image-1
მ. წერეთელი, ნ. მახარაშვილი, ი. წერეთელი

ქანქარასებრი კიდული ბაგირგზის პარამეტრების შერჩევა და ამუშავების დინამიკური რეჟიმის ოპტიმიზაცია

უაკ: 625.52:624.94

განხილულია ერთმალიანი, ქანქარასებრი კიდული ბაგირგზის ძირითადი პარამეტრების - სარელსო და საწევი ბაგირების, ამძრავისა და რედუქტორის და სხვ. გაანგარიშება და შერჩევა, როგორც დამჭიმტვირთიან, ისე უძრავად ჩამაგრებულ - ბოლოებიან სარელსო ბაგირების შემთხვევაში.
განხილულია აგრეთვე ბაგირგზის დინამიკური რეჟიმების დროს აღძრული მექანიკური რხევების ჩაქრობა, როგოც დამატებით ჩართული მექანიკური ელემენტების, ისე ძრავას მართვის საშუალებით.
განკუთვნილია სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და აგრეთვე იმ პირთათვის, ვინც დაინტერესებულია განხილული საკითხებით.

 

 

image-1
ო. ვერულავა

ხელოვნური ინტელექტი ინტელექტუალური აგენტების თეორია

უაკ: 612.821.3

თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო ლიტერატურაში ინტელექტუალური აგენტების თეორია პირველი ნაშრომია, რომელიც ქვეყნდება ქართულ ენაზე. მიუხედავად მეცნიერული დარგების მრავალფეროვნებისა, რომლებსაც განიხილავს ინტელექტუალური აგენტების თეორია, ნაშრომში, დიდი მოცულობის გამო არ არის მოცემული ხელოვნური ინტელექტის ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები, როგორიცაა სახეთა ამოცნობის თეორია, ნეირონული ქსელების მოდელირება და სხვა. აქედან გამომდინარე, ავტორს მიაჩნია, რომ შემდგომში საჭიროა ამ ხარვეზის გამოსწორება, შესაბამისი შინაარსის ნაშრომების შემუშავებით და გამოცემით.

 

 

image-1
დ. ჩომახიძე

საქართველოს ენერგეტიკა ეკონომიკა, რეგულირება, ტერმინოლოგია, სტატისტიკა

უაკ: 620.9(47.93)

ეძღვნება საქართველოს ეკონომიკის წამყვანი დარგის − ენერგეტიკის განვითარების აქტუალურ თემებს. მდიდარ სამეცნიერო ლიტერატურასა და სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ნაშრომში გაანალიზებულია ენერგეტიკისა და მისი ცალკეული დარგების ეკონომიკისა და სახელმწიფო რეგულირების საკვანძო საკითხები. განმარტებულია მოქმედი ტერმინები, წარმოდგენილია მსხვილი ენერგეტიკული ობიექტების საპასპორტო მონაცემები, აგრეთვე სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოსა და უცხოეთში ენერგიაშემცველების წარმოებისა და მოხმარების, მათი გამოყენების ეფექტურობის შესახებ.
განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის, სამეცნიერო და პრაქტიკულ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისათვის; შესაბამისი პროფილის უმაღლეს სასწავლებელთა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის; ყველასათვის, ვინც ამ პრობლემით არის დაინტერესებული, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ჟურნალისტებისათვის.

 

 

image-1
გ. ვარშალომიძე

საბურღი და ცემენტის ხსნარების დამუშავების ტექნოლოგიის საფუძვლები

უაკ: 622.24

ნაშრომი წარმოადგენს ნავთობზე და გაზზე ღრმა ჭაბურღილების გაყვანისა და გამაგრების დროს გამოყენებულ საბურღი და ცემენტის ხსნარებთან დაკავშირებულ საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიური პრობლემების მთლიან კომპლექსზე არსებულ თანამედროვე შეხედულებების სრულ ინფორმაციას.
სამუშაოს პირველ ნაწილში წარმოდგენილია მონაცემები საბურღი ხსნარების შესახებ, მეორეში – სატამპონაჟო მასალებზე და ხსნარებზე.
ფრიად საინტეროსო და ორიგინალურია მონოგრაფიის ის თავები, სადაც მოცემულია ავტორის პირადი სამეცნიერო კვლევები, რომლებიც ეხება საბურღი და ცემენტის ხსნარების ხარისხის ასამაღლებლად ჩაისა და ღვინის წარმოების ნარჩენების გამოყენების პერსპექტივებს.
ყველა განხილულ საკითხზე მოყვანილია ძალიან ფართო მასალა, რომლებიც სასარგებლო იქნება შესაბამისი სპეციალობის, როგორც სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, მასწავლებლების და მეცნიერ-თანამშრომლებისათვის, ასევე ნავთობის მომპოვებელ მრეწველობაში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკური მუშაკებისათვის.

 

 

image-1
გ. შარაშენიძე

რეფრიჟერატორული ვაგონის კომპრესორის შემსრულებელი გადაცემის დინამიკური გამოკვლევა

უაკ: 625.23./.25

მონოგრაფიაში გამოკვლეულია რკინიგზის რეფრიჟერატორული ვაგონის მაცივარი მანქანის კომპრესორის შემსრულებელი გადაცემის მახასიათებელი პარამეტრების დინამიკა. რეალური დინამიკური ფონის მიღების მიზნით შექმნილია გადაცემის დინამიკური მოდელი ღრეჩოებით სამ სახსრულ შეერთებაში. ჩამოყალიბებულია კვლევის ზოგადი თეორიული დებულებანი დამატებით მოძრაობათა განზოგადოებული ძალებისა და კოორდინატების გათვალისწინებით. მიღებულია გადაცემის დამატებით მოძრაობათა დიფერენციალური განტოლებები კინემატიკური, ძალური და განზოგადოებული პარამეტრების ცვლილებების შესაბამისად. ჩატარებულია კვლევის თეორიულ შედეგებზე აგებული პროგრამის მიხედვით მანქანური გაანგარიშებანი და მოცემულია რეკომენდაციები კომპრესორის საიმედო მუშაობის შესახებ ოპტიმალური ღრეჩოსა და დინამიკური დატვირთვების მხედველობაში მიღებით.
წიგნი სარგებლობას მოუტანს დოქტორანტებსა და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, ასევე მეცნიერების მუშაკებს, ვინც დაინტერესებულია ვაგონების დაგეგმარებისა და ექსპლუატაციის საკითხებით.

 

 

image-1
მ. ივანიშვილი

სამრეწველო ფირმის მენეჯმენტი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში (ქ. თბილისის სამრეწველო საწარმოების მაგალითზე)

უაკ: 33:339.15

მონოგრაფიაში განხილულია საქართველოში გარდამავალი ეკონომიკის დამახასიათებელი ნიშნები; გაანალიზებულია საქართველოს მრეწველობაში განხორციელებული რეფორმები; დამუშავებულია სამრეწველო ფირმაში მმართველობითი გადაწყვეტილების მიღების კონცეპტუალური საფუძვლები; მოცემულია სამრეწველო ფირმის მენეჯმენტის შეფასება და მართვის ორგანიზაციის მიკროეკონომიკური ანალიზი; ფირმის მმართველობითი პოტენციალის ანალიზისას ყურადღება გამახვილებულია მენეჯმენტის ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე; მოცემულია საწარმოში პერსონალის მართვის კონცეფცია და პერსონალის მართვის პრობლემების გადაჭრის პრაქტიკული მეთოდები და საშუალებები; დასაბუთებულია სამრეწველო საწარმოების ოპერაციათა მენეჯმენტის სისტემის განვითარების თანამედროვე ტენდენციები საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდისათვის; დამუშავებულია ფირმის მართვის ფუნქციური სისტემების ოპტიმიზაციის ძირითადი მახასიათებლები და საწარმოში მისი სრულყოფის მიმართულებები; დასაბუთებულია გარდამავალი ეკონომიკის პირობებში სამრეწველო საწარმოთა სტრატეგიის მართვის სრულყოფის აუცილებლობა და განსაზღვრულია მისი ძირითადი მიმართულებები; დამუშავებულია ქ. თბილისის სამრეწველო საწარმოთათვის გლობალური მენეჯმენტის სრულყოფის სტრატეგია.
გამოკვლევის შედეგებს აქვს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა. კვლევის შედეგად ჩამოყალიბებული დასკვნები და რეკომენდაციები შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მენეჯმენტის საკითხებით დაინტერესებული კერძო და სახელმწიფო სტრუქტურების მიერ.

 

 

image-1
С.И. КАРИПИДИС

ДИНАМИКА НЕЛИНЕЙНЫХ СИСТЕМ ТЯГОВОГО ЭЛЕКТРОПРИВОДА ПОСТОЯННОГО ТОКА

უაკ: 629.623.1.064.5

Монография посвящена важному вопросу – аналитическому исследованию переходных и установившихся процессов в сущес­твенно нелинейной системе тягового электропривода посто­янного тока, возникающих в реальных условиях эксплуатации.
На основе предложенного автором приближенного аналитичес­кого метода решения нелинейных дифференциальных уравнений, а также использования методов фазовой и динамической плоскостей исследованы процессы обыкновенного боксования и боксования, сопровож-даемого автоколебаниями, короткого замыкания тяговых двигателей, и процессы, возникающие при потере и восстановлении напряжения питания и т.д. Во всех случаях достаточно точно учитываются все реальные нелинейности и вихревые токи, имеющие место в системе.
В работе предложен аналитический метод решения основного уравнения движения в относительных единицах, позволяющий отказаться от специальных таблиц для масштабов, необходимых при графическом решении основного уравнения. При этом точность расчета сравнима с существующим графическим методом.
Книга рассчитана на широкий круг специалистов, занимающихся разработкой и проектированием тягового электропривода, а также может быть полезна студентам старших курсов железнодорожных учебных заведений. 

 

 

image-1
ხ. თოდაძე

ქართული სამონასტრო ტიპიკონები

უაკ: 2(02)

ნაშრომში თავმოყრილია VIII-XVIII საუკუნეების სამონასტრო წეს-განგებანი და ზოგიერთი ანდერძი, რომელიც სამონასტრო ცხოვრებას ეხება.

 

 

image-1
ხ. თოდაძე

ქართული სამხედრო ფორმირებები XIX საუკუნეში

უაკ: 623.9

ნაშრომში განხილულია რუსეთის იმპერიის მიერ ჩამოყალიბებული ქართული სამხედრო ფორმირებების ორგანიზაციული და სამართლებრივი საკითხები, შესწავლილია აქამდე უცნობი საარქივო მასალა.
ნაშრომი საინტერესოა სპეციალისტებისა და საქართველოს ისტორიითა და სამხედრო ისტორიით დაინტერესებული ფართო მკითხველისთვის.