უაკ: 338.244
ბრენდ - მენეჯმენტის სახელმძღვანელო წარმოდგენილია ბიზნეს-ეკონომისტების მომზადების საუნივერსიტეტო საბაკალავრო პროგრამების შესაბამისად. მასში გადმოცემულია ბრენდ-მენეჯმენტის, როგორც მეცნიერების, ძირითადი საფუძვლები, ბრენდირების აღმოცენების ისტორია, ბრენდის შექმნა და არქიტექტონიკა, ბრენდირების სტრატეგია, ბრენდის მარკეტინგული კვლევა და ბაზრის სეგმენტირება; სახელმძღვანელოში გაშუქებულია ბრენდის მართვის მექანიზმების, ბრენდის დაგეგმვის, რეკლამის, სამომხმარებლო ქცევის, ღირებულების და ა. შ. შესწავლის პრობლემური საკითხები. სახელმძღვანელო განკუთვნილია მეცნიერ-ეკონომისტებისა და პრაქტიკოსებისთვის; იგი დიდ სამსახურს გაუწევს ბიზნესისა და ეკონომიკის პროფილის ბაკალავრებს, მაგისტრებს, დოქტორანტებსა და პროფესურას, საერთოდ, ბრენდირების პრობლემით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.
უაკ: 661.18
განხილულია ზან-ების კლასიფიკაცია, ნომენკლატურა, მოცულობითი და ადსორბციული რეცეპტურების კომპონენტების შერჩევის პრინციპები; თეორიული და საინჟინრო საფუძველი, განსხვავებული (აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით) გამრეცხი საშუალებების წარმოებისათვის. განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიის მიმართულების სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის.
უაკ: 681.3
სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში, ქვეყნის წინაშე ყოველთვის დგას ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის სისტემისა და მისი მართვის სრულყოფის ამოცანა. წინამდებარე წიგნში თანამიმდევრულადაა მოცემული ეროვნული უშიშროების სისტემური ინფორმაციული უზრუნველყოფის პრობლემები ინფორმაციულ ეპოქაში. გაანალიზებულია ეროვნული უშიშროების საინფორმაციო-ანალიტიკური და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის თეორიული ასპექტები. განხილულია საინფორმაციო ანალიზირებისა და პროგნოზირების ტექნოლოგიებისა და ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის ერთიანი საინფორმაციო სისტემის პრაქტიკაში განხორციელების ასპექტები. სახელმძღვანელო პოლიტოლოგიის პრობლემებთან ერთად მოიცავს მართვის საინფორმაციო სისტემების საკითხებსაც, გამოვლენილია პოლიტიკური და ტექნიკური მეცნიერებების შეხების წერტილები, რაც მნიშვნელოვნად პასუხობს ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფილის მოთხოვნებს. სახელმძღვანელო სასარგებლო იქნება როგორც ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის, ისე მართვის საინფორმაციო სისტემების სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 548.1
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის სპეციალობების ბაკალავრიატის მაღალი კურსების სტუდენტების, მაგისტრებისა და იმ მკვლევარებისთვის, რომლებიც თავის საქმიანობაში იყენებენ კრისტალოგრაფიულ გამოთვლებს.
უაკ: 624.012.235.46
მოცემულია ზოგადი ცნობები სამრეწველო და სამოქალაქო შენობების რკინაბეტონის სამშენებლო კონსტრუქციების შესახებ, რკინაბეტონის წინაღობის თეორიის საფუძვლების მოკლე კურსი, ჩვეულებრივი და წინასწარ დაძაბული ელემენტების კონსტრუქციული გადაწყვეტებისა და გაანგარიშების საფუძვლები. შედგენილია რკინაბეტონის კონსტრუქციების გაანგარიშების ამჟამად მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო სპეციალობების სტუდენტებისათვის.
უაკ: 364.2(02)
სახელმძღვანელოში განხილულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების სტაბილური ფუნქციონირების განმსაზღვრელი საკითხები და კვლევის მეთოდები; მათი სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ორგანიზაციული და საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები. წარმოდგენილია საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში გამოყენებული ძირითადი განმარტებანი. სახელმძღვანელო განკუთვნილია მენეჯმენტის დარგის ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის, ინჟინერიის მიმართულების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის; ასევე, სტრატეგიული და საგანგებო სიტუაციებში სასიცოცხლო მნიშვნელობის ეკონომიკის ობიექტების მენეჯერებისათვის.
უაკ: 621.81(075.8)
წიგნში მოცემულია ლიფტების ფრიქციულ-ჯალამბრიანი ამძრავების პროექტირების ძირეული საკითხები. წარმოდგენილია ლიფტების ფრიქციული ამძრავების გაანგარიშების მეთოდიკა საერთაშორისო EN81-1:1988 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. მასში დაწვრილებით არის წარმოდგენილი ფრიქციული ამძრავის რეალიზებადი წევის ძალის განსაზღვრის მეთოდი. დაზუსტებულია დაყვანილი ხახუნის კოეფიციენტის მნიშვნელობა შეუღლებული წყვილისათვის - „ჭაღის ღარი – ბაგირი“ კონსტრუქციული გადაწყვეტის მიხედვით. შესწავლილია ლიფტის წევის ბაგირის სიმტკიცის მინიმალური მარაგის კოეფიციენტის განსაზღვრის აქტუალური პრობლემები. შრომაში წარმოდგენილია სალიფტე ფრიქციული ჯალამბრების კინემატიკური სქემები და კონსტრუქციული გადაწყვეტა. წიგნი განკუთვნილია მექანიკური სპეციალობის სხვადასხვა დონის სტუდენტებისათვის – ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას კონსტრუქტორების, ტექნიკური უსაფრთხოების ინსპექტორებისა და წარმოების მუშაკებისათვის.
უაკ: 626.83:621.65
სახელმძღვანელოში განხილულია სხვადასხვა ტიპის ტუმბოს მუშაობის პრინციპი; აღწერილია მათი კონსტრუქციები; მოცემულია დინამიური და მოცულობითი ტუმბოების კონსტრუქციული თავისებურებანი და გამოყენების სფერო. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ცენტრიდანულ ტუმბოებზე. აღწერილია მათი კონსტრუქციული სქემები, მოყვანილია საანგარიშო ფორმულები. განხილულია ტუმბოს მახასიათებელი მრუდების აგების წესი და პრაქტიკული გამოყენების მეთოდები; გადმოცემულია ტუმბოს შერჩევის პრინციპი, მათი სხვადასხვა რეჟიმში მუშაობის სქემები. აქვე განხილულია წყალმომარაგების და წყალარინების სატუმბო სადგურების კომპლექსში შემავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები; აღწერილია მათი სამონტაჟო სქემების შედგენის, ტექნოლოგიური და კონსტრუქციული ნაწილის დამუშავების პრინციპები. აღწერილია სატუმბო სადგურის კომპლექსში შემავალი ნაგებობების შერჩევის მეთოდები, ენერგეტიკული, მექანიკური, დამხმარე მოწყობილობების დახასიათება და გამოყენების არე, ენერგომომარაგების და ავტომატიზაციის სქემები, სატუმბო სადგურის ექსპლუატაციის წესები. სახელმძღვანელო განკუთვნილია წყლის რესურსების გამოყენების, წყალმომარაგების და წყალარინების სპეციალობის სწავლების სხვადასხვა საფეხურის და სამშენებლო ფაკულტეტის მონათესავე სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი შედგენილია სასწავლო პროგრამის შესაბამისად. წიგნი, აგრეთვე, გამოადგებათ ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებს.
უაკ: 58
შედგენილია სპეციალობა „ფარმაციის“ მოქმედი პროგრამის საფუძველზე. ბოტანიკის კურსი ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებისათვის წარმოადგენს მაპროფილებელი საგნის ფარმაკოგნოზიის შესწავლის საფუძველს. იგი პირველი ქართული სახელმძრვანელოა, რომელშიც განხილულია მცენარეთა მორფოლოგიის, ანატომიისა და სისტემატიკის საკითხები. სისტემატიკურ ნაწილში ძირითადად მოცემულია ადგილობრივი ფლორის ის სამკურნალო მცენარეები, რომლებიც გამოყენებულია ხალხურ და მეცნიერულ მედიცინაში. სახელმძღვანელო განკუთვნილია ფარმაცევტული პროფილის სტუდენტებისათვის.