტუდენტებს, როგორც ბაკალავრებს, ისე მაგისტრანტებს. აგრეთვე სასარგებლო იქნება სამეწარმეო საფუძვლების შესწავლით დაინტერესებული ყველა პირთათვის.

 

 

image-1
ლ. ბოჭორიშვილი, მ. გუდიაშვილი

მეწარმეობა და მისი პრობლემების გადაწყვეტა

უაკ: 339.15

დამხმარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილი კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს სამეწარმეო საქმიანობის უნარ-ჩვევები, ინოვაციური პროცესებისა და სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები, ბიუჯეტის შედგენა, დოკუმენტაციის წარმოება, ბიზნესის ეთიკა და სხვა საკითხები.
ნაშრომი განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის. 

 

 

image-1
თ. ბჟალავა, კ. გორგაძე, ა. ესაკია, ი. ლომიძე, ლ. მაცაბერიძე, მ. მეცხვარიშვილი, თ. ჩიჩუა

ფიზიკის ლაბორატორიული პრაქტიკუმი მექანიკა და მოლეკულური ფიზიკა I ნაწილი

უაკ: 531/534:539.1

ნაშრომში განხილულია მექანიკის და მოლეკულური ფიზიკის ლაბორატორიული ამოცანები. ისინი შედგენილია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი ზოგადი ფიზიკის კურსის პროგრამის მიხედვით და განკუთვნილია ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. ნაშრომი იმითაც არის საინტერესო, რომ მასში შეტანილია კომპიუტერიზებული ამოცანები. ნაშრომის დანიშნულებაა განუმტკიცოს სტუდენტებს თეორიული ცოდნა და გამოუმუშაოს პრაქტიკული ჩვევები.

 

 

image-1
ი. ერქომაიშვილი

სამარკშეიდერო საქმე

უაკ: 622.1

წიგნში წარმოდგენილია სამარკშეიდერო საქმის ძირითადი საკითხები, როგორიცაა: მარკშეიდერიის საგნისა და მისი განვითარების ისტორიული ცნობები, საყრდენი მარკშეიდერული ქსელები, მიწისქვეშა პოლიგონომეტრია, მიწისქვეშა ნიველობა, ორიენტირების ამოცანები, გვირაბების გაყვანისას (მშენებლობისას) მარკშეიდერული უზრუნველყოფა, შახტის მშენებლობის, სხვადასხვა სახის გვირაბის აგეგმვა; მარგი წიაღისეულის აზომვის, კარიერების სამარკშეიდერო სამუშაოებით უზრუნველყოფის სხვადასხვა საკითხი და სამარკშეიდერო სამსახურის სტრუქტურა.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის სტუდენტებისათვის, კერძოდ, როგორც მარკშეიდერიის, გეოდეზიის, ისე სამთო საქმის სხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის.  გარდა სტუდენტებისა, სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს წარმოებაში მომუშავე მარკშეიდერებს.

 

 

 

image-1
ო. ნატროშვილი

კომპიუტერული ქსელის დაპროექტება მეთოდიკური მითითებები და თემატიკური საკითხების ახსნა-განმარტებები საკურსო პროექტის შესასრულებლად

უაკ: 681.3

„კომპიუტერული ქსელის დაპროექტება“ არის ერთ-ერთი ძირითადი სასწავლო დისციპლინა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის მაგისტრანტებისათვის.
წინამდებარე მეთოდიკური მითითებები, რომლებსაც შემოკლებული სახით თან ახლავს თემატიკური საკითხების ჩამონათვალი და შესაბამისი ახსნა-განმარტებები, საშუალებას აძლევს მაგისტრანტს შეიმუშაოს ძირითადი მიდგომები და შეიძინოს ჩვევები აღნიშნულ დისციპლინაში საკურსო სამუშაოს შესასრულებლად.
საკურსო პროექტის გაფორმების წესი და დაპროექტებისათვის განსახილველი საკითხების ჩამონათვალი დალაგებულია თავების (განყოფილებების) მიხედვით. თითოეული მათგანი ეყრდნობა ბაკალავრიატში, ასევე, მაგისტრატურაში გავლილი პროგრამით გათვალისწინებულ მასალას. აღნიშნული მეთოდიკური მითითებები დოქტორანტურაში ყოფნის პერიოდში ახალგაზრდა სპეციალისტს დაეხმარება უფრო ღრმად, დამოუკიდებლად აითვისოს ეს მითითებები და გამოიყენოს უფრო სრულყოფილი პროექტების განსახორციელებლად.

 

 

image-1
ა. ჩიქოვანი, თ. ნარეკლიშვილი

საშენი მასალის წარმოების და გამოყენების ტექნოლოგიის სწავლების მეთოდიკა

უაკ: 691

მეთოდიკური მითითების გამოცემის აუცილებლობა განაპირობა თანამედროვე სამშენებლო დარგის განვითარებამ და ახალი საშენი მასალების კონსტრუქციაში გამოყენების პერსპექტივამ.
ნაშრომი სრულად აკმაყოფილებს დროის იმ მოთხოვნას, რომელიც წაეყენება თანამედროვე სასწავლო მეთოდიკური ხასიათის ლიტერატურას, რადგანაც მასალათმცოდნის მიერ ტრადიციული და თანამედროვე პერსპექტიული სამშენებლო მასალების წარმოების და თვისებების საფუძვლიანი შესწავლა, მათი რაციონალური გამოყენება სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი თანამედროვე მშენებლობის ნორმებისა და წესების გათვალისწინებით, ქვეყნის მშენებლობაზე დახარჯული ფინანსების ეკონომიურობის საწინდარია.
წიგნი გათვალისწინებულია ყველა იმ ინსტიტუტის და პროფესიული სწავლების კოლეჯებისათვის, სადაც ისწავლება სამშენებლო საქმე. ვფიქრობთ, წარმოდგენილი მეთოდიკური ხასიათის ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, დამწყებ მასწავლებლებსა და საგნის დამოუკიდებლად შემსწავლელ პირებს.