image-1
ი. მშვიდობაძე

შენობა-ნაგებობების ტექნიკური ექსპლუატაცია

უაკ: 72

სახელმძღვანელოში მოცემულია შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის საიმედოობის თეორიის ძირითადი განმარტებანი. განხილულია ის გარემო და ტექნოლოგიური ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ შენობის კონსტრუქციული ელემენტების საექსპლუატაციო მახასიათებლების შეცვლაზე. მოცემულია კონსტრუქციების საექსპლუატაციო პარამეტრების შეფასება, ნაჩვენებია შენობა-ნაგებობათა დამახასიათებელი დაზიანებები და მათი აღმოფხვრის ღონისძიებანი.
ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მშენებლობის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროფესიული სწავლების სტუდენტებისა და მშენებლობის დარგის სპეციალისტების მიერ.

 

 

 

image-1
დ. ბიბილეიშვილი, ლ. ებანოიძე

ექსპერიმენტული ფიზიკური ქიმია

უაკ: 541.1

სახელმძღვანელოში მოცემულია ფიზიკური ქიმიის ძირითადი საკითხების: ნივთიერების აღნაგობის, ქიმიური თერმოდინამიკის, ჰომოგენური და ჰეტეროგენული წონასწორობის, ხსნარების, ელექტროქიმიის, ქიმიური კინეტიკისა და კატალიზის როგორც თეორიული, ისე ექსპერიმენტული ნაწილი.
გამოცემა განკუთვნილია ქიმიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის. 

 

 

 

image-1
ი. გოცირიძე, გ. გიგილაშვილი

ბიოსამედიცინო ინჟინერია (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საფუძვლები) III ნაწილი

უაკ: 615.478

სახელმძღვანელოში განხილულია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეთოდის ფიზიკური საფუძვლები, აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები. მაგნიტურ-რეზონანასული ტომოგრაფია (მრტ) არის ადამიანის ორგანოებისა და ქსოვილების ვიზუალიზაციის მეთოდი, რომელიც გამოიყენება მაღალი ხარისხის გამოსახულებების მისაღებად  და დაფუძნებულია ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის, სპექტროსკოპიის მეთოდებზე, რომლებიც გამოიყენება მეცნიერების მიერ მოლეკულების ქიმიური და ფიზიკური თვისებების შესასწავლად. მან განვითარება პოვა გამოსახულების ტომოგრაფიული ასახვიდან მეთოდამდე, როდესაც შესაძლებელი გახდა გამოსახულების მოცულობითი ასახვა. სახელმძღვანელო საშუალებას აძლევს სტუდენტს შეისწავლოს მრტის მუშაობის პრინციპები, როგორც მიკროსკოპულ, ისე მაკროსკოპულ დონეზე, ასევე გამოსახულებების ფორმირების სისტემები. გადამწოდების მოქმედების პრინციპები, გამოსახულების დამუშავების აპარატურული საშუალებები.
წიგნი განკუთვნილია მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის რომლებიც სწავლობენ სპეციალობებზე: „ბიოსამედიცინო ინჟინერია“, „სამედიცინო ფიზიკა“, ასევე ელექტრონული ინჟინერიის და სამედიცინო პროფილის სტუდენტების და ჯანდაცვის სფეროს პროვაიდერებისათვის, ვისაც პროფესიული შეხება აქვს სამედიცინო ვიზუალიზაციის და ინსტრუმენტაციის სისტემებთან.

 

 

image-1
პ. კოღუაშვილი, ჯ. ფანჩულიძე

მიწის მმართველობა

უაკ: 525:333.33:711.14(-43)

სახელმძღვანელო მომზადებული და შედგენილია თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების მიხედვით და მიწის მმართველობის პრობლემებზე უახლესი ზოგადი ხედვებისა და მიდგომების გათვალისწინებით.
მასში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მიწის რესურსების აღრიცხვას, მისი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასებას, მიწის სისტემური მართვისა და სხვა აქტუალურ საკითხებს.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, აგრეთვე მიწის მართვის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის.

 

 

image-1
რ. დიაკონიძე

ჰიდრომეტრია

უაკ: 627.133

სახელმძღვანელო „ჰიდრომეტრია“ შედგენილია ჰიდროტექნიკური, ჰიდროლოგიური, ჰიდრომელიორაციული, სამდინარო ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდროენერგეტიკული სპეციალობის სტუდენტებისათვის. ის შეიძლება ასევე გამოიყენოს საგზაო ინსტიტუტების სტუდენტებმაც, წყალსადინრებზე ხიდური გადასასვლელების შესწავლის დროს.
წიგნში მოცემულია ჰიდრავლიკურ და ჰიდროლოგიურ გაზომვათა თეორია და პრაქტიკა, მათ შორის ზღვის ჰიდრომეტრიული სამუშაოების მოკლე აღწერა.
სახელმძღვანელო დაეხმარება ზემოაღნიშნული სპეციალობების პრაქტიკოს ინჟინრებსა და ტექნიკოსებს, რომლებიც ასრულებენ ჰიდრომეტრიულ სამუშაოებს მდინარეებსა და წყალსაცავებზე, სარწყავ არხებსა და ზღვაზე.

 

 

image-1
რ. დიაკონიძე

ჰიდრომეტრია

უაკ: 627.133

სახელმძღვანელო „ჰიდრომეტრია“ შედგენილია ჰიდროტექნიკური, ჰიდროლოგიური, ჰიდრომელიორაციული, სამდინარო ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდროენერგეტიკული სპეციალობის სტუდენტებისათვის. ის შეიძლება ასევე გამოიყენოს საგზაო ინსტიტუტების სტუდენტებმაც, წყალსადინრებზე ხიდური გადასასვლელების შესწავლის დროს.
წიგნში მოცემულია ჰიდრავლიკურ და ჰიდროლოგიურ გაზომვათა თეორია და პრაქტიკა, მათ შორის ზღვის ჰიდრომეტრიული სამუშაოების მოკლე აღწერა.
სახელმძღვანელო დაეხმარება ზემოაღნიშნული სპეციალობების პრაქტიკოს ინჟინრებსა და ტექნიკოსებს, რომლებიც ასრულებენ ჰიდრომეტრიულ სამუშაოებს მდინარეებსა და წყალსაცავებზე, სარწყავ არხებსა და ზღვაზე.

 

 

image-1
ზ. აზმაიფარაშვილი, ო. ტომარაძე

სენსორები და ინტელექტუალური საზომი საშუალებები

უაკ: 621.38

სახელმძღვანელოში აღწერილია სენსორები და ინტელექტუალური საზომი სისტემები, განხილულია მათი გამოყენების სფეროები. ნაჩვენებია, რომ ინტელექტუალური სენსორები ოცნება კი არ არის, არამედ ისინი უკვე შემოვიდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათი დამუშავება და წარმოება არის ხელსაწყოთმშენებლობის ერთ-ერთი დამოუკიდებელი ქვედარგი.  ყოველ თემას ექსპერიმენტის სახით ერთვის ეფექტური ილუსტრაციები, სავარჯიშოები და საკონტროლო კითხვა-პასუხები.
წიგნი განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების სტუდენტებისათვის. ის შეიძლება წარმატებით  გამოიყენოს აგრეთვე იმ მსმენელმა, ვისთვისაც აღნიშნული საგანი  დამხმარე დისციპლინაა. ესენია: მომავალი ფიზიკოსები, ინჟინრები, ქიმიკოსები, ბიოლოგები და ექიმები. რა თქმა უნდა, იგი  სამაგიდო წიგნი იქნება გაზომვების სფეროში მომუშავეთათვის.

 

 

image-1
ზ. ეზუგბაია, ი. ქვარაია, ი. ირემაშვილი, ნ. მსხილაძე

სამშენებლო წარმოების ტექნოლოგია

უაკ: 624.05

სახელმძღვანელოში განხილულია ყველა ის სამშენებლო პროცესი, რომელიც ახლავს შენობა-ნაგებობების აგებას, მოცემულია ტექნოლოგიური პროცესების განხორციელების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიების საფუძვლები.
გამოცემა განკუთვნილია სამშენებლო, არქიტექტურული, სამთო-გეოლოგიური და სატრანსპორტო ფაკულტეტების სტუდენტებისათვის საგნის მაღალ დონეზე შესასწავლად. წიგნში მოცემული მასალები გამოადგება, აგრეთვე, მოქმედ პროფესიონალ მშენებლებს.

 

 

image-1
ლ. მძინარიშვილი, ნ. კაჭახიძე, დ. უგულავა, ნ. ხომერიკი

დისკრეტული მათემატიკა

უაკ: 519.45

წიგნი დაწერილია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დისკრეტული მათემატიკის მოქმედი სილაბუსის მიხედვით და შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: სიმრავლეთა თეორია, კომბინატორიკა, გრაფთა თეორია, ბულის ალგებრა, მათემატიკური ლოგიკა, ალბათობის თეორია, ალგებრული სტრუქტურები და რიცხვთა თეორია.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.