ვ. კუციავა, ლ. იაშვილი
ციფრული სქემატექნიკა - 2
საშინაო დავალების, საკონტროლო წერისა
და გამოცდების შეკითხვათა კრებული
.jpg)
უაკ 651.533.4:681.32
ISBN 978-9941-28-454-0
78 გვერდი
დამტკიცების თარიღი 04.04.2019
საშინაო დავალების საკონტროლო წერისა და გამოცდების შეკითხვათა კრებული ციფრულ სქემატექნიკა 2-ში ციფრული სქემატექნიკის სახელმძღვანელოს დამატებაა. იგი მოიცავს მეორე სემესტრის სილაბუსით გათვალისწინებული ათი საშინაო დავალების, ხუთი საკონტროლო წერის, შუალედური გამოცდისა და დასკვნითი გამოცდის საკითხებს.
სტუდენტი დამოუკიდებლად ასრულებს თითოეულ პრაქტიკულ მეცადინეობაზე მასწავლებლის მიერ მითითებულ საშინაო დავალებას და პასუხს წერილობითი ფორმით აბარებს მასწავლებელს შემდეგ პრაქტიკულ მეცადინეობაზე. სტუდენტის პასუხის ხარისხით განისაზღვრება მისი შეფასების ქულა (თითოეული საშინაო დავალების შეფასების მაქსიმალური ქულა 1-ის ტოლია). ყოველი საკონტროლო წერისას პასუხგასაცემი საკითხების რაოდენობა ხუთია და თითოეულ საკითხზე გაცემული პასუხის ხარისხით განისაზღვრება სტუდენტის შეფასების ქულა (თითოეულ საკითხზე მიღებული მაქსიმალური ქულა 0,5-ის ტოლია). საკონტროლო წერისას, საკითხის სირთულიდან გამო-მდინარე, შესაძლებელია, რომ შესასრულებელი დავალება მოიცავდეს ხუთზე ნაკლებ შეკითხვას და ამ შემთხვევაში შეფასების მაქსიმალური ქულა - 2,5 ნაწილდება საკითხების რაოდენობაზე. რაც შეეხება შუალედურ და დასკვნით გამოცდებს, თითოეული მოიცავს ათ შეკითხვას (ორი თეორიული და რვა პრაქტიკული) და გაცემული პასუხის ხარისხით განისაზღვრება სტუდენტის შეფასების ქულა (თითოეულ შეკითხვაზე მაქსიმალური ქულა შესაბამისად არის 3 და 4).
კრებულის თითოეულ შემადგენელ ნაწილში დასმული შეკითხვები მოიცავს სხვადასხვა ვარიანტს. საშინაო დავალებისა და საკონტროლო წერის პასუხგასაცემი შეკითხვები აირჩევა ვარიანტების ასარჩევი ცხრილების სტრიქონის მიხედვით (ცხრილის სტრიქონის ნომერი შეესაბამება აკადემიური ჯგუფის სიაში სტუდენტის რიგით ნომერს) ან კონკრეტული მითითებით, ხოლო გამოცდების შემთხვევაში ასეთივე ცხრილების სტრიქონიდან სტუდენტის მიერ აღებული ბილეთის ნომრის მიხედვით. შესაძლებელია პასუხგასაცემი შეკითხვების ვარიანტები აირჩიოს უშუალოდ მასწავლებელმა.
კრებული განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. საშინაო დავალებების შესრულების მიზანია ლექციებზე მიღებული ცოდნის განმტკიცება, დამთავრებული ფუნქციური დანიშნულების რეალური ციფრული კვანძების დაპროექტების უნარ-ჩვევების გამომუშავება. კრებული მოიცავს პრაქტიკულ რეკომენდაციებს დავალებების შესასრულებლად.
ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები
- ციფრული სქემატექნიკა - 1 – ვ. კუციავა, ლ. იაშვილი
- ციფრული სქემატექნიკა – ვ. კუციავა, ლ. იაშვილი
- ანალოგიური სქემატექნიკა მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად – ვ. კუციავა, დ. საცერაძე, რ. ცერცვაძე
- ელექტროტექნიკა და ელექტრონიკის საფუძვლები მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად – ს. ნემსაძე, ნ. ბერაძე, ვ. კუციავა, პ. ჯოხაძე
- ციფრული სქემატექნიკა – ვ. კუციავა, ზ. ჯოჯუა
- სქემატექნიკური მოდელირების პროგრამა Multisim 10 – ვ. კუციავა, ო. ხუციშვილი, პ. ჯოხაძე, ა. ჯოხაძე
- ელექტრული სქემების მოდელირება კომპიუტერზე – ვ. კუციავა, ო. ხუციშვილი, პ. ჯოხაძე, ა. ჯოხაძე
- ციფრული ტექნიკის ელემენტები და კვანძები – ი. მოდებაძე, ვ. კუციავა, ჯ. შანიძე
- ქსელური დაპროგრამება Java ენაზე – ლ. გაჩეჩილაძე, ლ. იაშვილი, ლ. ნონიკაშვილი
- ციფრული სქემატექნიკა – ვ. კუციავა, ზ. ჯოჯუა, თ. გიორხელიძე
- ელექტრონული სქემების მოდელირება Electronics Workbench გარემოში მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად – ვ. კუციავა, ო. ხუციშვილი, ჯ. შანიძე
- ელექტრული წრედები 2 მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად – ვ. კუციავა, ო. ხუციშვილი, ი. მოდებაძე
- ინფორმაციის დაცვა კორპორაციულ ქსელებში – ვ. კუციავა, ა. კუციავა, გ. კაცაზე, ქ. დიაკონიძე
- შემსრულებელი მოწყობილობები – ვ. კუციავა, პ. ჯოხაძე, თ. ხუციშვილი
- მრავალარხიანი ტელეკომუნიკაციის საფუძვლები – ი. მოდებაძე, ვ. კუციავა, გ. კურტანიძე
- გადამწოდები – ვ. კუციავა, პ. ჯოხაძე, თ. ხუციშვილი