ი. ცომაია, რ. სხილაძე

წყლიანი გამონაცემები ფარმაცევტულ ტექნოლოგიაში

image-1

უაკ 615.1

ISBN 978-9941-20-041-0

88 გვერდი

დამტკიცების თარიღი 15.12.2011


 

სახელმძღვანელოში განხილულია წყლიანი გამონაცემები, როგორც წამლის გარკვეული ფორმა, რომელიც წარმოადგენს მცენარეული ნედლეულისაგან მიღებულ წყლიან გამონაწვლილს. ისინი მიიღებიან მცენარის სხვადასხვა ნაწილებიდან მოქმედ ნივთიერებათა წყლით გამოწვლილვით.
სამედიცინო მიზნებისათვის მათ უძველესი დროიდან იყენებენ. ხალხურ მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. წყლიანი გამონაცემები გამოიყენება, როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მოხმარებისათვის. ხშირად წამლის ეს ფორმა გამოიწერება, რთული შედგენილობის მიხედვით, რომელიც თავსებადია სხვა სამკურნალწამლო ნივთიერებებთან (მიქსტურებში, გამოსავლები, საფენების სახით და სხვა).
წყლიან გამონაცემებს ექსტემპორალურ რეცეპტურაში (სააფთიაქო პირობებში) უჭირავს 10%-ი.
წყლიანი გამონაცემების დასამზადებლად, საწყის ნედლეულად გამოყენებულია მცენარის სხვადასხვა ორგანოები(ფესვი, ფესურა, ქერქი, ფოთლები, ყვავილები, ნაყოფი და სხვა).
ამჟამად მოქმედი სახელმწიფო ფარმაკოპეიების X და XI გამოცემების მიხედვით, ზოგიერთი წყლიანი გამონაცემი შეიძლება მომზადდეს, სპეციალურად ამ მიზნით დამზადებული სქელი და მშრალი გამონაწვლილების წყალში გახსნით.
სახელმძღვანელო შედგენილია ამჟამად მოქმედი სასწავლო პროგრამისა და სახელმწიფო ფარმაკოპეის მოთხოვნების მიხედვით (იხ. დანართი №1).
სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ფარმაცევტული სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე სააფთიაქო დარგის პრაქტიკოსი მუშაკებისათვის. 


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები