image-1
თ. ბუხნიკაშვილი

სალიანდაგო მანქანები და მექანიზმები

უაკ: 625.144.5/7

განხილულია სალიანდაგო სატრანსპორტო მეურნეობისათვის საჭირო ტექნიკის კონსტრუქციულ-ექსპლუატაციური მახასიათებლები, დაგეგმარების საფუძვლები, ძალოვანი გაანგარიშებები, მწარმოებლობა; აგრეთვე, განიხილება სალიანდაგო მაგისტრალის საიმედო ექსპლუატაციის მიზნით მაკონტროლებელი სპეციალური მექანიზმების მოქმედების პრინციპები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიის“ # 0408 სპეციალობის სტუდენტებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოდ. აგრეთვე გამოადგება სალიანდაგო მანქანების და მექანიზმების დარგში დაკავებულ ინჟინრებს.

 

 

 

image-1
თ. ბუხნიკაშვილი

სატვირთო კონტეინერები, კლასიფიკაცია და კონსტრუქციები

უაკ: 6.56.225.073.235

განხილულია სატვირთო კონტეინერებით ტვირთების გადაზიდვის უპირატესი პირობები, კონტეინერების კლასიფიკაცია და ტიპები, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნილებებით სახმელეთო ტრანსპორტზე მათი განთავსების პირობები, კონტეინერებზე ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების მეთოდიკა, კონტეინერების სიმტკიცეზე გამოკვლევა.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  „ტრანსპორტის 0407 (040703)“ სპეციალობის სტუდენტებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოდ.

 

 

 

image-1
მ. ბალიაშვილი

საზომ მოწყობილობათა კონსტრუირება

უაკ: 681.2

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საზომ მოწყობილობათა კონსტრუირების ძირითადი საკითხები. კერძოდ, კონსტრუქციის ტექნოლოგიურობის, საზომი მოწყობილობების და მათი ელემენტების ტიპიზაციის, უნიფიკაცის და სტანდარტიზაცის, იერარქიული კონსტრუირების პრინციპები. მოცემულია  საიმედოობის,  თბური რეჟიმის უზრუნველყოფის, ხელშეშლასთან ბრძოლის, გარე ზემოქმედებებისაგან დაცვის (IP ხარისხი), კომპონირების მეთოდები.
აღწერილია თანამედროვე მიკროსქემების კორპუსების, ნაბეჭდი სამონტაჟო (სამაკეტო)  ფირფიტების (ევროპლატა), ფირფიტის დასამზადებელი მასალების, საკონტროლო-საზომი ხელსაწყოებისა და ავტომატიკისათვის გამოყენებული კორპუსების და დგარების სახეები და მათი სტანდარტიზაციის მეთოდები. 
განხილულია SMT და THT ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აწყობის ტექნოლოგიური პროცესები. მოყვანილია ძირითადი ცნებები ერგონომიკის სფეროდან.   

 

 

 

image-1
მ. აბუთიძე

ხელოვნების ოსტატები (ლექციების კურსი)

უაკ: 7.03

კრებული წარმოადგენს ლექციების კურსს კლასიკური და ქართული ხელოვნების თუ მხატვრული შემოქმედების არსის შესახებ; შედგენილია ნათარგმნი და ორიგინალური მასალის საფუძველზე.
განკუთვნილია ხელოვნების საკითხებით დაინტერესებული მკითხველისა და ხელოვნების ისტორიის, თეორიის და სახელოვნებო სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ვ. აბაიშვილი, მ. ჩიტიძე

მეცნიერული კვლევის საფუძვლები პრაქტიკული სამუშაოები

უაკ: 674

მოცემულია ექსპერიმენტული კვლევის შედეგების ანალიზისა და დამუშავების ძირითადი მეთოდები. განხილულია ემპირიული ფორმულების პარამეტრების განსაზღვრა უმცირეს კვადრატთა მეთოდითა და ემპირიული მონაცემების მოგლუვების საკითხები წრფივი და განმეორებითი მოგლუვებისას.
მოცემულია ძირითადი ცნებები კორელაციურ დამოკიდებულებებზე, გამოთვლილია კორელაციის ემპირიული კოეფიციენტები და მიღებულია რეგრესიის ემპირიული წრფის განტოლებები.
განკუთვნილია მერქნული მასალების დამზადებისა და დამუშავების ტექნიკისა და ტექნოლოგიების სპეციალობის მაგისტრანტებისათვის.

 

 

image-1
ვ. აბაიშვილი

ხის მასალის დამუშავების პროცესების მეცნიერული კვლევის საფუძვლები

უაკ: 674

განხილულია ექსპერიმენტული კვლევის მათემატიკური დამუშავების საკითხები. კერძოდ, მოცემულია კომბინატორიკის, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის ელემენტები.
ჩამოყალიბებულია ექსპერიმენტული კვლევის მიზანი, ექსპერიმენტის დაგეგმვისა და კვლევის ობიექტზე სხვადასხვა ძირითადი და გარეშე ფაქტორების გავლენის საკითხები.
ნაშრომში მოცემულია მეცნიერული კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის - ხის მასალის დასამუშავებელი მოწყობილობების მათემატიკური მოდელის შედგენის ამოცანები.
განკუთვნილია მერქნული მასალების დამზადებისა და დამუშავების ტექნიკისა და ტექნოლოგიების სპეციალობის მაგისტრანტებისათვის.

 

 

image-1
ვ. აბაიშვილი

დახერხილი ხე-ტყის ტექნოლოგია ლაბორატორიული სამუშაოები

უაკ: 674

განხილულია დახერხილი ხე-ტყის ტექნოლოგიის ექვსი ლაბორატორიული სამუშაო. ნაჩვენებია თითოეული სამუშაოს ჩატარების მიზანი, შესრულების თანამიმდევრობა და მიღებული შედეგებით ცხრილების შედგენა და გრაფიკების აგება.
განკუთვნილია ხის დამუშავების საწარმოთა ტექნოლოგიის, ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობის ბაკალავრებისათვის.

 

 

 

image-1
ბ. მეფარიშვილი, გ. ჯანელიძე

საინფორმაციო სისტემების აგება MS SQL Server-ის გამოყენებით (ლაბორატორიული პრაქტიკუმი)

უაკ: 681.3.06

განხილულია MS SQL Server 2008 და MS Visual Studio გარემოში ლაბორატორიული სამუშაოების შესრულების აღწერილობა საგნის საინფორმაციო სისტემების დაპროექტება MS SQL Server და MS Visual Studio გამოყენებით.
განკუთვნილია ინფორმატიკის სფეროს სტუდენტებისთვის.

 

 

 

image-1
თ. მენაბდე

სტანდარტიზაციის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები

უაკ: 389.6

განხილულია სტანდარტიზაციის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები. ყურადღება გამახვილებულია საქართველოს სტანდარტიზაციის სფეროში მიმდინარე პროცესებზე, ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე რეფორმამდე და შემდეგ, საერთაშორისო სტანდარტიზაციის საფუძვლები და ამ სფეროში მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.
განკუთვნილია საინჟინრო და საინჟინრო-ეკონომიკური სპეციალობების სტუდენტებისა და ამ სფეროში მომუშავე საწარმოს სპეციალისტებისათვის.