უაკ: 625.1; 625.11; 625.17(075.8);
მონოგრაფიაში განხილულია საქართველოს რკინიგზის განვითარების ძირითადი მიმართულებები და აქტუალური პრობლემები, რომლებიც განპირობებულია საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო სისტემის დაჩქარებული ტემპით, მისი სტრატეგიული მნიშვნელობით და სხვა უმნიშვნელოვანესი მოტივებით. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ინტეგრაცია მსოფლიოს სატრანსპორტო სისტემაში, ევროპის აზიასთან დამაკავშირებელი უმოკლესი და ხელსაყრელი სატრანსპორტო მაგისტრალის Traseca-ს სახით. დამუშავებული და გაანალიზებულია მრავალი საკვანძო პრობლემა, როგორიცაა: რკინიგზის საიმედოობისა და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები; რკინიგზისა და მისი ინფრასტრუქტურის პროექტების მართვის არსი და მისი დაგეგმვა; ეროვნული ნორმატიულ-ტექნიკური ბაზის ჩამოყალიბების საკითხები; სალიანდაგო კომპლექსის რესურსდამზოგი და ახალი ტექნოლოგიები; სალიანდაგო კომპლექსის მართვის სტრუქტურის, დაგეგმვისა და განვითარების თანამედროვე მიმართულებები; საქართველოში ვიწროლიანდიანი რკინიგზის გამოყენების პერსპექტივები. წიგნი განკუთვნილია რკინიგზის ტრანსპორტის საინჟინრო-ტექნიკური სპეციალისტების, მკვლევრების, დოქტორანტების, მაგისტრანტებისა და სტუდენტებისათვის.
უაკ: 532.529
მსოფლიოში დღეს არსებობს ზედაპირული და გრუნტის წყლების, აგრეთვე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემები, რაც საშიშროებას ქმნის ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის. ნავთობსადენების (ასევე ნავთობპროდუქტსადენების) და გაზსადენების ავარიების შედეგად პროდუქტი ხვდება გრუნტში, აკვატორიასა და ატმოსფეროში. ასეთი მოვლენები, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა მიზეზით წარმოიქმნას, უარყოფითად მოქმედებს ენერგეტიკული ობიექტების მოწყობილობაზე, მათი მუშაობის საიმედოობასა და ხანგამძლეობაზე. აქედან გამომდინარე, თეორია ან ექსპერიმენტზე დამყარებული მეთოდოლოგიურად გამართული თანამედროვე მოდელების შექმნა, რომელიც ეხება აღნიშნული პრობლემის შესწავლას, აქტუალურია. მონოგრაფია გამოადგება მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და მეცნიერ-მკვლევარებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღნიშნული საკითხებით.
უაკ: 541.182
განხილულია ბიოდეგრადირებადი პოლიესტერამიდების საფუძველზე დისპერსიული (ფოროვანი ფირები, ფხვნილები და მიკროსფეროები) მასალების მიღება, კვლევა და მათი გამოყენება კონტროლირებადი გამოყოფის სისტემების კონსტრუირებისათვის. ბიოდეგრადირებადი პოლიესტერამიდების საფუძველზე მიღებულ იქნა დისპერსიული სისტემები, რომლებიც პერსპექტიულია ქსოვილური კულტურის (უჯრედების) რეგენერაციისათვის; აგრეთვე მიღებულია ბაქტერიოფაგების (როგორც გაუწმენდავი, ასევე გაწმენდილი ფაგების გამოყენებით) შემცველი პოლიმერული კომპოზიტები, რომლებიც ხასიათდება როგორც პროტექტორული, ისე სამკურნალო თვისებებით. მონოგრაფიას აქვს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მნიშვნელობა. განკუთვნილია ბიოსამედიცინო პოლიმერული ქიმიის და ბიოტექნოლოგიის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.
უაკ: 687.016
განხილულია XX საუკუნის მოდის განვითარებაზე მომქმედი ფაქტორები. თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის შედეგად შერჩეულია ის ძირითადი და მეორეული ნიშნები, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია მომავლის საბაზო მოდელების მრავალფეროვანი სორტიმენტის შექმნა. საუკუნის მონაცემების ანალიზით და სტატისტიკური კვლევებით დადგენილია, რომ მსოფლიო და საქართველოს მოდის ცვლილებას შორის არსებობს პირდაპირი კავშირი, თუმცა არ გამოირიცხება ის ფაქტი, რომ მოდის ცვლილება სტოქასტიკური პროცესია და მასში მონაწილეობს მრავალი ალბათური მახასიათებელი. გამოკვლეულია ქსოვილის სიგანის უთანაბრობაზე მოქმედი ფაქტორები და დადგენილია მომავალ მოდელებში მათი გამოყენების რაციონალური პარამეტრები. გრაფის სტრუქტურული სქემების გამოყენებით შექმნილია მოდელების ესკიზები, შესაბამისი ქსოვილებისა და ფერთა ტონალობის გათვალისწინებით.განკუთვნილია ტანსაცმლის დიზაინის სფეროში მომუშავე სპეციალისტების, კონსტრუქტორების, მეცნიერ-მუშაკების, მაგისტრანტებისა და სტუდენტებისათვის.
უაკ: 625.75.4
მონოგრაფია დაწერილია სადისერტაციო ნაშრომის მიხედვით, რომელიც შესრულებულია ტმდ, პროფესორ გარბერტ ბუცხრიკიძის ხელმძღვანელობით. სწორედ მისი გულისხმიერებითა და თანადგომით შესრულდა წარმოდგენილი სამუშაო, რისთვისაც დიდი მადლიერებით ქედს ვიხრი ამ უდიდესი პიროვნებისა და მეცნიერის ხსოვნის წინაშე. ნაშრომში შემუშავებულია მანგანუმის მადნის შლამების ფლოტაციის პროცესის მათემატიკური მოდელი; დასმულია ოპტიმიზაციის ამოცანა და მის გადასაჭრელად გამოყენებულია წრფივი დაპროგრამების მეთოდის გრაფიკული ვარიანტი; ჩამოყალიბებულია პროცესის მართვის ალგორითმი; მოცემულია მიზნისა და შეზღუდვის ფუნქციების მოდელები; ნაჩვენებია რეჟიმული სიდიდით შემაშფოთებელი სიდიდის შეცვლის ხერხი. მანგანუმის შლამების ფლოტაციის პროცესის ოპტიმიზაციის შემოთავაზებული მეთოდი საშუალებას იძლევა მივიღოთ მოცემული ხარისხის კონცენტრატის მაქსიმალური გამოსავალი. ეს მეთოდი შესაძლებელია გამოვიყენოთ სხვა მადნების ფლოტაციის პროცესის ოპტიმიზაციისთვის.წიგნი განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიის მიმართულების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, ასევე ამ დარგში მომუშავე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებისთვის. იგი სასარგებლო იქნება აგრეთვე მამდიდრებელი ფაბრიკების ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისთვის.
უაკ: 339.1.
მონოგრაფიაში უცხოურენოვანი და ქართულენოვანი წყაროების საფუძველზე გამოკვლეულია საქართველოს დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობის რელიგიური, პოლიტიკური, დიპლომატიური, სამხედრო და კულტურული ურთიერთობის საკითხები. გაანალიზებულია დასავლურ სამყაროსთან საქართველოს ურთიერთობის „რეალ-პოლიტიკის“ საფუძვლები, ქართულ-ევროპულ იდენტობის მახასიათებლები; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ტოლერანტულ დამოკიდებულებას საქართველოში მოღვაწე კათოლიკებისადმი; ნაჩვენებია დასავლური ფასეულობების მიმართ ქართველ სასულიერო იერარქთა და პოლიტიკოსთა დამოკიდებულება.
უაკ: 628.1
განხილულია წყლის მიწოდებისა და განაწილების სისტემების ნორმალური ფუნქციონირების პროცესი და გაუმართავი მდგომარეობის დახასიათება, საიმედოობის ძირითადი საკითხები, ნაგებობებისა და ელემენტების განმარტებები და მათი კომბინაციების საიმედოობის რიცხვითი მაჩვენებლების განსაზღვრის მეთოდები, წყლის მიწოდების რეზერვირების საკითხები, აგრეთვე ავარიებისა და მტყუნებების შესახებ სტატისტიკური მონაცემების მიღებისა და დამუშავების ხერხები. მოცემულია დაპროექტების სტადიაზე და ექსპლუატაციის პროცესში წყალმომარაგების სისტემების ფუნქციონირების საიმედოობის უზრუნველყოფის ღონისძიებების კომპლექსური ანალიზი. შესწავლილია თბილისის წყალსადენის მილსადენების, მოწყობილობების საიმედოობის მაჩვენებლები და გაანალიზებულია მათი პროგნოზისა და შეფასების შედეგები. განკუთვნილია მაგისტრანტების, დოქტორანტების, მეცნიერ-მკვლევარების, სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ორგანიზაციების ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.
უაკ: 621.86
В работе приводятся основные вопросы проектирования лифтовых приводов с фрикционной лебедкой. Представлена методика расчета фрикционных приводов согласно международным стандартам EN81-1:1998 и требованиям.Подробно изложен метод определения реализуемой силы тяги фрикционной лебедки. Уточнено значение приведенного коэффициента трения в ручье шкива в зависимости от разных конструктивных параметров исполнения шкива.Исследованы актуальные проблемы определения минимального коэффициента запаса прочности для тягового каната лифтов. Представлены новые кинематические схемы лифтовых лебедок и их конструктивные решения.Предназначена для конструкторов, инженерно-технических работников производства, инспекторов по технике безопасности, а также для всех студентов механических специальностей – бакалавров, магистров, докторантов.
უაკ: 061.75:351.853
ნაშრომში განხილულია ისტორიულ-კულტურული ძეგლების სისტემური მონიტორინგისა და დიაგნოსტიკის მეთოდების შემუშავება. მონოგრაფია განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო სპეციალობის მაგისტრანტებისათვის. ნაშრომი, ასევე, დიდ დახმარებას გაუწევს ბაკალავრებს, დოქტორანტებს, კონსტრუქტორებს, მშენებლებს, კონსტრუქციების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების დარგში დასაქმებულ სპეციალისტებს.