image-1
თ. შარაბიძე

შეერთებები და მათი გამოსახვის წესები

უაკ: 515

განხილულია დასაშლელი და დაუშლელი შეერთებების ნახაზების გაფორმების წესები სახელმწიფო სტანდარტების გათვალისწინებით.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის და მეტალურგიული ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ მანქანათმშენებლობის ხაზვის კურსს.

 

 

image-1
თ. შარაბიძე, მ. ბარბაქაძე

ღერძების, ლილვების, საკისრების და ზამბარების გრაფიკული გამოსახვა საამწყობო ნახაზებზე

უაკ: 621:744

მოცემულია ზოგადი ცნობები ღერძების, ლილვების, საკისრებისა და ზამბარების შესახებ, მათი გაანგარიშების მეთოდები და ნახაზების შესრულების წესები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა ტექნიკური პროფილის სპეციალობის სტუდენტებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოდ.

 

 

image-1
ი. შურღაია

მიკროპროცესორული ტექნიკა

უაკ: 681.1

განხილულია მიკროპროცესორული სისტემების სტრუქტურული აგების პროგრამების და სისტემების შექმნის საკითხები.
ამას გარდა, წიგნი იძლევა საწყის მონაცემებს მიკროპროცესორების გამოყენებისას, აგრეთვე ბაკალავრებს საშუალებას აძლევს როგორ გამოიმუშაონ ჩვევები მიკროპროცესორული სისტემების გამოყენების დროს, რეალურ სამრეწველო მოწყობილობებში. კერძოდ, წიგნში განხილული საკითხები საშუალებას გვაძლევს განხორციელდეს მიკროპროცესორული სისტემების შემადგენელი ელემენტების ფუნქციონირების პრონციპების შესწავლა.
განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ბაკალავრებისათვის.

 

 

 

image
ი. შურღაია

მიკროპროცესორული ტექნიკა
მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად I ნაწილი

უაკ: 681.3

განხილული სამუშაოები ტარდება მიკროსქემების და მიკროპროცესორების გამოსაკვლევი სასწავლო ტიპის სტენდებზე. სამუშაოს შესრულების შემდეგ  ბაკალავრი დაეუფლება ლაბორატორიული დანადგარის ცალკეული კვანძების მუშაობის საფუძვლებს, მიკროპროცესორული სისტემების ძირითადი შემადგენელი ელემენტების, ოპერატიული მეხსიერების და ლოგიკური ელემენტების მუშაობის პრინციპებსა და მათი პარამეტრების გაზომვის მეთოდებს. გამოიმუშავებს ინტეგრალური სქემების პარამეტრების გაზომვის და პრაქტიკული მუშაობის ჩვევებს ციფრული ხელსაწყოებისა და ოსცილოგრაფის საშუალებით.
განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ბაკალავრებისათვის.

 

 

 

image-1
გ. სურგულაძე, მ. ბიტარაშვილი, ხ. ქრისტესიაშვილი

პროგრამული აპლიკაციების დეველოპმენტის საფუძვლები

უაკ: 004.5

განიხილება პროგრამული აპლიკაციების დეველოპ­მენ­ტის (გა­მოყენებითი კომპიუტერული სისტემების დაპ­როგ­რამების) საფუძვლები. კერძოდ, შემოთავაზებულია აღნიშ­ნულ დისციპლინაში საკურსო პროექტის შესრულების მე­თოდოლოგია და პროგრამული ინსტრუმენული საშუ­ა­ლე­ბები. ასევე სამაგიდო (Windows) და ინტერნეტული აპლი­კაციების (Web) აგების ეტაპები და პროცედურები, MsVisual Studio.NET Framework 4.0/4.5 გარემოში, C#, MsAccess, ASP.NET, ADO.NET, HTML/XML პროგრამული ენების და პლატფორმების გამოყენებით.
განკუთვნილია ინფორმატიკის  საგანმანათლებლო პროგ­რამის „მართვის ავტომატიზებული სისტემების“ (პროგ­რა­მული ინჟინერია) სპეციალობის ბაკალავრიატის მეორე კურსის სტუდენტებისთვის. 

 

 

image-1
ო. თავდიშვილი

კომპიუტერული ხედვა
I ნაწილი

უაკ: 004.9

კომპიუტერული ხედვის წარმოდგენილი სახელმძღვანელო შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის სტუდენტებისთვის წაკითხული ლექციების საფუძველზე. მასში განხილულია ორგანზომილებიანი გამოსახულებების ციფრული დამუშავებისა და ანალიზის ძირითადი საკითხები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ის ასევე საინტერესო იქნება კომპიუტერული ხედვის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

 

 

image-1
რ. კანაშვილი, ო. მიქაძე, ბ. გოგიჩაიშვილი, გ. კობაიძე

ფერადი ლითონების მეტალურგია სპილენძის მეტალურგია პირომეტალურგია I ნაწილი

უაკ: 669.33

განხილულია სპილენძის პირომეტალურგიულად წარმოების თეორია და პრაქტიკა. აღწერილია მადნებიდან და კონცენტრატებიდან  სპილენძის ამოწვლილვის ძირითადი პროცესების ფიზიკურ-ქიმიური საფუძვლები. გადმოცემულია სპილენძის შემცველი ნედლეულების გამოწვის, შტეინებზე დნობის, შტეინების კონვერტირების, ცეცხლოვანი და ელექტროლიტური რაფინირების თანამედროვე და პერსპექტიული მეთოდები, შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესების სქემებით. დიდი ყურადღება ეთმობა პირომეტალურგიული წარმოების ეკოლოგიურ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის პრაქტიკულ მეთოდებს.
განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტურანტურის სტუდენტებისთვის საგნებში – „მეტალურგია“, „ზოგადი მეტალურგია“ და „შესავალი სპეციალობაში-მეტალურგიული ტექნოლოგიის საფუძვლები“,   აგრეთვე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ დარგში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალისთვის და ამ საკითხით დაინტერესებულ პირთათვის.

 

 

image-1
ჯ. უფლისაშვილი, ნ. ნათბილაძე

ბეჭდვითი მედიის ტექნიკური მოწყობილობები

უაკ: 629.472.7-629.4.077

განხილულია ბეჭდვითი მედიისა და ხელოვნების განვითარების ეტაპები როგორც ევროპაში, ისე საქართველოში. აღწერილია კლასიკური ბეჭდვის ნაირსახეობები და ამ ბეჭდვის მეთოდების შერჩევისას გამოყენებული თანამედროვე, უახლესი პოლიგრაფიული მოწყობილობები მათი მთავარი მექანიზმებით.
განკუთვნილია სამრეწველო ინჟინერიის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი აგრეთვე საინტერესოა როგორც ამ დარგის მეცნიერი მუშაკებისათვის, ისე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია პოლიგრაფიულ მრეწველობასთან.

 

 

 

image-1
†ი. ზედგინიძე, ნ. ბერაია

პროდუქციის ხარისხის განსაზღვრის საზომი მეთოდები დროის, წრფივი და კუთხური სიდიდეების გაზომვის მეთოდები და საშუალებები II ნაწილი

უაკ: 53.082.1

განკუთვნილია დროის, ხაზოვანი და კუთხური სიდიდეების საზომი ხელსაწყოების დაპროექტების, დამუშავებისა და ექსპლუატაციის შემსწავლელი, ასევე ამ სიდიდეთა გაზომვის პრაქტიკული საქმიანობით დაკავებული მომხმარებლისათვის. განკუთვნილია სტუდენტთათვის, ხელს შეუწყობს მათ იმ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის ფორმირებაში, რომელიც აუცილებელია თანამედროვე საგამოცდო სტენდების, საზომი დანადგარებისა და სისტემების არჩევის, დანერგვისა და ექსპლუატაციისათვის პროდუქციის ხარისხის მოცემულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენისას.