image
თ. ჭურაძე, კ. მჭედლიშვილი, მ. გრძელიშვილი

მიწისქვეშა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა

უაკ: 656.34

წიგნში  განხილულია  მიწისქვეშა სატრანსპორტო ნაგებობების მოცულობითი დაგეგმა­რების საკითხები, როგორიცაა  სატრანსპორტო გვირაბები, მეტროპოლიტენები, მრავალია­რუსიანი მიწისქვეშა სატრანსპორტო კომპლექსები, მთაგორიან პირობებში საავტომობილო, სარკინიგზო და კომბინირებული გვირაბები.

სახელმძღვანელოში მოყვანილია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ შემუშავებული მი­წისქვეშა სატრანსპორტო ნაგებობების პრობლემათა გადაჭრის მეთოდები და საშუალებები, ასევე სტუ-ის საგზაო დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ შექმნილი მიწისქვეშა ნაგებობების და პროექტებისა და მშენებლობის თანამედროვე მეთოდები.

წიგნი გამოადგება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დარგის ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, აგრეთვე არქიტექტორებს, ურბანისტებს და შესაბამისი პროფილის სტუდენტებს: ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

 

 

image
ნ. ბაღათურია, ლ. ქაჯაია

საქართველოს ფლორის ეთერზეთოვანი მცენარეები და ეთეროვანი ზეთები

უაკ: 633.8

ეთეროვანი ზეთები  კვების მრეწველობის სხვადასხვა დარგში გამოიყენება ნატურალური არომატი­ზატორების სახით. ბოლო ათწლეულების გამოკვლევებით დადგინდა, რომ ნატურალური ეთე­როვანი ზეთები გარკვეულწილად დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, რის საფუძველზეც მე­დიცინაში ცალკე მიმართულებად  ჩამოყალიბდა   ეთეროვანი ზეთებით მკურნალობა _ არომათერაპია. 

სახელმძღვანელოში  წარმოდგენილია მონაცემები საქართველოში გავრცელებული ეთერზეთოვანი მცე­ნა­რეებისა და მათი ეთეროვანი ზეთების შესახებ.

პირველ თავში მოყვანილია ზოგადი ცნობები ეთეროვანი ზეთების შესახებ: მცენარეში ეთეროვანი  ზეთების  ფიზიოლოგიური  მნიშვნელობა, აღწერილია ეთეროვანი  ზეთების მიღების  მეთოდები, ეთერზე­თების დარგში გამოყენებული დანადგარ-მოწყობილობები. წიგნის მე-2 თავი  მოიცავს ინფორმაციას  147 დასახელების ეთერზეთოვანი მცენარეებისა და მათში არსებული ეთეროვანი ზეთების შესახებ.  მე-3 თავში აღწერილია მცენარეულ ნედლეულში ეთეროვანი ზეთების რაოდენობრივი შემცვე­ლობის დადგენის მეთოდები, მოყვანილია ეთეროვანი ზეთების ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები და მა­თი განსაზღვრის მეთოდები.

წიგნი განკუთვნილია კვების მრეწველობასა და მედიცინაში დასაქმებული მეცნიერებისა და სპე­ციალისტებისათვის. დახმარებას გაუწევს სტუდენტებსა და პროფესორ - მასწავლებლებს ეთეროვანი ზეთების ქიმიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის კურსის სწავლებასა და ათვისებაში.

 

 

image-1
კ. კოპალიანი, ზ. კვეტენაძე

საერთაშორისო ურთიერთობების თეორია

უაკ: 327/ k45

წიგნში განხილულია საერთაშორისო პოლიტიკური მეცნიერების უმნი­შვნე­ლოვანესი თეორიული ასპექტები. ყურადღება გამახვილებულია საერთაშორისო ურთიერთობების კლასიკურ თეორიებსა და მის კონცეპ­ტუალურ საფუძვლებზე. წარმოდგენილია საერთაშორისო პოლიტიკური აზრის აღიარებულ მკვლევართა შეხედულებები და გაანალიზებული მათი პოზიციები.

განკუთვნილია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუ­დენ­ტებისათვის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიული სკო­ლებით დაინტერესებული მკითხველისათვის.

 

 

image
ა. საყვარელიძე

სამდინარო ჰიდროტექნიკური ნაგებობები
ნაწილი I

უაკ: 626/627

სახელმძღვანელოში  განხილულია სხვადასხვა  ტიპის  კაშხლებისა და წყალსატარი ჰიდრო­ტექ­ნიკუ­რი ნაგებობების სახეობები, მათი დაპროექტებისა და გაანგარიშების  საკითხები.

მოცემულია გრუნტის მასალების სახეობები, მათი ძირითადი საანგარიშო დებულებები და კონსტრუქციული თავისებურებები. დამუშავებულია კაშხლების დაპროექ­ტე­ბისა და გაანგა­რი­შების საკითხები.

განხილულია ბეტონისა და რკინაბეტონის  კაშხლების სახეობები. მოცემულია მათი კლა­სიფიკაცია და კონსტრუქციები.

ყურადღება აქვს დათმობილი წყალსატარი ჰიდროტექნიკური ნაგებობების გან­ხილვას. ნაგებობების სახეობების და კონსტრუქციულ თავისებურებებს.

განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სამშენებლო ფაკულტეტის  რო­გორც ბაკალა­ვრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტორანტების სტუდენტებისთვის, აგრეთვე სპეციალის­ტე­ბისთვის, რომლებიც მუშაობენ სამდინარო ჰიდროტექნიკური ნაგებობების  გაან­გარიშების, დაპროექტებისა და მშენებლობის საკითხებზე.

 

 

image
ო. თედორაძე, ნ. სარჯველაძე, მ. ჯანიკაშვილი

თანამედროვე სასოფლო - სამეურნეო და სამელიორაციო მანქანები
(აგებულება, მუშაობა, ძირითადი რეგულირებები)

უაკ: 62

სახელმძღვანელო შედგენილია  ევროპის მოწინავე უნივერსიტეტების მიერ აპრობირე­ბუ­ლი და დანერგილი სწავლების  ინოვაციური მეთოდების მიხედვით, რომელიც ემყარება ინტერ­ნეტ-რესურსების აქტიურ გამოყენებას და განათლების მოდერნიზაციის  საფუძველია.

სახელმძღვანელოში წარმოდგენილი კურსის შესწავლის ინოვაციური მიდგომის (მეთ­ოდის) არსი შემდეგში მდგომარეობს: სასწავლო პროგრამის ფარგლებში  ტრენინგის ორგანი­ზების საშუალებას იძლევა სხვადასხვა ჯგუფსა და კურსთან.

განკუთვნილია აგროინჟინერიის, წყლისა და ნიადაგის ინჟინერიის, აგრონომიის და აგროტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის, შესაბამისი სილაბუსების მიხედვით  დაეხმარება პროფესიული სასწავლებლებლების სტუ­დენტებს, ფერმერებსა და მიწათმოსარგებლეებს.

სახელმძღვანელოს წინა ყდის უკანა გვერდზე  დამაგრებულია კონვერტი, რომელშიც გან­თავსებულია ელექტრონული მეხსიერების ბარათი, სადაც ჩაწერილია ელექტრული ვერსია, რაც  სტუდენტს საგნის ათვისებას საგრძნობლად  გაუადვილებს.

 

 

image-1
ზ. ჯაბუა, მ. ტეტელოშვილი

იშვიათმიწა ელემენტები მედიცინაში

უაკ: 615.46

სახელმძღვანელოში განხილულია იშვიათმიწა ელემენტების მედი­ცინაში გამოყენების მიმართულებები და განვითარების პერსპექტივები თითოეული ელემენტის ელექტრონული კონფიგურაცია, ზოგიერთი ფი­ზი­კური და ქიმიური თვისება.

სახელმძღვანელო განკუთვნილია საინჟინრო ფიზიკის სპეციალობის როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენ­ტე­ბისთვის, გარკვეულ სარგებლობას მოუტანს სამედიცინო მასალათ­მცოდ­ნეობის საკითხებით დაინტერესებულ პირებსაც.

 

 

image
მ. ლომსაძე-კუჭავა, გ. ამყოლაძე, თ. წერეთელი, ხ. გიორგაძე

ენერგოსაწარმოთა ოპერაციული და ხარისხის მენეჯმენტი

უაკ: 638.244

სახელმძღვანელოს დანიშნულებაა ბაზრის განვითარების თანამედრო­ვე დონეზე ენერგეტიკულ ობიექტებში აამაღლოს წარმოების მოცულობა და ხარისხის დონე. ასახულია ენერგეტიკულ ობიექტზე მიმდინარე საწარმოო პროცესებისა და ოპერაციების მარ­თვის გამოცდილება მსოფლიო მიღწე­ვების გათვალისწინებით. 

მოცემულია წარმოებისა და სერვისული ოპერაციების ინტენსიფიკა­ციის ფუნქციური კონცეფციები და მეთოდები. ოპერა­ციული მენეჯმენტის პრინციპების შესწავლით მომავალი სპეციალისტების წინაშე იხსნება კარიერული ზრდის საინტერესო და მრავალმხრივი პერ­სპექტივები. კერძოდ, გარკვეული იქნება თუ როგორ მართოს საწარმოო პროცესები ამა თუ იმ ენერგოკომპანიებში, მონაწილეობა მიიღოს განა­ხლებისა და რეს­ტრუქტურიზაციის პროცესებში, სწორად დაგეგმოს ფირ­მის სტრატეგიული განვითარების ორიენტირები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია საინჟინრო, მენეჯერული  და ეკონო­მიკური განათლების ფაკულტეტების სტუდენტებისათვის [(ბაკალავ­რიატი - I-II თავი, მაგისტრატურა - III,IV,V,IVთავი, დოქტორანტურა - VII-VIII-IX-X თვი)], ენერგოკომპანიებში დასაქმებული მენეჯერებისა და სხვა ხელმ­ძღვა­ნელი მუშაკების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

 

 

image-1
მ. ლომსაძე-კუჭავა, გ. ამყოლაძე, თ. წერეთელი, ხ. გიორგაძე

ენერგოსაწარმოთა ოპერაციული და ხარისხის მენეჯმენტი

უაკ: 638.244

სახელმძღვანელოს დანიშნულებაა ბაზრის განვითარების თანამედრო­ვე დონეზე ენერგეტიკულ ობიექტებში აამაღლოს წარმოების მოცულობა და ხარისხის დონე. ასახულია ენერგეტიკულ ობიექტზე მიმდინარე საწარმოო პროცესებისა და ოპერაციების მარ­თვის გამოცდილება მსოფლიო მიღწე­ვების გათვალისწინებით. 

მოცემულია წარმოებისა და სერვისული ოპერაციების ინტენსიფიკა­ციის ფუნქციური კონცეფციები და მეთოდები. ოპერა­ციული მენეჯმენტის პრინციპების შესწავლით მომავალი სპეციალისტების წინაშე იხსნება კარიერული ზრდის საინტერესო და მრავალმხრივი პერ­სპექტივები. კერძოდ, გარკვეული იქნება თუ როგორ მართოს საწარმოო პროცესები ამა თუ იმ ენერგოკომპანიებში, მონაწილეობა მიიღოს განა­ხლებისა და რეს­ტრუქტურიზაციის პროცესებში, სწორად დაგეგმოს ფირ­მის სტრატეგიული განვითარების ორიენტირები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია საინჟინრო, მენეჯერული  და ეკონო­მიკური განათლების ფაკულტეტების სტუდენტებისათვის [(ბაკალავ­რიატი - I-II თავი, მაგისტრატურა - III,IV,V,IVთავი, დოქტორანტურა - VII-VIII-IX-X თვი)], ენერგოკომპანიებში დასაქმებული მენეჯერებისა და სხვა ხელმ­ძღვა­ნელი მუშაკების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

 

 

image
ლ. ჩხეიძე, ნ. ჯვარელია, ნ. მაჭავარიანი

შრომის ჰიგიენა

უაკ: 613.6 (075.8)

განხილულია შრომის ჰიგიენის აქტუალური საკითხები, მავნე და საშიში საწარმოო ფაქტორების ჰიგიენური დახასიათება, ასევე საწარმოო ფაქტორების ადამიანის ორგანიზმზე ბიოლოგიური ზემოქმე­დება და პროფილაქტიკური ღონისძიებები, რომელთა წარმატებით გატარება უზრუნველყოფს ნებისმიერ საწარმოში შრომის უსაფრთხო და ჯანმრთელ პირობებს.

განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგ­რამა „საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ სტუდენტებისათვის. დახმარებას გაუწევს წარმოებაში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს, ახალი ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხო­ებაზე მომუშავე მეცნიერ მუშაკებსა და ტექნიკურ ინსპექტორებს.