უაკ 004.42
ISBN 978-9941-28-561-5
252 გვერდი
დამტკიცების თარიღი 25.12.2019
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ვირტუალური ელექტრონიკის საკითხები. კერძოდ, აღწერილია ანალოგური და ციფრული მოწყობილობების კომპიუტერული მოდელირების მეთოდები Labcenter Electronics-ის ფირმის გამჭოლი დაპროექტების კომპიუტერული პროგრამა Proteus 8.4-ის (პროტეუსის) საფუძველზე. სქემების მოდელირება მოცემულ ნაშრომში ხდება ISIS-ის პროგრამით, რომელიც პროტეუსის შემადგენელი ნაწილია. ეს პროგრამა საშუალებას იძლევა სქემების სიმულაცია მოხდეს დინამიკაში ანუ გვეძლევა საშუალება დავაკვირდეთ სქემებში გამავალი სიგნალების ცვლილებას დროის მიხედვით.
მოცემული პროგრამის მიხედვით ნაშრომში განხილულია ანალოგური სიგნალებისა და სქემების, ციფრული (მიმდევრობითი და კომბინაციური) სქემების, საინდიკაციო მოწყობილობებისა და, აგრეთვე, მიკროკონტროლერების შემცველი სქემების მოდელირების საკითხები.
ნაშრომში განხილული სქემების მოდელირება ძირითადად ხდება ანალიტიკური გამოსახულებების (ფორმულების) გარეშე და შესრულებულია ელექტრონული სქემებისა და გრაფიკების დონეზე.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის და დაწერილია შემდეგი სილაბუსების მიხედვით: „გაზომვისა და კონტროლის მეთოდები და საშუალებები“, „ციფრული და ანალოგური სქემატექნიკა და მოდელირება“, „ტექნიკური სისტემების დიაგნოსტიკის მეთოდები და საშუალებები“, „ავტომატური დაპროექტებისა და მოდელირების სისტემები“ და სხვ.