უაკ 620.5
ISBN 978-9941-20-571-2
37 გვერდი
დამტკიცების თარიღი 28.04.2015
მეთოდიკურ მითითებებში განხილულია თანამედროვე ტექნიკაში ძალიან მნიშვნელოვანი მასალა სიალონისა და სიალონშემცველი კომპოზიტების მიღების ალუმინთერმიისა და აზოტირების მეთოდი; კომპოზიციური მასალის დისპერსიულობის განსაზღვრის მეთოდი, რომლის პრინციპი დაფუძვნებულია ფხვნილის ფენაში ჰაერგამტარობის დამოკიდებულებაზე ნაწილაკების დისპერსიულობის ხარისხზე; კომპოზიციური მასალის ფაზური შედგენილობის კვლევის მეთოდები და მათი მნიშვნელობა კომპოზიციური მასალის მიღებისა და კვლევისათვის; კომპოზიციური მასალის მიკრომექანიკური თვისებების განსაზღვრის მეთოდები. მოიცავს იმ ძირითად მასალას, რომელიც განკუთვნილია მეტალკერამიკული, მინისა და პოლიმერული კომპოზიციური მასალების ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევების გამოსამუშავებლად და, აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად. შედგენილია ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის სასწავლო პროგრამის შესაბამისად.