image-1
გ. ლომსაძე, გ. ტაბატაძე, გ. ლობჟანიძე

სამთო საწარმოს ეკონომიკა I წიგნი

უაკ: 338.45:622

სახელმძღვანელოში განხილულია სამთო საწარმოს ეკონომიკის არსი, მისი ფუნქციონირების ეკონომიკური საფუძვლები და თავისებურებანი საბაზრო ურთიერთობათა პირობებში, საწარმოს მიკრო- და მაკროგარემო, საწარმოო რესურსები და მათი გამოყენების მაჩვენებლები. გაანალიზებულია საწარმოთა საქმიანობის ეკონომიკური შედეგები, ინვესტირების ეფექტიანობის საკითხები და სხვა ძირითადი ეკონომიკური მახასიათებლები.
ნაშრომი განკუთვნილია სამთო სპეციალობის სტუდენტებისათვის, დარგში მომუშავე სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული მკითხველისათვის.
(წიგნი II დაეთმობა სამთო საწარმოს მენეჯმენტს, რომელსაც უახლოეს ხანში შევთავაზებთ მკითხველს).

 

 

image-1
ნ. ნაცვლიშვილი, ლ. კლიმიაშვილი, მ. ნაცვლიშვილი, დ. გურგენიძე

წყალმომარაგებისა და წყალარინების საფუძვლები

უაკ: 628.1:626.822

განხილულია შენობების და დასახლებული ადგილების წყალმომარაგებისა და წყალარინების, შიგა  და გარე სანიაღვრე წყალარინების, მყარი ნარჩენების მოცილების სისტემების მოწყობა, ბუნებრივი და ჩამდინარე წყლების გაწმენდის, ლამის დამუშავებისა და გამოყენების, მათი გაანგარიშების, მილსადენების მონტაჟის, სისტემების გამოცდის და საექსპლუატაციოდ გადაცემის, აგრეთვე საპროექტო გადაწყვეტილებების ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების საკითხები.
განკუთვნილია სამშენებლო და არქიტექტურის ფაკულტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, აგრეთვე მაგისტრანტების, დოქტორანტების, სპეციალისტებისა და პროფესიული განათლების მიმღები მსმენელებისთვის.

 

 

image-1
გ. იაშვილი, ლ. ქოქიაშვილი

ბრენდ-მენეჯმენტი

უაკ: 338.244

ბრენდ - მენეჯმენტის სახელმძღვანელო წარმოდგენილია ბიზნეს-ეკონომისტების მომზადების საუნივერსიტეტო საბაკალავრო პროგრამების შესაბამისად. მასში გადმოცემულია ბრენდ-მენეჯმენტის, როგორც მეცნიერების, ძირითადი საფუძვლები, ბრენდირების აღმოცენების ისტორია, ბრენდის შექმნა და არქიტექტონიკა, ბრენდირების სტრატეგია, ბრენდის მარკეტინგული კვლევა და ბაზრის სეგმენტირება; სახელმძღვანელოში გაშუქებულია ბრენდის მართვის მექანიზმების, ბრენდის დაგეგმვის, რეკლამის, სამომხმარებლო ქცევის, ღირებულების და ა. შ. შესწავლის პრობლემური საკითხები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია მეცნიერ-ეკონომისტებისა და პრაქტიკოსებისთვის; იგი დიდ სამსახურს გაუწევს ბიზნესისა და ეკონომიკის პროფილის ბაკალავრებს, მაგისტრებს, დოქტორანტებსა და პროფესურას, საერთოდ, ბრენდირების პრობლემით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.

 

 

image-1
ა. დიდიძე, ნ. ჭიჭინაძე, მ. ბექაური

ზედაპირულად აქტიური ნაერთებისა და სინთეზური გამრეცხი საშუალებების ტექნოლოგია

უაკ: 661.18

განხილულია ზან-ების კლასიფიკაცია, ნომენკლატურა, მოცულობითი და ადსორბციული რეცეპტურების კომპონენტების შერჩევის პრინციპები; თეორიული და საინჟინრო საფუძველი, განსხვავებული (აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით) გამრეცხი საშუალებების წარმოებისათვის.
განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიის მიმართულების სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის.

 

 

image-1
ჰ. კუპრაშვილი

ეროვნული უშიშროების სისტემური ინფორმაციული უზრუნველყოფა

უაკ: 681.3

სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში, ქვეყნის წინაშე ყოველთვის დგას ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის სისტემისა და მისი მართვის სრულყოფის ამოცანა. წინამდებარე წიგნში თანამიმდევრულადაა მოცემული ეროვნული უშიშროების სისტემური ინფორმაციული უზრუნველყოფის პრობლემები ინფორმაციულ ეპოქაში. გაანალიზებულია ეროვნული უშიშროების საინფორმაციო-ანალიტიკური და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის თეორიული ასპექტები. განხილულია საინფორმაციო ანალიზირებისა და პროგნოზირების ტექნოლოგიებისა და ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის ერთიანი საინფორმაციო სისტემის პრაქტიკაში განხორციელების ასპექტები. სახელმძღვანელო პოლიტოლოგიის პრობლემებთან ერთად მოიცავს მართვის საინფორმაციო სისტემების საკითხებსაც, გამოვლენილია პოლიტიკური და ტექნიკური მეცნიერებების შეხების წერტილები, რაც მნიშვნელოვნად პასუხობს ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფილის მოთხოვნებს. სახელმძღვანელო სასარგებლო იქნება როგორც ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის, ისე მართვის საინფორმაციო სისტემების სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
თ. ძიგრაშვილი

თეორიული კრისტალოგრაფიის შესავალი

უაკ: 548.1

სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის სპეციალობების ბაკალავრიატის მაღალი კურსების სტუდენტების, მაგისტრებისა და იმ მკვლევარებისთვის, რომლებიც თავის საქმიანობაში იყენებენ კრისტალოგრაფიულ გამოთვლებს.

 

 

image-1
ა. სოხაძე, ლ. კახიანი, ლ. ავალიშვილი, ლ. ბალანჩივაძე, მ. ჭანტურია, გ. გურეშიძე, ა. ლებანიძე

რკინაბეტონის კონსტრუქციები II ნაწილი

უაკ: 624.012.235.46

მოცემულია ზოგადი ცნობები სამრეწველო და სამოქალაქო შენობების რკინაბეტონის სამშენებლო კონსტრუქციების შესახებ, რკინაბეტონის წინაღობის თეორიის საფუძვლების მოკლე კურსი, ჩვეულებრივი და წინასწარ დაძაბული ელემენტების კონსტრუქციული გადაწყვეტებისა და გაანგარიშების საფუძვლები. შედგენილია რკინაბეტონის კონსტრუქციების გაანგარიშების ამჟამად მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო სპეციალობების სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
თ. მელქაძე

საგანგებო სიტუაციებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის საფუძვლები

უაკ: 364.2(02)

სახელმძღვანელოში განხილულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების სტაბილური ფუნქციონირების განმსაზღვრელი საკითხები და კვლევის მეთოდები; მათი სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ორგანიზაციული და საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები. წარმოდგენილია საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში გამოყენებული ძირითადი განმარტებანი.
სახელმძღვანელო განკუთვნილია მენეჯმენტის დარგის ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის, ინჟინერიის მიმართულების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის; ასევე, სტრატეგიული და საგანგებო სიტუაციებში სასიცოცხლო მნიშვნელობის ეკონომიკის ობიექტების მენეჯერებისათვის.

 

 

image-1
მ. შილაკაძე

ლიფტების ფრიქციული ამძრავები

უაკ: 621.81(075.8)

წიგნში მოცემულია ლიფტების ფრიქციულ-ჯალამბრიანი ამძრავების პროექტირების ძირეული საკითხები.
წარმოდგენილია ლიფტების ფრიქციული ამძრავების გაანგარიშების მეთოდიკა საერთაშორისო EN81-1:1988 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. მასში დაწვრილებით არის წარმოდგენილი ფრიქციული ამძრავის რეალიზებადი წევის ძალის განსაზღვრის მეთოდი. დაზუსტებულია დაყვანილი ხახუნის კოეფიციენტის მნიშვნელობა შეუღლებული წყვილისათვის - „ჭაღის ღარი – ბაგირი“ კონსტრუქციული გადაწყვეტის მიხედვით.
შესწავლილია ლიფტის წევის ბაგირის სიმტკიცის მინიმალური მარაგის კოეფიციენტის განსაზღვრის აქტუალური პრობლემები.
შრომაში წარმოდგენილია სალიფტე ფრიქციული ჯალამბრების კინემატიკური სქემები და კონსტრუქციული გადაწყვეტა.
წიგნი განკუთვნილია მექანიკური სპეციალობის სხვადასხვა დონის სტუდენტებისათვის – ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას კონსტრუქტორების, ტექნიკური უსაფრთხოების ინსპექტორებისა და წარმოების მუშაკებისათვის.