მ. მჭედლიშვილი, თ. ფალავანდიშვილი
გოგირდმჟავას ტექნოლოგია
უაკ 54.661.2
ISBN 978-9941-28-817-3
168 გვერდი
დამტკიცების თარიღი 07.07.2021
სახელმძღვანელოში სილაბუსის (პროგრამის) შესაბამისად განხილულია გოგირდმჟავას, მისი წარმოების ნედლეულისა და წარმოების ტექნოლოგიურ პროცესში მონაწილე ნახევარპროდუქტების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, სხვადასხვა ნედლეულზე მომუშავე გოგირდმჟავას წარმოების ტექნოლოგიური სქემები და მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების თეორიული და პრაქტიკული მხარეები. გაშუქებულია გოგირდმჟავას წარმოების განვითარების თანამედროვე ტენდენციები. „გოგირდმჟავას ტექნოლოგია“ არის „ბმული აზოტისა და გოგირდმჟავას ტექნოლოგიის“ საგნის ნაწილი, რომელიც გათვალისწინებულია „ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის“ სპეციალობის არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის.
ნაშრომი განკუთვნილია და დახმარებას გაუწევს როგორც ბაკალავრებს „ბმული აზოტისა და გოგირდმჟავას წარმოების“ კურსის ათვისებაში, ისე გოგირდმჟავას წარმოებით და სასარგებლო წიაღისეულის ქიმიური გადამუშავების მეთოდებით დაინტერესებულ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.
ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები
- ქიმიური და ბიოტექნოლოგიური ქარხნების მოწყობილობა და დაპროექტების საფუძვლები – †ი. ბუჩუკური, ლ. გვასალია, მ. მჭედლიშვილი
- აირების აბსორბცია – მ. მჭედლიშვილი
- სამეცნიეროკვლევის შედეგების დამუშავების მათემატიკური მეთოდები ნაწილი 1 – მ. მჭედლიშვილი
- გოგირდმჟავას წარმოება კონტაქტური ხერხით – მ. მჭედლიშვილი
- ქიმიური და ბიოტექნოლოგიური ქარხნების მოწყობილობა და დაპროექტების საფუძვლები – ი. ბუჩუკური, ლ. გვასალია, მ. მჭედლიშვილი
- არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის საფუძვლები I ნაწილი – მ. მჭედლიშვილი
- ალუმინის მეტალურგია – რ. კანაშვილი, მ. მჭედლიშვილი
- სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიული პრაქტიკუმი – მ. მჭედლიშვილი, თ. რიგიშვილი
- ოქროს და ვერცხლის მეტალურგია – რ. კანაშვილი, ო. მიქაძე, მ. მჭედლიშვილი
- ფერადი ლითონების მეტალურგია სპილენძის მეტალურგია ჰიდრომეტალურგია II ნაწილი – რ. კანაშვილი, ვ. გაფრინდაშვილი, ო. მიქაძე, მ. მჭედლიშვილი
- სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის საფუძვლები (მესამე გადამუშავებული და შევსებული გამოცემა) – მ. მჭედლიშვილი