image
რ. ხუროძე, ჯ. გრიგალაშვილი

პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების პროგრამირების საფუძვლები

უაკ: 681.5

პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერებისა (PLC) და მათი პროგრამული უზრუნ­ველ­ყოფის ფართო გამოყენებამ როგორც ტექნიკური სისტემების, ისე ტექნოლოგიური პროცესების მართვის ავტომატიზებულ სისტემებში მოითხოვა კვალიფიციური კადრების მასობრივი მომზა­დების აუცილებლობა. 

სახელმძღვანელოში განხილულია მსოფლიო ლიდერის, წარმოების პროცესების ავტომა­ტი­ზაციასა და გაციფრულებაში, გერმანული ტექნოლოგიური კონგლომერანტის, Siemens AG-ს PLC S7-1200 PLC  და მისი დაპროგრამების გარემო TIA Portal.

ნაშრომში დეტალურადაა აღწერილი TIA Portal Basic-ის ჩამოტვირთვა და ინსტალაცია, PLC-ს არქიტექტურის ელემენტები, CPU-ს მუშაობის რეჟიმები, ხდომილების პრიორიტეტები და რიგები, CPU-ს მეხსიერება, მისი არეები და დამისამართება, მონაცემთა ტიპები, კონფი­გურირება, კოდური ბლოკები, ინსტრუქციები, პროგრამების შედგენა გაწყობა და ტესტირება.

დიდი ადგილი აქვს დათმობილი ადამიანი-მანქანური ინტერფეისებისა (HMI) და პანე­ლების აღწერას, მათ როლს ავტომატიზებული სისტემების ორგანიზებაში, განმარტებულია მათი დამისამართების ხერხები,  მონაცემების გაცვლა HMI-სა და PLC-ის შორის.

სახელმძღვანელო განკუთვნილია  ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის  ბა­კა­ლავრიატის  საფეხურის სტუდენტებისათვის, იგი  წარმოადგენს პირველ მცდელობას ამ ტი­პის სახელმძღვანელოს შექმნისა ქართულენოვანი სტუდენტებისათვის და დარწმუ­ნებული ვართ, ღირსეულ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ავტომატიზებული საწარმოებისათვის  კვალი­ფიციური კადრების მომზადების საქმეში.

 

 

image
მარიამ ხომასურიძე

ცქრიალა ღვინის წარმოება

უაკ: 663.2/.3

განხილულია ცქრიალა ღვინის წარმოშობის ისტორია, კლასიფიკაცია და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული წარმოების მეთოდები. დეტალურადაა აღწერილი ცქრი­ალა ღვინის დამზადების ტექნოლოგიური ოპერაციები, სენსორული მახასიათებლები და მის­თვის დამახასიათებელი დეფექტები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია ენოლოგების, ცქრიალა ღვინის მწარმოებლების, სტუ­დენ­ტებისა და ღვინის ენთუზიასტებისათვის.

 

 

 

image
ჯ. ხუნწარია, ვ. აბულაძე, მ. გოგბერაშვილი

სატელეკომუნიკაციო სისტემების აგების საფუძვლები

უაკ: 53.08

სახელმძღვანელოში განხილულია სატელეკომუნიკაციო ანალოგურ და ციფრულ სისტემებში პირველადი და საარხო სიგნალების ფორმირების მექა­ნიზ­მები და დასაბუთებულია აღნიშნული პროცედურების აუცილებლობა. წარმოდგენილია რეა­ლური პირველადი სატელეკომუნიკაციო სიგნალების მახასიათებლები და პარამეტრები; სატელეკომუნიკაციო სისტემებში გამოყენებული ანალოგური, დისკრეტული, იმ­პულსური და ციფრული მოდულაციების სახეობები, მათი შესაბამისი დროითი და სპექ­ტრული დიაგრამები. მოყვანილია ანალოგური სიგნალიდან ციფრული სიგნალის ფორმირების ეტაპები და რეალური სიგნალებისთვის ციფრული სიგნალების პარამეტრების ანგარიში; ასევე სატელეკომუნიკაციო ანალოგური, ციფრული და ფართოზოლოვანი არხების პარამეტრები და მახასიათებლები, რომლებიც შედარებულია შესაბამისი სიგნალების მახასიათებლებსა და პარამეტრებთან. სახელმძღვანელოს ყველა თავი შეიცავს საკონტროლო კითხვებს.

სახელმძღვანელო განკუთვნილია „ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის, ასევე გამოადგება ამავე სფეროში მომუშავე  პერსონალს  და დარგში მომუშავე სპეციალისტებს.

 

 

image
გ. ტყემალაძე

ბიოქიმიის საფუძვლები

უაკ: 577.1

სახელმძღვანელოში განხილული ბიომექანიკისა და ფოტოსინთეზის მოლეკულური საფუძვლები. ყურად­ღება გამახვილებულია კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგო­რიცაა გლობალური დათბობა და მცენარეთა ენერგეტიკულ-ფოტოსინთეზურ შესაძლებლობათა და მათი ბიოლოგიური პოტენციალის გაზრდა. განახლებული სახით წარმოდგენილია ალბათობისა და სტატისტიკის ელემენტები, ბიოქიმიის განვითარების ქრონოლოგია; დამატებულია ორგანულ ნაერთთა კლასი­ფიკაციისა და ნომენკლატურის წარმოების ძირითადი წესები, დაავადებათა ლექსიკონი და მრავალი სხვადასხვა სახის საცნობარო მასალა. სახელმძღვანელო გამდიდრებულია ფერადი ილუსტრაციებით, დიაგრამებითა და ცხრილებით.

სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, დახმარებას გაუწევს პროფესორ-მასწავლებლებს, ახალგაზრდა მეცნიერებსა და ბიოქიმიით დაინტერესებულ ყველა მსურველს.

 

 

image
ვ. სადრაძე, თ. ხოხობაშვილი, მ. ძნელაძე, ელ. ღლიღვაშვილი

არქეოლოგიის საფუძვლები

უაკ: 930.26

არქეო­ლოგიის პროგრამაში მოცემულია, როგორც თეორიული, ისე ველზე პრაქტიკული მეცადინეობების, რომლის საფუძველზე სტუდენტი გაეცნობა არქეოლოგიური ექსპედიციის ორგანიზაციის საკითხებს, იმ მეთოდებს, რომლებიც მოპოვებული არქეოლოგიური მასალების ანალიზის პროცესში სასიცოცხლოდ აუცილებელია. მომავალი არქეოლოგის თეორიული მომზადება გულისხმობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ აღრიცხული ობიექტებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლისა და დაცვის საკანონმდებლო აქტების ცოდნას. თეორიული სალექციო მეცადინეობის პროცესში სტუდენტები დაეუფლებიან სხვადასხვა ტიპისა და სირთულის ძეგლების გათხრების შესახებ არსებულ ინფორმაციას, ზოგადად საველე არქეოლოგიური კვლე­ვის მეთოდებს, ველზე შრომისა და ყოფის თავისებურებებს, უსაფრთხოებას. აქედან გამომდინარე, სტუდენტები შეიძენენ ცოდნას, რომლის გამოყენებასაც შეძლებენ არქეოლოგიური გათხრების დროს. სწავლების კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს სრული წარმოდგენა ექნებათ არქეოლოგიური მასალების დამუშავებასა და შესაბამის ინტერპრეტაციაზე, ასევე გამოიმუშავებენ ჩვევებს, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ ველზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის პრეისტორიულ და ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებას. სწორედ ზემოაღნიშნული საკითხებია განხილული ჩვენ მიერ წარმოდგენილ სასწავლო-მეთოდურ სახელმძღვანელოში, რომელიც ეფუძნება ქართველი და უცხოელი მკვლევრების მიერ შეძენილ ცოდნასა და მათ მიერ შემუშავებული საველე არქეოლოგიური გათხრების მეთოდიკას.

სახელმძღვანელო განკუთვნილია არქეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისა და მათი პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებისათვის.

 

 

image
ნ. ჯვარელია, მზ. ქიტოშვილი, ს. გიგაური

ტექნოლოგიური პროცესების აფეთქებაუსაფრთხოება

უაკ: 662.7

სახელმძღვანელოში განხილულია ტექნოლოგიური პროცესების აფეთქებაუსაფრთხოების ზოგადი ცნებები, განმარტებები, მოთ­ხოვნები, აფეთქებაუსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზაციული, ტექნიკური ღონის­ძიებები და მათ შესრულებაზე კონტროლი. მოყვანილია აფეთქებამდგრადობის, აფეთქე­ბადაცვის ცნებები, რომლებიც  ტექნოლოგიურ პროცესში ჩართულ მოწყო­ბილობა-დანადგარების, აპარატურის უსაფრთხო საექსპლუატაციო გარემოს უზრუნველყოფს. აღწერილია ტექნოლოგიური პროცესების დამუშავებისას აფეთქებაუსაფრთხო პირობების შექმნის მიმართულებები, როგორიცაა პროცესის ფლეგმატიზაცია, ინჰიბირება, ინერტული გარემო, ვაკუუმი, დანადგარების ღია მოედნებზე განთავსება, ჰერმეტულობის უზრუნველყოფა.

აღწერილია მოწყობილობების, დანადგარების, შენობების, წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლის აფეთქებაუსაფრთხოება, გაზსადენები, ნავთობსადენები და მათი დაცვა კოროზიული პროცესებისაგან. წარმოდგენილია აფეთქებაუსაფრთხო სანათი და სასიგნალო მოწყობილობები,  ნავთობისა და ნავთობპროდუქტების თვისებები და მათ ბაზაზე მიღებუ-ლი მასალები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დახმარებას გაუწევს წარმოებაში მომუშავე ინჟინრებს, შრომის დაცვისა და პროფესიული უსაფრთხოებით დაინ­ტერესებულ პირებს.

 

 

image
ნ. ჯავახიშვილი, თ. ბარამაშვილი, ქ. ჭკუასელი

კომპიუტერული გრაფიკული პროგრამა Revit

უაკ: 513.21

სახელმძღვანელოში განხილულია კომპიუტერული გრაფიკული პროგ­რა­მა Revit-ში მუშაობის ძირითადი პრინციპები, ინფორმაციული მოდელი­რების პროცესი და პროგრამული პროდუქტის ცალკეული ფუნქციური შესა­ძლებლობები.

სახელმძღვანელო დაეხმარება სტუდენტებს და ყველა დაინტერესებულ პირს შენობათა ინფორმაციული მოდელირებისა და Revit Architecture-ში მუშაობის პრინციპების შესწავლისას.

 

 

image
ლ. ჯაფარიძე

მიწისქვეშა ნაგებობათა მექანიკა

უაკ: 624.1

წიგნში მოცემულია ქანის მასივისა და მისი ნიმუშის თვისებები, მდგომარეობის განტოლებები და სიმტკიცის ძირითადი თეორიები: განხილულია ქანის მასივის პირველადი დაძაბული მდგომარეობები, მათი განსაზღვრის მეთოდები: აღწერილია მასივის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის ძირითადი კანონზომიერებები განივკვეთის წრიული, ელიფსური და სხვა ფორმის გვირაბების ირგვლივ. გაშუქებულია სამთო, სატრანსპორტო და ჰიდროტექნიკური გვირაბების მუშაობის თავისებურებები, მიწისქვეშა ნაგებობების სამაგრი კონსტრუქციების, სიხისტის, მდგრადობის და სხვა საკითხები.

წიგნი განკუთვნილია მიწისქვეშა და საშახტო მშენებლობის სპეციალობის სტუდენტები­სათვის, მეცნიერი მუშაკებისა და ინჟინერებისათვის.

 

 

image
ლევან ჯაფარიძე

მიწისქვეშა ნაგებობათა მექანიკა

უაკ: 624.1

წიგნში მოცემულია ქანის მასივისა და მისი ნიმუშის თვისებები, მდგომარეობის განტოლებები და სიმტკიცის ძირითადი თეორიები: განხილულია ქანის მასივის პირველადი დაძაბული მდგომარეობები, მათი განსაზღვრის მეთოდები: აღწერილია მასივის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის ძირითადი კანონზომიერებები განივკვეთის წრიული, ელიფსური და სხვა ფორმის გვირაბების ირგვლივ. გაშუქებულია სამთო, სატრანსპორტო და ჰიდროტექნიკური გვირაბების მუშაობის თავისებურებები, მიწისქვეშა ნაგებობების სამაგრი კონსტრუქციების, სიხისტის, მდგრადობის და სხვა საკითხები.

წიგნი განკუთვნილია მიწისქვეშა და საშახტო მშენებლობის სპეციალობის სტუდენტები­სათვის, მეცნიერი მუშაკებისა და ინჟინერებისათვის.