ზ. აზმაიფარაშვილი, გ. მურჯიკნელი, ი. პარშუტკინი
ანალოგური და ციფრული მოწყობილობების კომპიუტერული მოდელირება Proteus-ის ბაზაზე

უაკ 004.42
ISBN 978-9941-28-561-5
252 გვერდი
დამტკიცების თარიღი 25.12.2019
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ვირტუალური ელექტრონიკის საკითხები. კერძოდ, აღწერილია ანალოგური და ციფრული მოწყობილობების კომპიუტერული მოდელირების მეთოდები Labcenter Electronics-ის ფირმის გამჭოლი დაპროექტების კომპიუტერული პროგრამა Proteus 8.4-ის (პროტეუსის) საფუძველზე. სქემების მოდელირება მოცემულ ნაშრომში ხდება ISIS-ის პროგრამით, რომელიც პროტეუსის შემადგენელი ნაწილია. ეს პროგრამა საშუალებას იძლევა სქემების სიმულაცია მოხდეს დინამიკაში ანუ გვეძლევა საშუალება დავაკვირდეთ სქემებში გამავალი სიგნალების ცვლილებას დროის მიხედვით.
მოცემული პროგრამის მიხედვით ნაშრომში განხილულია ანალოგური სიგნალებისა და სქემების, ციფრული (მიმდევრობითი და კომბინაციური) სქემების, საინდიკაციო მოწყობილობებისა და, აგრეთვე, მიკროკონტროლერების შემცველი სქემების მოდელირების საკითხები.
ნაშრომში განხილული სქემების მოდელირება ძირითადად ხდება ანალიტიკური გამოსახულებების (ფორმულების) გარეშე და შესრულებულია ელექტრონული სქემებისა და გრაფიკების დონეზე.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის და დაწერილია შემდეგი სილაბუსების მიხედვით: „გაზომვისა და კონტროლის მეთოდები და საშუალებები“, „ციფრული და ანალოგური სქემატექნიკა და მოდელირება“, „ტექნიკური სისტემების დიაგნოსტიკის მეთოდები და საშუალებები“, „ავტომატური დაპროექტებისა და მოდელირების სისტემები“ და სხვ.
ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები
- სიგნალების ციფრული დამუშავება საინფორმაციო-საზომ სისტემებში – ზ. აზმაიფარაშვილი, ო. ტომარაძე, პ. ბოჩიკაშვილი
- ძალური ელექტრონიკა და ინტელექტუალური ელექტროამძრავები – გ. მურჯიკნელი, ზ. აზმაიფარაშვილი
- ციფრული ტექნიკის საფუძვლები – ი. მოდებაძე, ზ. აზმაიფარაშვილი, გ. მურჯიკნელი
- ბოჭკოვან-ოპტიკური სისტემის მოდელირება – ი. მოდებაძე, გ. მურჯიკნელი, კ. ხოშტარია
- ელექტრონული მოწყობილობების დაპროექტება EasyEDA-ს გარემოში – ზ. აზმაიფარაშვილი, მ. ბალიაშვილი
- გაზომვა მართვა და რეგულირება მიკროკონტროლერის გამოყენებით – ზ. აზმაიფარაშვილი, ო. ტომარაძე
- გაზომვა მართვა და რეგულირება მიკროკონტროლერის გამოყენებით – ზ. აზმაიფარაშვილი, ო. ტომარაძე
- ელექტრული გაზომვები – ზ. აზმაიფარაშვილი, ო. ტომარაძე, გ. მურჯიკნელი
- სენსორები და ინტელექტუალური საზომი საშუალებები – ზ. აზმაიფარაშვილი, ო. ტომარაძე
- რხევითი სისტემების ინფორმაციული პარამეტრების განსაზღვრის მეთოდებისა და საშუალებების შემუშავება, კვლევა და ანალიზი – ა. ფრანგიშვილი, ზ. აზმაიფარაშვილი, ნ. ოთხოზორია, მ. ნარჩემაშვილი
- LabVIEW: ლაბორატორიული სამუშაოები სენსორებსა და ინტელექტუალურ საზომ საშუალებებში QNET მოდულებსა და NI ELVIS -ის ბაზაზე – ზ. აზმაიფარაშვილი, ო. ტომარაძე, ა. მალცევი
- ანალოგური სიგნალების ციფრული დამუშავება – ზ. აზმაიფარაშვილი, გ. მურჯიკნელი, გ. მურჯიკნელი
- ინფორმაციის ციფრული დამუშავების მეთოდები – ზ. აზმაიფარაშვილი, ი. ჩხეიძე
- პრაქტიკული სამუშაოები (ამოცანები) ელექტროსაზომ ტექნიკაში LabVIEW-ის ბაზაზე – ზ. აზმაიფარაშვილი, გ. მურჯიკნელი, ი. მოდებაძე
- ბოჭკოვან-ოპტიკური სისტემები – ვ. ნანობაშვილი, ი. მოდებაძე, გ. მურჯიკნელი
- NI ELVIS II ლაბორატორიული პრაქტიკუმი NI ELVIS II პლატფორმის ბაზაზე – ზ. აზმაიფარაშვილი, ნ. ოთხოზორია, მ. ისაკაძე
- LabVIEW: მიკროპროცესორული და საზომი სისტემების ანალოგური ელემენტები და კვანძები (ლაბორატორიული პრაქტიკუმი) – ზ. აზმაიფარაშვილი, ო. ტომარაძე, მ. ფოლადაშვილი
- ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტიზა II ნაწილი – თ. მენაბდე, ზ. აზმაიფარაშვილი
- ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტიზა I ნაწილი – თ. მენაბდე, ზ. აზმაიფარაშვილი
- სპექტრული გაზომვების საფუძვლები და საშუალებები – ზ. აზმაიფარაშვილი, ო. ტომარაძე
- ავტომატიზებული დაპროექტების სისტემები NI Multisim და NI Ultiboard – მ. ბალიაშვილი, ზ. აზმაიფარაშვილი