გ. გუგულაშვილი

მაცივარი მანქანები
მაცივარი მანქანების როტაციული
კომპრესორები


image

უაკ 621.56/57

ISBN 978-9941-28-066-5 (PDF)

112 გვერდი

დამტკიცების თარიღი 28.02.2018


 

სალექციო კურსში განხილულია სამაცივრო ტექნიკაში გამოყენებული როტაციული ტიპის კომპრესიული მანქანები. მოცემულია როტაციული ფირფიტებიანი და სითხის რგოლიანი კომპრესორების მუშა პროცესის გაანგარიშების თერმოდინამიკური საფუძვლები და ძირითადი კონსტრუქციული თანაფარდობების დადგენა. წარმოდგენილია როტაციული კომპრესორების კონსტრუქციები, მათი მუშაობის თავისებურებანი. აღწერილია როტაციული კომპრესორების მუშაობაზე სხვადასხვა გეომეტრიული და ფიზიკურ-მექანიკური პარამეტრის გავლენა და მოცემულია მათი გაანგარიშების თანამიმდევრობა.
სალექციო კურსი განკუთვნილია სამაცივრო ტექნოლოგიისა და ტექნიკის პროფილის სპეციალობების ბაკალავრიატისა (სასწავლო კურსი „მაცივარი მანქანები“) და პროფესიული სწავლების (სასწავლო კურსი „სამაცივრო ტექნიკა“) სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოიყენონ მაგისტრანტებმა და სამაცივრო ტექნიკასთან დაკავშირებულმა ინჟინერ-ტექნიკურმა პერსონალმა.

 


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები