image-1
ირ. ინაშვილი, ალ. ბაგრატიონ-დავითაშვილი, კ. ბზიავა, ირ. დენისოვა, ირ. კლიმიაშვილი

გარემოს ინჟინერია

უაკ: 502/504

სახელმძღვანელოში განხილულია გარემოს ინჟინერიის ძირითადი თემები, რომლებიც ეყრდნობა ფუნდამენტურ სამეცნიერო და საინჟინრო პრინციპებს. აღწერილია თითოეული თემის თეორიული ასპექტები, გარემოს დაცვასთნ დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები და მეთოდები. ფართოდ არის წარმოდგენილი ვიზუალური მასალა.

დიდი ყურადღება ეთმობა ადამიანის საქმიანობის შედეგს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის სისუფთავის ხარისხზე. მოყვანილია უარყოფითი ზემოქმედების შემცირების გზები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია სამშენებლო სპეციალობების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, ამ და მომიჯნავე სფეროში მომუშავე სპეციალისტებისა და მეცნიერთათვის.

 

 

image-1
ირ. ინაშვილი, ირ. დენისოვა, კ. ბზიავა, ირ. კლიმიაშვილი, ალ. ბაგრატიონ-დავითაშვილი

წყლის რესურსების მონიტორინგი

უაკ: 502/504

სახელმძღვანელოში განხილულია დიფუზური წყაროებით გამოწვეული წყლის დაბინძურების მონიტორინგი. აღწერილია მონიტორინგის სისტემების დაპროექტების ხერხები. დიდი ყურადღება ეთმობა მონი-ტორინგის შედეგად მიღებული მონაცემების სტატისტიკური ანალიზის მეთოდებს.

განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის, აგრეთვე იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ჰიდროინჟინერიის, ჰიდროტექნიკური მელიორაციის, ჰიდროლოგიის, საინჟინრო ეკოლოგიისა და ჰიდროგეოლოგიის განხრით. დიდ დახმარებას გაუწევს წყლის რესურსების მართვისა და მონიტორინგის დარგში დასაქმებულ სპეციალისტებსა და მეცნიერებს.

 

 

image
მ. გიგინეიშვილი, მ. ჩიხლაძე

კვლევის მეთოდები სამედიცინო და ბიოფიზიკაში

უაკ: 577

სახელმძღვანელოში განხილულია ბიო- და სამედიცინო სფეროში კვლევის ძირითადი მეთოდების ფართო სპექტრი. ის მოიცავს ორგანიზმის ცხოველქმედების მექანიკური გამოვლენის, სითბოს წარმოქმნისა და თბოცვლის პროცესების, ორგანოების და ბიოლოგიური ქსოვილების ელექტროგამტარობის, ბიოპოტენციალების გამოკვლევის ასპექტებს.

მოცემულია ულტრაბგერითი, მაგნიტოგრაფიული, ფოტომეტრიული, რენტგენული, რადიოიზოტოპური, რადიონუკლიდური კვლევებისა და თერაპიის მეთოდები. განხილულ საკითხთა შეგნებული და გაიოლებული შესწავლის მიზნით, მრავლადაა წარმოდგენილი თემატური ცხრილური მონაცემები, ნახაზები და სურათები.

წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ბაკალავრიატისა და სამედიცინო ფიზიკის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.

 

 

image-1
დ. თავხელიძე, ომ. თედორაძე

გამოყენებითი მექანიკა - 2
მექანიზმებისა და მანქანების თეორია და მანქანათა ნაწილები

უაკ: 531.8

 

 

image-1
ო. თავდიშვილი

კომპიუტერული ხედვა
II ნაწილი

უაკ: 004.9

სახელმძღვანელო შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის სტუდენტებისათვის წაკითხული ლექციების საფუძველზე. მასში განხილულია ორ- და სამგანზომილებიანი სცენების გამოსახულებების ციფრული დამუშავებისა და ანალიზის ძირითადი საკითხები.

გამოცემა განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ის ასევე საინტერესო იქნება კომპიუტერული ხედვის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

 

 

image
გ. მურჯიკნელი, ზ. აზმაიფარაშვილი

ძალური ელექტრონიკა და ინტელექტუალური ელექტროამძრავები

უაკ: 621.38

სახელმძღვანელოში განხილულია ძალური ელექტრონიკის ძირითადი საკითხები. კერძოდ, აღწერილია ძალური ნახევარგამტარული ელემენტების (დიოდების, ტირისტორების, ტრანზისტორების) აგებულება და მოქმედების პრინციპი, მართვადი და უმართავი გამმართველები, ავტონომიური ინვერტორები, ელექტრული ენერგიის გარდაქმნისა და გადართვის საკითხები და სხვ.

წიგნში განხილულია აგრეთვე თანამედროვე ინტელექტუალური ელექტროამძრავები, რომლებიც ელექტრომანქანების, აპარატებისა და მათი მართვის სისტემების ერთობლიობაა. ამას გარდა, მითითებულია, რომ აღნიშნული მოწყობილობები მრეწველობაში მექანიკური ენერგიის ძირითად წყაროს წარმოადგენენ. მათი საშუალებით ხდება ელექტრული ენერგიის გარდაქმნა მექანიკურად და პირიქით.

სახელმძღვანელო შესრულებულია მაღალ დონეზე და შეესაბამება ზემოთ მოყვანილი საგნის სილაბუსს. იგი დაწერილია სტუდენტებისათვის გასაგები ენით და იძლევა იმის საშუალებას, რომ სტუდენტებმა უკეთ აითვისონ ერთ-ერთი წამყვანი სპეციალური საგანი.

 

 

image-1
ლ. ჯიქიძე

თეორიული მექანიკის კურსი
სტატიკა, კინემატიკა

უაკ: 531.8

 

 

image
ირ. ინაშვილი, ირ. დენისოვა, კ. ბზიავა, ირ. კლიმიაშვილი, ალ. ბაგრატიონ-დავითაშვილი

წყლის რესურსების მონიტორინგი

უაკ: 502/504

სახელმძღვანელოში განხილულია დიფუზური წყაროებით გამოწვეული წყლის დაბინძურების მონიტორინგი. აღწერილია მონიტორინგის სისტემების დაპროექტების ხერხები. დიდი ყურადღება ეთმობა მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემების სტატისტიკური ანალიზის მეთოდებს.

განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის, აგრეთვე იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ჰიდროინჟინერიის, ჰიდროტექნიკური მელიორაციის, ჰიდროლოგიის, საინჟინრო ეკოლოგიისა და ჰიდროგეოლოგიის განხრით. დიდ დახმარებას გაუწევს წყლის რესურსების მართვისა და მონიტორინგის დარგში დასაქმებულ სპეციალისტებსა და მეცნიერებს.

 

 

image-1
ლ. გვერდწითელი, თ. შარაშიძე

ჰიდროსფეროსა და ნიადაგის დაცვის ტექნიკა

უაკ: 556:631.4

სახელმძღვანელოში განხილულია მრეწველობის სხვადასხვა დარგის მიხედვით ჰიდროსფეროს დამაბინძურებელი წყაროები და ნივთიერებები, წყალუზრუნველყოფისა და ჩამდინარე წყლის ხარჯის განსაზღვრა. მოცემულია ჩამდინარე წყლის დამაბინძურებელი კომპონენტებისაგან გამწმენდი ტექნიკური საშუალებები, აპარატები და მათი შერჩევის კრიტერიუმები. ასევე განხილულია ნიადაგის დაცვის ტექნიკური საშუალებები.

განკუთვნილია გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და უსაფრთხოების, საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულების, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ფაკულტეტებს სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, ინჟინერ-ტექნიკური მუშაკებისა და მეცნიერი თანამშრომლებისათვის, რომლებიც მუშაობენ გარემოს დაცვის სფეროში.