უაკ: 546
სახელმძღვანელოში განხილულია s- და p-ელემენტების და მათი ძირითადი ნაერთების დახასიათება, ნაერთების მიღების ხერხები, აღნიშნული ელემენტების მნიშვნელოვანი ნაერთები, განხილულია მათი გამოყენების სფეროები. გამოცემა მოიცავს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული არაორგანული ქიმიის კურსის ყველა ძირითად საკითხს. გარდა ამისა მოყვანილია ისტორიული ცნობები ელემენტების და ნაერთების აღმომჩენების შესახებ. საკითხები წარმოდგენილია თანამედროვე დონეზე, განხილულია ზოგიერთი რეაქციის მექანიზმი, წიგნი აგებულია ისე, რომ სტუდენტს გაუადვილდეს პროგრამით გათვალისწინებული მასალის ათვისება. გამოცემას თან ერთვის ქიმიური ნივთიერებების აღმნიშვნელი უსაფრთხოების სიმბოლოები და მათი განმარტება.
სახელმძღვანელო გამიზნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როგორც ქიმიური და მეტალურგიული ტექნოლოგიის ფაკულტეტის, აგრეთვე სხვა სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, ქიმიით დაინტერესებულ პირთათვის.
უაკ: 681.33
სახელმძღვანელოში განხილულია, მოდელირების პროგრამა Lab-VIEW, მისი დანიშნულება, პროგრამის მენიუები, პიქტოგრამები და ფუნქციური ბლოკები. ასევე, მოცემულია როგორ უნდა დაიწეროს პროგრამა ანუ აიგოს ე. წ. ვირტუალური ხელსაწყო მათემატიკური გამოსახულებებით და ბოჭკოვან-ოპტიკური სისტემაში მიმდინარე კონკრეტული პროცესების გამოყენებით.
სახელმძღვანელოში ყოველი პარაგრაფის ბოლოს მოყვანილია სავარჯიშო მაგალითები და ამოცანები, რომელიც სტუდენტმა დამოუკიდებლად უნდა შეასრულოს. სახელმძღვანელო დაწერილია აღნიშნული საგნის მოქმედი სილაბუსის მიხედვით.
განკუთვნილია ტელეკომუნიკაციის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის, ასევე გამოადგება ამავე დარგის მაგისტრანტებს, დოქტორანტება და კომპიუტერით მოდელირების სფეროში მომუშავე სპეციალისტებს
უაკ: 543
სახელმძღვანელოში განხილულია ანალიზური ქიმიის ზოგადი თეორიული საფუძვლები, თეორიები, მეთოდები და არაორგანულ ნივთიერებათა თვისებითი ანალიზის ტექნიკა. იგი შედგენილია ანალიზური ქიმიის პროგრამასთან შესაბამისობაში, კატიონთა ანალიზის კლასიკური სულფიდური სისტემის საფუძველზე დამყარებული სულფიდების, ქლორიდებისა და კარბონატების ხსნადობაზე.
წიგნში განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი ქიმიური ექსპერიმენტების ტექნიკის აღწერას, რეაქციის ჩატარების პირობების განხილვას, კატიონებისა და ანიონების დაცილებისა და აღმოჩენის მეთოდებს.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სხვადასხვა პროფილის უმაღლესი სასწავლებლების შესაბამისი ფაკულტეტების, სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 627
სახელმძღვანელოში განხილულია ნაპირდამცავი ჰიდროტექნიკური ნაგებობების დაპროექტებისა და მშენებლობის საკითხები: ზღვის სანაპირო ზონის ფორმები და ნაპირების გეომორფოლოგიური ელემენტები; მდინარეთა ნატანი და მისი წარმოქმნის პირობები; შავ ზღვაში შესული ნატანის გამოკვლევების შედეგები.
მოცემულია ნაპირდამცავი ნაგებობების კლასიფიკაცია და გამოყენების სფეროები; ნაპირდამცავ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე მოქმედი დატვირთვები და ზემოქმედებები, ნაგებობათა ძირითადი საანგარიშო მაჩვენებლები და მათი ცალკეული კონსტრუქციების გაანგარიშება; ნაპირდამცავ ღონისძიებათა ზოგადი დებულებები და ნაპირდაცვითი გენერალური სქემის შედგენის ასპექტები; მითითებები ნაპირდამცავი ნაგებობების დაპროექტებისა და მშენებლობის შესახებ.
განხილულია ნაპირდამცავ ნაგებობათა განმსაზღვრელი ბუნებრივი ფაქტორები და პირობები; ნატურული დაკვირვებები, გაზომვები და საინჟინრო კვლევა-ძიებები.
გამოცემა განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 621.311
სახელმძღვანელო დაწერილია შესაბამისი სილაბუსის გათვალისწინებით, მოიცავს 15 სალექციო მასალას, რომელიც მიეწოდება სტუდენტებს სემესტრის განმავლობაში. სალექციო მასალას წინ უძღვის ხსენებული სემესტრის სილაბუსი, რათა სტუდენტებმა ადვილად აკონტროლონ მიწოდებული მასალის როგორც მოცულობა, ასევე მიწოდების გრაფიკთან თანხვედრა. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს სტუდენტებს, რათა დამოუკიდებლად მიიღონ გარკვეული ცოდნა. რა თქმა უნდა, ლექციების კურსში ვერ იქნება გათვალისწინებული ბევრი საინტერესო საკითხი და ამ მხრივ, თუ სტუდენტი დაინტერესებულია დამატებითი საკითხების განხილვით, აიმაღლოს განათლება ელექტროტექნიკური კუთხით, ეს მასალა შეუძლია ნახოს სახელმძღვანელოსა და მითითებული ლიტერატურის დამატებით თავებში, სადაც საკმაო მასალაა მოცემული. თითოეული თავის ბოლოს მოცემულია ტესტური გამოცდებისათვის მოსამზადებელი საკითხების ნიმუშები, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში. სიახლე გახლავთ სახელმძღვანელოს ბოლოში მოცემული ვიდეოლინკები ელექტროტექნიკის ინდუსტრიაში მიღწეული თანამედროვე წარმატებების შესახებ.
წიგნი განკუთვნილია ელექტროსპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 546.261+546.171.1
სახელმძღვანელოში განხილულია კერამიკული და პოლიმერული კომპოზიციური მასალების მიღების ტექნოლოგიები და მათში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესები; მოცემულია მასალათა თვისებები და მათი გაუმჯობესების გზები, მასალათმცოდნეობის საკითხები, მასალათა თვისებების განსაზღვრის მეთოდები. შესწავლილია მასალათა აღნაგობა, გარე და შიგა ფაქტორების ზემოქმედება მასალათა თვისებებსა და სტრუქტურულ ცვლილებებზე, მათი გამოყენების სფეროები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის. ასევე საინტერესო იქნება სამშენებლო, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის.
I ნაწილი შედგენილია პროფ. ზ. კოვზირიძის, II ნაწილი – პროფესორების: ზ. კოვზირიძის, ნ. ნიჟარაძის, გ. ტაბატაძისა და მ. ბალახაშვილის და III ნაწილი - პროფ. ჯ. ანელის მიერ.
ავტორები სიამოვნებით მიიღებენ მეცნიერთა შენიშვნებს.
უაკ: 513.21
სახელმძღვანელოში აღწერილი და განხილულია ყველა სიახლე, რომელიც „Autodesk Civil 3D 2019-ის“ ვერსიაში არის მოცემული, მათ შორის, წერტილების იმპორტირება ტექსტური ფაილიდან, რელიეფის ციფრული მოდელის შექმნა და ანალიზი, პროფილის შექმნა სტანდარტების გათვალისწინებით, მოცულობის დაანგარიშება და სხვა.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლია აგრეთვე ინჟინერს, რომელიც ფლობს საინჟინრო გრაფიკას, აქვს კომპიუტერთან მუშაობის მინიმალური უნარ-ჩვევები და კარგად ფლობს კომპიუტერულ პროგრამა – Autodesk AutoCAD-ს. გარდა ამისა, სახელმძღვანელო დაეხმარება ყველას, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით არის დაინტერესებული.
უაკ: 72.82
სახელმძღვანელოში განხილულია სწავლების ორიგინალური და ინოვაციური მეთოდები, რომლებიც პროფესორმა შოთა ბოსტანაშვილმა 1990 წელს შექმნა. წიგნში გადმოცემულია „არქიტექტურის პოეტიკის“ ძირითადი თეორიული დებულებები და გამოკვლეულია მათი კავშირი კულტურის ფილოსოფიის სხვა მიმართულებებთან, კერძოდ ფენომენოლოგიასა და სემიოტიკასთან.
წიგნი დააინტერესებს როგორც „არქიტექტურის პოეტიკის“ სტუდენტებს, ისე ზოგადად ქართული არქიტექტურის ამ განსაკუთრებული მოვლენით დაინტერესებულ მკითხველებსაც.
უაკ: 351
უახლეს ისტორიაში განვითარებული მოვლენების ანალიზი იძლევა საშუალებას დავასკვნათ, რომ საქართველო უცხო სახელმწიფოთა პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და სამეცნიერო-ტექნიკური ხასიათის სადაზვერვო ზეგავლენისა და შეღწევადობის ობიექტია. გამოთქმულ მოსაზრებას ამყარებს დამოუკიდებლად არსებობის 30 წლის განმავლობაში, ორჯერ კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი რღვევის, ტერიტორიული მთლიანობის მოშლისა და უცხო სახელმწიფოს კონტროლს დაქვემდებარებული სეპარატისტული რეჟიმების წარმოქმნა-„მოღვაწეობის“, საქართველოსადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მიერ, დამოუკიდებელი ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდება და სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზებული პროცესები.
წინამდებარე ნაშრომი არის მცდელობა, წარმოადგინოს უცხო სახელმწიფოთა ეკონომიკური დაზვერვის ზეგავლენისა და შეღწევადობის მიმართულებები, გადაბირების მეთოდოლოგია, ამ პროცესებით დამაზიანებელი ზემოქმედების შედეგები სახელმწიფოს მმართველობაზე.
ნაშრომი იძლევა საშუალებას დაინტერესებულმა მკითხველმა გააკეთოს სწორი ანალიზი ეკონომიკური დაზვერვის დამაზიანებელი შედეგების შესახებ სახელმწიფოს ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო, სამეცნიერო-ტექნიკური უსაფრთხოებისა და მმართველობის ჭრილში.
ნაშრომის ძირითად დანიშნულებაა დაინტერესებულმა მკითხველმა გაიაზროს მისი როლი სახელმწიფოს ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და მმართველობაში და პირიქით.